საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფის პირველ შეხვედრაში გერმანიას დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:1 დაამარცხა. მაყურებელმა საინტერესო სანახაობა იხილა. საგოლე მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ საკუთარი შანსები უკეთ ქართველმა ფეხბურთელებმა გამოიყენეს და შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულეს.

ანგარიში მე-5 წუთზე გერმანელებმა გახსნეს, დამატებაზე ყველას ფიშერმა დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მე-12 წუთზე აღადგინა, შორეული დარტყმით გოლი არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა. 29-ე წუთზე, რონინიოს კუთხურის შედეგად, უძლიერესი დარტყმით თალეს ფეიტოსამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა. 31-ე წუთზე კი ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გერმანია 1:3 საქართველო

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

გერმანია: პლესი, ვიტინგი, ჰოფმანი, ფიშერი, სიპაჰი

სათადარიგო შემადგენლობა: ვიგელსი, შნიტზერლინგი, ფრანკე, კლაუსი, მეიერი, სოზერი, ვებერი, საგლამი, გიუნტერი

მთავარი მწვრთნელი: მარსელ ლოოსველდი

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ღავთაძე, ჭუმბურიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

მსაჯები: იოსიპ ბარტონი (ჩრდ. მაკედონია), ვიქტორ ბუგენკო (მოლდოვა), ვიტალი რაკუცკი (ბელარუსი)

გაფრთხილება: პლესი (10:44), სებისკვერაძე (16:16), კურტანიძე (26:55), სიპაჰი (27:30), ჯვარაშვილი (32:30)

გოლები: 1:0 ფიშერი (04:55), 1:1 სებისკვერაძე (10:46), 1:2 თალესი (28:59), 1:3 ჯვარაშვილი (30:53)

დღესვე, საკვალიფიკაციო ეტაპის F ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კოსოვო ავსტრიას დაუპირისპირდა და ანგარიშით - 4:2 გაიმარჯვა.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 30 იანვარს კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა