საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად ფინეთთან ანგარიშით 21:37 (12:14) დამარცხდა. პირველი თამაში თბილისში, 16 იანვარს, ფრედ 24:24 დასრულდა.

საპასუხო მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა არსენაშვილი და მაისურაძე, რის შემდეგაც დაგვრჩა ერთადერთი ხაზის მოთამაშე, მიქავა. ფინელებს გამოაკლდათ ძირითადი მეკარე მაკელა, რომლის ადგილიც კარში როსლანდერმა დაიკავა და მშვენივრადაც ითამაშა, ჩვენი დანაკარგი კი მნიშვნელოვანი გამოდგა.

კარგად დაიწყო თამაში შოთა თევზაძემ - მოიგერია პირველი ორი დარტყმა, ფინელებმა კი მის კარში დანიშნული ორივე შვიდმეტრიანი ააცილეს. მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ და ჩვენი პირველი გოლი ჩიქოვანმა გაიტანა მე-5 წუთზე, 1:2. ფინეთი პირველ ტაიმში 3 ბურთითაც გავიდა წინ, 12:9, მაგრამ ცხოვრებაძემ და ჭანტურიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.

ტაიმი შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენ ბოლო შეტევაში ბურთი დავკარგეთ, მასპინძლებმა კი სწრაფი გარღვევა მოაწყვეს და 14:12 მოიგეს. პირველ ნახევარში თევზაძეს 7 მოგერიება დაუგროვდა, თემო ორჯონიკიძეს კი - 6 გოლი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ორივე მარცხენა გარემარბმა თითო ბურთი ააცილა, მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, კუთხეში კბილაშვილი გადაეყვანათ, მიქავა კი ხაზზე წითელიშვილმა შეცვალა (კბილაშვილიც და წითელიშვილიც უკანახაზელები არიან). ასეც დავიწყეთ მეორე ტაიმი.

საწყის 2 წუთში ცხოვრებაძემ და ჩიქოვანმა ორჯერ შეამცირეს სხვაობა თითო ბურთამდე (14:15), მაგრამ შემდეგ მიყოლებით გაგვიძევეს კბილაშვილი, ჩიქოვანი და ორჯონიკიძე. მეტოქემ მაქსიმალურად გამოიყენა მეტობა, ჩვენი გუნდის თამაში კი აქ მოიშალა - ზედიზედ გავუშვით 10 გოლი და 14 წუთის განმავლობაში ვერ გავიტანეთ: 14:25 46-ე წუთზე და თამაში უკვე მეორე შემადგენლობამ დაასრულა - 21:37.

ტურნირმა აჩვენა, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდულია უმაღლეს დონეზე სათამაშოდ - სამი ვეტერანით (თევზაძე, 38 წლის; ჭანტურია 37; ჩიქოვანი 30) გუნდის საშუალო ასაკი სულ 24 წელია (მათ გარეშე - 22), ხოლო ჩვენი ორი ხელბურთელი საერთოდ თინეიჯერია - გიორგი ცხოვრებაძეს (18) კიდევ ორი წელი ახალგაზრდულ ნაკრებშიც შეუძლია თამაში, ხოლო ნიკოლოზ კალანდაძე (17) ჯერაც ჭაბუკთა ნაკრების წევრია. ფინეთს კი ჰყავდა ძალიან გამოცდილი გუნდი, რომლის სამი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგის მონაწილის, რიიჰიმიაენ კოქსის წევრია - სწორედ ამ სამეულმა (ტამინენი, რონბერგი, სიურიალა) გადაწყვიტა მატჩის ბედი თბილისშიც და რიიჰიმიაკიშიც.

ფინეთის გარდა, ადგილი ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში დაიცვეს ესტონეთმა და ბელგიამ, რომლებმაც 2-2 მატჩი მოუგეს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულებს, ლუქსემბურგსა და კვიპროსს.

ერთი წლის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის მომდევნო, 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევს ისევ პირველი რაუნდიდან დაიწყებს.

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეი-ოფი

19 იანვარი, რიიჰიმიაკი, "კოქს არენა". საპასუხო მატჩი (პირველი 24:24)

ფინეთი - საქართველო 37:21

ფინეთი: როსლანდერი, ლაიტინენი - რონბერგი 8, შომანი 7, ჰელანდერი 6, ტამინენი 5, ფორსი 2, მ. გრანლუნდი 2, მარტინი 2, საკინენი 2, კილსტედტი 1, სიურიალა 1, სუნდბერგი 1, კოლიონენი, რ. გრანლუნდი, ჰელაკოსკი

საქ: თევზაძე, ცინცაძე - ორჯონიკიძე 7, ცხოვრებაძე 7, ჩიქოვანი 4, დიხამინჯია 2, ჭანტურია 1, რუსტამოვი, წითელიშვილი, მიქავა, კბილაშვილი, აბრამიშვილი, კალანდაძე, გოგოლაძე

მსაჯები: ფლორიან ჰოფერი, ანდრეას შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: ალგის მიკუჩონისი (ლიეტ)

დღესვე: ესტონეთი - ლუქსემბურგი 31:20 (38:33), კვიპროსი - ბელგია 16:31 (7:24)

მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით

ზურა
სამაგიეროდ ამ ფედერაციის არაფრის მაქნისი ჩინოვნიკები (მეიფარიანი, არსენიშვილი) არიან კმაყოფილები, მაღალი ხელფასებით, მივლინებებში გაუთავებელი ყიალით, საკუთარი შვილების ეროვნულ ნაკრებში დაწინაურებით და მათთვის საკლუბო კარიერის, მომავლის შენებით!
ვაჟა ზაზაევიჩი
ქართველებო, აქაც სუნი დააყენეთ?
zurab
წაგება წაგებაა, მაგრამ იმ ხელბურთელებისაგან ბოდიშის მოხდას მოვითხოვ, ტელევიზორში რომ გამოვიდნენ და პიონერებივით დაგვპირდნენ, აუცილებლად მოვიგებთო. რა რჯიდათ? წაგებაზე უარესია, როცა რეალობას ვერ აფასებ.
თენგაბი
ტრადიციული მიზეზები, რაც გუნდურ სახეობებში გვაქვს - დაბალი ფიზიკური მომზადება, ნაკლები მოძრაობა, ნაკლები აგრესია და გამწვავება - შედეგიც სახეზეა. უფრო უნდა დაიხვეწოს ქვეყნის ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც ვალდებულების მოხდას უფრო ემსახურება, ვიდრე სპორტის ამ სახეობის განვითარებას. ფედერაციამ უნდა მეტი იაქტიუროს.
გულშენატკივარი
უკვე წლებია, ქართული ხელბურთი წუმპეშია და გამოსავალიც არ ჩანს. აუცილებლად უნდა გატარდეს რადიკალური რეფორმები!
zaza
სამწუხაროს მაგივრად აჯობებდა სამარცხვინო მარცხი!!! გამოსაცვლელია მწვთნელთა შემადგენლობა, ფაქტია რომ ვერანაირად ვერ ვახერხებთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას და ასეთი სხვაობით წაგება ძალიან ცუდია. რამდენიმე ხელბურთელის კლასი სხვებს ათჯერ აღემატება. ეს სპორტის სახეობა ვერ წამოვწიეთ წინ და ხელბურთის ფედერაციამ ჯობია ცოტა მიბაძოს წყალბურთის ფედერაციას და რამდენიმე უცხოელი ხელბურთელი დავიმატოთ. აბა ისე შედეგს ხო ხედავთ, ერთ ადგილზე ვტკეპნით მიწას.
Nino
Samcuxaroa roca 1;2 Burtit ageb. Da ara 16 it
აბგდ
სამწუხარო ვიცი მე ერთი ქულით/გოლით და არა 16ით
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში