“გაძეტა დელო სპორტში” კლოზეს გვარმაც გაიჟღერა

“გაძეტა დელო სპორტმა” მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “მილანი” “ბაიერნის” ფორვარდით, მიროლსავ კლოზეთი გახლავთ დაინტერესებული.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს გუნდში მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა და ამად არის, რომ სხვაგან წასვლაზე უჭირავს თვალი. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ჯერჯერობით არ ახანგრძლივებს კონტრაქტს მიუნხენურ გრანდთან და პრესასთან გამოჩენასაც ერიდება. პრინციპში, არც არის გასაკვირი, რადგან კლოზე ბუნდესგუნდში მუდმივად ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ძალუძს უმათლეს დონეზე ასპარეზობა. კლოზე ერიდება პრესასთან გამოჩენას, სამაგიეროდ, ‘მილანის” მესვეურებს აქვთ სალაპარაკოდ საქმე - მოვუსმინოთ ადრიანო გალიანის:

“სატრანაფერო ბაზარზე ნამდვილად ვაპირებთ აქტიურობას, მაგრამ კონკრეტული გვარების ჩამოთვლა გამიჭირდება. რაც შეეხება მიროსლავ კლოზეს, მოლაპარაკების პროცესი არ დაწყებულა და არ ვიცი, საერთოდ დაიწყება თუ არა. უახლოეს დღეებში მასიმილიანო ალეგრისთან შეხვედრა მექნება და ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ. ისე კი, კლოზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და ძალიან მიკვირს, რომ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა”.

“მილანთან’ დაკავშირებით კიდევ ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრელდა, რომლის მიხედვითაც ლომბარდიული გრანდი და ფლორენციის “ფიორენტინა” ბარტერს ამზადებენ. საუბარია იმაზე, რომ “ვიოლაში’ ანტონიო კასანო გადაბარგდება, “რისონერის” ამუნიციას კი რიკარდო მონტოლივო მოირგებს. იტალიელ ჟურნალისტს კასანოს ნიჭიერებაში არ შეაქვს ეჭვი, მაგრამ იქვე აცხადებს, რომ ანტონიო დიდად ვერ შეეწყო ‘მილანს” და დიდია შანსი, ლომბარდიული გრანდის მესვეურები მას იოლად შეელიონ. თავის მხრივ, მონტოლივოს დიდი სურვილი აქვს გარემო გამოიცვალოს და ძალები სხვა გუნდში მოსინჯოს. თავად რიკარდო ამის შესახებ ღიად არ საუბრობს, მაგრამ სამაგიეროდ, “ვიოლას’ თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი ხსნის კარტებს:

“დროა მონტოლივო ჩამოყალიბდეს და გაგვაგებინოს რა უნდა - თუ “ფიორენტინაში” სურს დარჩენა, ძალიან გაგვიხარდება, მაგრამ თუ სადმე სხვაგან მიუწევს გული, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ მისი შემცვლელი ვიპოვნოთ. მქონდა მასთან საუბარი და ვიცი, რომ სერიოზულად ფიქრობს სხვა გუნდში გადასვლაზე, რაც ნორმლური მოვლენაა - მთავარია, რომ გადაწყვეტილება დროულად მიიღოს”.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა