2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს "ბორჯღალოსნები" სამ დღეში, 1-ელ თებერვალს, 18 საათზე გამართავს. ჩვენი გუნდი ტიტულის დაცვას ტრადიციულ მეტოქე რუმინეთთან, "დინამო არენაზე" იწყებს.

"ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე სამშაბათიდან სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს.

რაც შეეხება მეტოქეს, ის მომავალ თამაშს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება. "სტეჟარის" მთავარ მწვრთნელად გამოცდილი ენდი რობინსონი დაინიშნა. 55 წლის ინგლისელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებში მუშაობდა; ასევე, წვრთნიდა ინგლისულ "ბათს" და "ბრისტოლს", შოტლანდიურ "ედინბურგს" და შოტლანდიის "ა" ნაკრებს. რუმინეთის ნაკრებში ენდის ასისტენტია ლაშა თავართქილაძე, რომელიც "სტეჟარის" შერკინებას უკვე ერთი წელია ავარჯიშებს.

რობინსონმა გუნდი შეკრებაზე თითქმის სამი კვირის წინ შეიყვანა, 22 იანვრიდან კი მზადებას საქართველოში, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე განაგრძობს. გაფართოებულ, 33-კაციან შემადგენლობაში ოთხი ლეგიონერია – სამი საფრანგეთიდან და ერთი პრო 14-ის იტალიურ კლუბ "ზებრედან".

გამოძახებულნი იყვნენ, მაგრამ დაშავდნენ და თბილისში ვერ ითამაშებენ მარიუს ანტონესკუ, იონელ ბადიუ და ალექსანდრუ გორდასი, ხოლო მიხაი მაკოვეი ნაკრებს პირადი პრობლემების გამო დააკლდება.

მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ენდი რობინსონი ამბობს:

"საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და მასთან მძიმე შეხვედრა გველის. კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ ერთიანები და დაუღალავად ვიშრომოთ. ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას რთულ სიტუაციებში იძენს. უნდა მოვახდინოთ იმ უნარების რეალიზება, რომლებზეც ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ყურადღება უნდა მივაქციოთ დისციპლინას და დავტკბეთ იმ შესანიშნავი გამოცდილებით, რასაც საქართველოსთან თბილისში თამაში ჰქვია".

1998 წლიდან დღემდე, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს ერთმანეთში 23-ჯერ უთამაშიათ (10 შინ, 11 სტუმრად და 2 ნეიტრალურ მოედანზე). "ბორჯღალოსნებმა" მოიგო 13 შეხვედრა და ერთი ფრედ დაასრულა. 2002 წლიდან დღემდე, ჩვენსა და "სტეჟარს" ("მუხები") შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი (მსოფლიო თასს მიღმა), რომელიც ჩვენს გუნდს 12-ჯერ აქვს მოპოვებული.

რუმინეთის ნაკრები

ბურჯები: იულიან ჰარტიგი (ბაია მარე), კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ჰორაციუ პუნგეა (ტიმიშოარა-სარასენსი), კოზმინ მანოლე (დინამო), ალექსანდრუ თარუსი (ზებრე, იტალია)

კვაჭები: ოვიდიუ კოჟოკარუ (ბაია მარე), ეუგენ კაპატანა (ტიმიშოარა-სარასენსი), ტუდორ ბუტნარიუ (სტიაუა);

მეორე ხაზი: იონუტ მურესანი (ტიმიშოარა-სარასენსი), იოჰან ვან ჰერდენი (დინამო), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა-სარასენსი), ადრიან მოტო (აჟენი, საფრანგეთი);

მესამე ხაზი: კრისტი ჩირიკა (ბაია მარე), ვლად ნეკულაუ (ტიმიშოარა-სარასენსი), დრაგოს სერ (სტიაუა), ადრიან იონ (ტომიტანი), კამილ სობოტა (ტომიტანი)

9: გაბრიელ რუპანუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)

10: ტუდორ ბოლდორი (სტიაუა), დანიელ პლაი (სტიაუა)

11-14: რობერტ ნეაგუ (სტიაუა), მარიუს სიმიონესკუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ნიკოლას ონუტუ (ვიენი, საფრანგეთი), იონუც დუმიტრუ (სტიაუა)

ცენტრები: ვლადუ პოპა (ტიმიშოარა-სარასენსი), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა-სარასენსი), ალექსანდრუ ბურკეა (ბაია მარე), ტეილორ გონტინეაკი (კლერმონი, საფრანგეთი)

15: პაულ პოპოაია (ბაია მარე), იონელ მელინტე (ტიმიშოარა-სარასენსი)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

არ ვთვლი, რომ ყურადღების მოდუნების უფლება გვაქვს, მაგრამ ამ შემადგენლობიდან მხოლოდ ვლაიკუ, სურუჯუ და ფერკუ არიან ვეტერანები. დანარჩენი ყველა ახალბედაა. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი შემადგენლობა გამოცდილებით ბევრად აღემატება მათ და ულაპარაკოდ უნდა დავამარცხოთ.
კახი
ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება რომ გავიმარჯვოთ.თამაშს გამარჯვების დიდი იმედით ,მაგრამ პესიმისტური პროგნიზით ველოდები...
სოსო
ესენი საგულდაგულოდ ემზადებიან,ჩვენ კი ეს არ გვიხერხდება,თანაც პირველ თამაშში,ჩვენებს ტრადიციულად შეთამაშების პრობლემები აქვთ,ამას დავუმატოთ ფედერაციის არჩევნების დაძაბულობა,დროებითი მწვრთნელი და გამოდის,რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვხვდებით რუმინელებს.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"