"ინდიანას" "პორტლენდთან" სტუმრად წაგებული მატჩი (129:139) ndystar.com-მა მიმოიხილა, აღნიშნა, რომ მეტად ხისტი თამაში იყო და "პეისერსის" პრობლემაზე ისაუბრა:

"მაილს ტერნერი გუნდში დაცვაში საუკეთესოა, რომელიც საჭირო იყო დემენ ლილარდის და ჰასან უაიტსაიდის გასანეიტრალებლად. დომანტას საბონისმა კარიერაში მეორე სამმაგი დუბლი მიითვალა (27 ქულა, 14 მოხსნა და 11 პასი), მაგრამ ის მეტოქეთა სროლების დასაპირისპირებლად საკმარისად მაღალი და ათლეტური არ არის. ახალწვეული გოგა ბითაძე, რომელმაც პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო, ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის".

ამ მატჩში ტერნერს მონაწილეობა არ მიუღია, ბითაძემ კი 5:07 წუთში 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გივი-გია
რა კოდი არაა სწორი,რა...?!
კალათბურთის გულშემატკივარი
მე-19 პიკზე სან ანტონიო ილოდებოდა და გოგას აუცილებლად აიყვანდა. იქ კონკურენტებად უკვე ასაკოვანი ოლდრიჯი და ავსტრიელი პოელტლი იქნებოდნენ, თანაც გრეგ პოპოვიჩთან გოგა ბევრს ისწავლიდა. დღემდე ვერ ვხვდები ინდიანამ რატომ აირჩია. გოგა ნბა-ს დონეზე სათამაშოდ მზად არის, უბრალოდ სწორი გარემო სჭირდება. ამ ამერიკულ გამოცემას კი ურჩევია ტერნერი აკრიტიკოს, რომელიც ყველა ძლიერ ცენტრთან დაჩაგრული ბავშვივით გამოიყურება.
ირაკლი
ყოფილი კალადბურთელი ვარ, უკვე ვეტერანი, უმუშევარი. არ არის აუცილებელი ინდიანა, ნებისმიერ გუნდში ვიმუშავებდი დამლაგებლად NBA-ში.
Supporter
ჩემი აზრით აქაც აქვს პერსპექტივა. დიდი ალბათობით ტერნერი გუნდს შეიცვლის (ახლა თუ არა, ზაფხულში მაინც). ამასობაში გოგაც გაივლის ადაპტაციას (ევროპელთა დიდ ნაწილს, მათ შორის მის თანაგუნდელ საბონისს, სხვა კარგ კალათბურთელებს, შარიჩს, ნურკიჩს, მიროტიჩს, ასევე ვარსკვლავებს, იოკიჩს და თავად ნოვიცკისაც 1-2 წელი დასჭირდათ, რომ ამ ტემპს და დონეს შეწყობოდნენ). ეს ფაქტორები კი საკმარისი უნდა აღმოჩნდეს, რომ გაისად აქტიურ როტაციაში ვიხილოთ გოგა და სტაბილურად 20 წუთამდე გაიზარდოს მისი სათამაშო დრო, რაც თავის მხრივ მას ზრდაშიც დაეხმარება. მთავარია შრომა არ დაიზაროს და იბრძოლოს.
sdfffff
ტვინი შეჭამეს, ცქიტიშვილსაც მასე მოექცნენ, მაგრამ ეს უფრო ძლიერია. იმედია ტერნერტრუკუცას აჯობებს.
სოსო
გოგა პირველ თამაშებში მშვენივრად გამოიყურებოდა,ახლა კი ერთი დაკომპლექსებული სათადარიგოა,რომელსაც თამაშის თავზე აღების ეშინია.ეს გოგას ბრალი კი არ არის,არამედ მწვრთნელებისა.მას კიდევ ბევრი რამე აქვს სასწავლი,მას კი არც ასწავლიან და არ იცისო,აქეთ საყვედურობენ.ადრე ამას,სხვა ნბაში ბედნაცადი ქართველებიც ჩიოდნენ,მხოლოდ ვარსკვლავებს აქცევენ ყურადღებას,ჩვენ კი საკუთარი თავის ამარა ვიყავით დარჩენილებიო.ამერიკაში გაზრდილ ჩამოყალიბებული სპორსმენები,ამას შეჩვეულები არიან,ევროპიდან მისული კაცი კი მიჩვეულია,რომ მთელი სეზონის განმავლობაში,მუდმივად უნდა ჰქონდეს ვარჯიშები და ტაქტიკური მომზადება.ამიტომაცაა,რომ თუ აქედან უკვე ყველაფერ გამოვლილი და ნასწავლი არ წახვედი,იქ დამკვიდრება,თითქმის შეუძლებელი ხდება.სწავლას არავინ გაცდის,უკვე მზა პროდუქტი უნდა იყო.გოგა ბითაძე ღრუბელივით ისრუტავდა ყველაფერს და ძალიან სწრაფად ვითარდებოდა,მაგრამ ეს ევროპაში.ამერიკაში კი ამისათვის არ სცალიათ,იქ პირდაპირ მოგების მოტანა თუ არ დაიწყე,არავის უნდიხარ.ტრავმა როგორ ვუსურვო,მაგრამ მხოლოდ საბონისის ტრავმის შემთხვევაში მიეცემა გოგას კარგი სათამაშო დრო,თუმცა ისიც საკითხავია,ასე ფორმა დაკარგული,რამდენად შესძლებს თავდაჯერებულობის დაბრუნებას.იმედია გოგა შესძლებს და ისე ათამაშდება,როგორც თუნდაც ნბა_ში მის პირველ მატჩებში თამაშობდა.მაშინ მას კუნთური მასა არ ჰყოფნიდა,ახლა კი აშკარად მომძლავრებულია და ესეც წაადგება ცენტრის პოზიციაზე სათამაშოდ.
912
სადმე აუცაიდერში გადადი სადაც ორი კონკურენტი არ გეყოლება რას აიყვანეს საერთოდ რა უნდოდათ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა