championat-ზე ჟურნალისტმა მიხაილ გონჩაროვმა წერილი გამოაქვეყნა მოსკოვის "ლოკომოტივის" დაცვის ცენტრის პრობლემების შესახებ და საბა კვირკველიას თამაში უარყოფითად შეაფასა. გთავაზობთ ამონარიდს.

"ლოკომოტივს" სასწრაფოდ სჭირდება ახალი ცენტრალური მცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში - უბედურება

ახალი წლის შემდეგ ჩატარებულმა ორმა ამხანაგურმა მატჩმა, რომლებშიც "ლოკომოტივმა" "სტიუასთან" და "ოსიეკთან" 7 გოლი გაუშვა, მიგვანიშნა, რომ გაზაფხულზე "ბარდაკი" არამარტო შეიძლება გაგრძელდეს, არამედ ახალი მასშტაბები შეიძინოს. გასაგებია, რომ დატვირთვების ფონზე სპარინგებისას შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა არ შეიძლება, მაგრამ ზედმეტად კომიკურად ითამაშა "რკინიგზელთა" დაცვამ (რაც სიომინმა აღიარა) - ძალიან ბევრი შეცდომები გაეპარა. კვირკველიას მოედნის ცენტრიდან ორჯერ გაექცნენ, ჩორლუკა კი ისევ ვერ თამაშობდა სწრაფად, პირველ შეხებას აგებდა და იმის მაგივრად, რომ დასწრებაზე ეთამაშა, თუნდაც აგრესია მოეხვია მეტოქისთვის თავს, ნახევარპოზიციაზე შეშდებოდა.

ამას წინათ კლუბის გენერალური დირექტორის ვასილი კიკნაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც კატეგორიულად დაასახელა 2020 წლის მიზნები: "ჩვენი სპორტული მიზანია ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და ევროტურნირების საგაზაფხულო ეტაპზე გასვლა". ძალიან საინტერესოა, ამ სიმაღლეების დასაპყრობად "ლოკომოტივი" გადადგამს თუ არა რაიმე საკადრო ნაბიჯებს. თუ კლუბში ალალბედის იმედზე არიან?

ალალბედი - ეს, ალბათ, დაცვის ცენტრში ამჟამად არსებული სიტუაციის ყველაზე ზუსტი შეფასებაა. ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელები არა გვყავს. პირიქით! სახელები აქ ხმაურიანი და მრისხანეა, ასეთი მოთამაშეები სიომინისთვის 5 წლის წინ რომ მიეცათ, ის ყველას "დაგლეჯდა". თუმცა, დრო ერთ ადგილას არ დგას.

ჩორლუკა უკვე ხორვატიის ნაკრების დაცვის ბურჯი აღარ არის და გაფურჩქნის ხანაში არ იმყოფება. თებერვალში 34 წლის გახდება და კლუბი ფიქრობს, გაუგრძელოს თუ არა კონტრაქტი.

ჰიოვედესი შესაძლოა, ამჟამად დაცვის ცენტრის ყველაზე სტაბილური წარმომადგენელია. ის ასევე შეზღუდულია სისწრაფეში, თუმცა ფიზიკურად უკეთ გამოიყურება, მაგრამ რა აზრი აქვს ლამაზ მახასიათებლებსა და გამოცდილებას, თუ 31 წლის გერმანელს რუსეთში დარჩენა არ სურს. კარგა ხანია წასვლას ცდილობს, მოსკოვში ყოფნა ძალიან უჭირს. "კიოლნში" ტრანსფერი ჩაეშალა, თუმცა მისი გამგზავრების ისტორია აშკარად არ დასრულებულა.

კვირკველია, ერთ დროს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, ახლა თავის ძველ დონეს ახლოსაც ვერ შეესაბამება. ტრავმების გამო ბევრი გაუცდა, შემდეგ 3 თვე სათადარიგოთა სკამზე იჯდა."ოსიეკთან" მატჩში ნამდვილი სპექტაკლი მოაწყო - ასეთი სუსტი თამაში თვით შეკვეთითაც ძალიან ძნელია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ყოველივე ეს შვებულების შემდეგ ფორმაში ჩადგომის ბანალური მიზეზის ბრალია (როგორც წესი, კვირკველიას ეს პროცესი სწრაფად არ მიმდინარეობს). გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბაც შეიძლება არ დარჩეს გუნდში.

მურილიო ძირითადი შემადგენლობის მცველებიდან ყველაზე ახალგაზრდაა, მაგრამ სისწრაფით ისიც არ გამოირჩევა, თანაც დღესდღეისობით პრემიერლიგისთვის საკმარისად საიმედო არ რის, თან ხანდახან ერთობ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს.

გაზაფხულზე შეიძლება სასწაული მოხდეს, ყველა ჩამოთვლილმა ფეხბურთელმა უეცრად თავისი საუკეთესო ფორმა დაიბრუნოს და კარიერის ტოპ-მონაკვეთი ჩაატაროს, რაც უფრო ალოგიკური მოვლენა იქნება. დისტანციაზე კი "ლოკომოტივს" მაინც დასჭირდება უფრო ახალგაზრდა, სწრაფი და აგრესიული მცველი. მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ რესურსები ამოწურულია.

მწარე
ქართველი ტალანტების სასაკლაოა რუსეთის ჩემპიონატი, მგონი რაიმე კანონით უნდა ოფიციალურად უნდა აიკრძალს რუსეთის ჩემპიონატში ქართველების წასვლა..
100%
სკამზე ჯდომით და უთამაშებლობით სისწრაფეს ვერ აკრიფავ. სტაბილურად თამაშია საჭირო. აცალეთ კაცს, დაიწყოს სეზონი.
zura
ასათიანი-2
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?