საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებს. 49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. იგი ბოლოს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. ამჟამად ვასილ მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:

"ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდელთა გუნდთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. ჩვენს გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე."

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

სამწვრთნელო კარიერა:

2018-20 - საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები

2017 - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები

2015-16 - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

2014-15 - თბილისის "ლოკომოტივი"

2013-14 - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

2012-13 - "დინამო თბილისი ll"

2011-12 - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები.

2010 - საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ნუგზარ ნუცუბიძე
თქვენი დიდი იმედი მაქვს ბატონო ვასილი...იმ 17 წლიანების გუნდი ყოველმხრივ გამორჩეული იყო...ფიზიკაში..ნებელობითი თვისებებით და რაც ყოველტვის გვქონა ტექნიკითაც.....მახსოვს მსაჯებმა გადაიქაქეს თავზე....თქვენ ბევრი რამ შეგიძლიათ..ასეთი დამუხტული ბიჭები მე არც მანამდე და არც მერე არ მინახია ქართველები პრესინგს თამაშობდენ 90 - წუთზე ინგლისთან, ესპანეთთან და სხვა ევროპის გრანდებთან (და თანაც შეეძლოთ ერბინათ)..წარმატებას გისურვებთ.. დინამოს და ქართული ეხბურთის გულშემტკივარი 64 წლის სტაჟით
ლევანი
წარმატებებს ვუსურვებ ვასოს ქართულ ფეხბურთს
გიზოგ
სწორი და კარგი გადაწყვეტილებაა, მე ვენდობი ვასილს მისი გამოცდილებიდან და მიღწევებიდან გამომდინარე. წარმატებები მას მის გუნდს.
დათო
კარგი არჩევანია. წარმატებები ვასილს.
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
"ფროზინონეს" ახალწვეულ გიორგი კვერნაძის ულამაზესი გოლი საქართველოს თასზე [VIDEO]
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
U21. საქართველომ სლოვაკეთი მინიმალური სხვაობით დაამარცხა [VIDEO]
დატოვებს თუ არა გია ცეცაძე U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს? - სფფ ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წევრთან ერთად - საფრანგეთის U21 ნაკრები საქართველოში მოდის
სლოვაკთა მწვრთნელი საქართველოზე: თანაბრად რომ ვყოფილიყავით, იგივე შედეგი იქნებოდა
U21. სლოვაკების კაპიტანი საქართველოზე: იმ მომენტში არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა