"რეალის" ფიზმომზადების მწვრთნელი ვალტერ დი სალვო აცხადებს, რომ პორტუგალიელი უმაღლეს დონეზე კიდევ 12 წელი ითამაშებს
მადრიდის "რეალის" ფიზმომზადების მწვრთნელი ვალტერ დი სალვო აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდოს შეუძლია ერთ დროს მისი თანაგუნდელის, რაიან გიგზის მიღწევა გაიმეოროს და უმაღლეს დონეზე 38 წლის ასაკამდე ითამაშოს.

26 წლის პორტუგალიელი ფორმის პიკზეა, ამ სეზონში მან 40 გოლით ლა ლიგის რეკორდი დაამყარა. მწვრთნელი კი, რომელმაც ზეპირად იცის მისი ფიზიკური მონაცემები, ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი ფორვარდი კიდევ 12 სეზონს ითამაშებს დიდ ფეხბურთს.

"კრიშტიანო ყველაზე ძვირადნაყიდი ფეხბურთელია მსოფლიოში. მე კი ვაცხადებ, რომ ის "რეალმა" ძალიან იაფად იყიდა. რონალდო კიდევ დიდ ხანს მოუტანს "სამეფო კლუბს" წარმატებებს. მისი ორგანიზმი ზეპირად შევისწავლე, უნაკლო ჯანმრთელობა აქვს და ამავე დროს უყვარს მძიმე შრომა. ის ყველაფერს საგულდაგულოდ არჩევს, რას ჭამს, რას სვამს, რამდენ ხანს ისვენებს. მოკლედ, ნამდვილი პროფესიონალია", - განაცხადა იტალიელმა დი სალვომ.

რონალდომ ორი სეზონი გაატარა მადრიდში და 89 მატჩში 86 გოლი გაიტანა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა