უჩამ ნაკრების შეკრებაზე ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და მას სავარაუდოდ, ლაშა სალუქვაძე ჩაანაცვლებს

სამწუხაროდ, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების სპარინგისას მიღებული ტრავმა უჩა ლობჟანიძისთვის სერიოზული გამოდგა - ეროვნული გუნდისა და უკრაინული "დნიპროს" მარჯვენა მცველმა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და ნაკრების შეკრება უკვე დატოვა.

ასე რომ, სპლიტში, ხორვატებთან, საქართველოს ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგს, სავარაუდოდ, ლაშა სალუქვაძეს ჩააბარებენ. მიმდინარე შესარჩევში ამ პოზიციაზე ეს ორი ფეხბურთელი თამაშობს. თავიდან ლობჟანიძე უალტერნატივო იყო, თუმცა ბოლო ორი ოფიციალური მატჩი ტრავმის გამო გაუცდა და სალუქვაძემ შეცვალა.

საბედნიეროდ, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მყოფი სხვა ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან და იმედია, მეტი აღარავინ დაგვაკლდება. გუშინ გუნდს ნუკრი რევიშვილი და დავით სირაძე შეუერთდნენ, ჩამოსასვლელები არიან ალექსანდრე ამისულაშვილი, ჯანო ანანიძე, ლაშა სალუქვაძე, გია გრიგალავა, გოჩა ხოჯავა და მათე ვაწაძე. ზურაბ ხიზანიშვილი კი გუნდს პირდაპირ ხორვატიაში შეუერთდება.

გუშინდელი ვარჯიში "ბასაზე" დილის 11 საათზე დაიწყო, წვრთნის დასრულების შემდეგ კი ქეცბაიამ ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოკეთებაზე იზრუნა - ბიჭებს ოჯახებში წასვლის ნება დართო და ბაზაზე საღამოს 8 საათისთვის დაიბარა. დათქმულ დროს ყველა ადგილზე იყო.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა