საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე F ჯგუფში გერმანიის, კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სპორტის სასახლე უმასპინძლებს. უახლოესი მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 16 მოთამაშე გამოიძახა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (ჯორჯიანსი, თბილისი), დავით კეპაშვილი (თსუ, თბილისი)

მცველები: თალეს ფეიტოსა (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი ღავთაძე (კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ჯორჯიანსი, თბილისი), კახაბერ მაისაია (სალინესი, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მალხაზ მურცხვალაძე (სორო-კომპანია, უზბეკეთი), მიხეილ თევზაძე (თსუ, თბილისი), შოთა თოფურია (ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ ზედელაშვილი (დაროჟნიკი, ბელარუსი)

თავდამსხმელები: ვახტანგ კეკელია (სორო-კომპანია, უზბეკეთი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), რონინიო (ხერსონი, უკრაინა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), სიმი საიოტი (კპრფ, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (ცრნიცა, ხორვატია), ფუმასა (აპოელი, კვიპროსი), ლევან სვანიძე (პსპ, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (რედ დრაგონსი, პოლონეთი), ირაკლი თოდუა (აეკ ლარკანა, კვიპროსი)

ევრო 2020-ის საკლაფიკაციო ეტაპის მატჩებზე დასწრება თავისუფალია, ჩვენი გუნდის სამივე შეხვედრას კი, პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს 29 იანვარს 19:00 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფის განრიგი

შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას თითოეული ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებთან ერთად ხუთი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩები 2020 წლის აპრილში გაიმართება. კონტინენტის პირველობას კი, 2022 წელს ნიდერლანდები უმასპინძლებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მიხაელ
დიდ ფეხბურთში ხომ რა სახელების გუნდებში არ მიდან და აქ საერთოდ სრული მარაზმია. აი კპრფ რომ გუნდი ქვია იქიდან როგორ უნდა გამოიძახო? ამ 4 ასოს ერთად ხსენებაც კი სისხლის სამართლის საქმე უნდა იყოს !
geno
კოსოვოს პრობლემაც მოგვარებულა :დდ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"