"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები გულშემატკივრებს ჰპირდებიან, რომ პირველ თებერვალს ლაღ და შემტევ რაგბის იხილავენ.

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, 18:00 საათზე, რუმინეთს "დინამო არენაზე" ვმასპინძლობთ. ტრადიციულად, შეხვედრამდე ორი დღით ადრე გუნდმა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა და მორაგბეებმა მცირე კომენტარი გააკეთეს:

ლევან მაისაშვილი: "ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. ილუზია იმისა, რომ მოკლე პერიოდში რადიკალური ცვლილებები მოხდებოდა, არავის გვქონდა. ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა, რომ ვაჩვენოთ აგრესიული და შემტევი რაგბი. განვლილი მსოფლიო თასის შემდეგ ყველა მორაგბეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და ვეცდებით, გულშემატკივარს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენოთ. როგორც წესი, პირველ მატჩს ყოველთვის ახლავს ტექნიკური წუნი და ვცდილობთ, შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველას აქვს შეგრძნება, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე იაპონიაში გამოჩნდა და ამის დამტკიცებას ვეცდებით. ეს მარტივი არ იქნება, რადგან ფავორიტს ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ეთამაშება, თუმცა ეს ჩვენთვის გამოწვევაა".

შალვა მამუკაშვილი: "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნაცნობი მეტოქეები გვყავს, თუმცა რუმინეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და მისგან გარკვეულ სიახლეებს ველოდებით. ჩვენი მიზანია, კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე მოვახდინოთ. ვეცდებით, ვაჩვენოთ შემტევი, სანახაობრივი თამაში, რასაც დიდი ხანია ჩვენგან გულშემატკივარი ელის".

დავით კაჭარავა: "საფრანგეთის 3-დღიანი შეკრება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოკლე პერიოდში მატჩისთვის სრულფასოვანი მომზადება ძალიან რთულია. მსოფლიო თასის შემდეგ პირველ შეხვედრას ვატარებთ, თანაც თბილისში, "დინამო არენაზე" და ვფიქრობ, მაყურებელი მრავლად მოვა. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რათა საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ".

გელა აფრასიძე: "საფრანგეთში სამდღიანი შეკრება გვქონდა, სადაც ჩვენი სისტემების დახვეწაზე ვიმუშავეთ. მსოფლიო თასის შემდეგ ყველას მეტის მოლოდინი გვაქვს და ვეცდებით, შაბათს გულშემატკივარს სტრესი მოვუხსნათ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გლახუნა
წარმატებები ბიჭებს,ისევ მრავალჯერ გაახარეთ და აამაყეთ ერი თქვენი წარმატებებით (!) მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ,მილტონმა რა დონეზე აიყვანა ქართული რაგბი,როგორ პატივს გვცემდა,რა წარმატებები მოგვიტანა ,მისთვის ბოლო-ბოლო საქართველოში ცხოვრობდა...და როგორ უპატივცემულოთ გაუშვით?! რა ეძახეთ... იმ ,,წერილში,, ჟვანიას არ წაყვანის მერე (მეც გავბრაზდი- ჟვანიას და ასეიშვილის არ წაყვანით, მაგრამ...) რომ მიწერეთ ?! დიახ- შეცდომა დაუშვა,მაგრამ-ასეთი ზიზღი და სიძულვილი როგორ მიაყოლეთ-გაატანეთ?!...ზოგადად,ცხოვრების დაუწერელი წესია-როგორ პატივს სცემს სხვას,იმ ხარისხის პატივისცემას მიიღებ სხვისგან...იმას ვშიშობ - დასავლურმა რაგბის სამყარომ საერთოდ უარი არ თქვას საქართველოსთან ყოველმხრივ,ეს იქნება ორგანიზაციული, გარკვეული ფინანსური,რაგბის განვითარებისათვის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით...მხარდაჭერაზე - ზოგადად თანადგომაზე (,,6 ერს,, რომ ჯერ- ჯერობით ა რ ვიმსახურებთ - მასზე გაბრაზება და დაბოღმა-როგორ შეიძლება ?!-ბოლო-ბოლო რა ხარისხის,რა ფინანსების, რა ორგანიზაციის, რა დასწრების - ხარისხის (თუნდაც სახელმწიფოს რთული- აუტანელი ეკონომიკური - მდგომარეობის გამო) - შიდა ჩემპიონატი გვაქვს ?!- ნაკრები რომ არსებულ შედეგებს აჩვენებს - ეს მხოლოდ დასავლეთის და კერძოდ - საფრანგეთის უდიდესი მხარდაჭერის შედეგია და ასე როდემდე - ანუ საფრანგეთი გვიმზადებს მაღალი ხარისხის რაგბისტებს და ეს როდემდე?!)) - ლოგიკით - ამ ხალხს გინდ კარგი გაუკეთე,გინდ...ბოლოს მაინც არა- ადეკვატური დარჩებიან და სიძულვილს მოგაწევენ-ო და... ვშიშობ -ისევ რუსეთი-რუმინეთის დონეზე არ ჩამოვიდეთ, მაინც ყელში აქვს გაჩხერილი იმ მუდამ ავადმყოფ- ბოღმით სავსე რუსეთს-ქართული რაგბი,ისევე როგორც ქართული- საქართველოს სახელმწიფო და რას აღარ გააკეთებენ- აკეთებენ დისკრედიტირება-დაკნინება - დაუსუსურებისათვის... მხოლოდ - მოყვარეს პირში უძრახე -ლოგიკით,თორემ თავს შევიკავებდი (!)
XXX
გაიგეთ ბიჭოოო, დოუჯერეთ კაცს.
დიმა
ლამაზი თამაში და ღირსეული გამარჯვება 2020-2021 წწ - ახალი სამხრეთელი მწრთვნელით!
გუჯა კახაძე
გულშემატკივრებს გვჯერა თქვენი!
SL
მაინცდამაინც რუმინეთთან ნუ მოინდომებთ ექსპერიმენტებს. შემტევი კი არა პრაგმატული, შედეგიანი და მოგების რაგბი ითამაშეთ. ლამაზი თამაში და ღირსეული წაგება არ გაგვაგონოთ.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის