20 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა მძიმე ტრავმა მოიშუშა და დაახლოებით 7-კვირიანი უქმობის შემდეგ NCAA-ში "სეტონ ჰოლის" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, ქართველმა მძიმე ფორვარდმა მაჯის ძვალი გასული წლის 9 დეკემბერს, "აიოვასთან" მატჩში გაიტეხა და მაშინვე ითქვა, რომ მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით თებერვლის დასაწყისში შეძლებდა.

მამუკელაშვილის რეაბილიტაციის პერიოდი კარგად წარიმართა და ის მოედანზე დღეს დილით გამართულ მატჩში გამოჩნდა, რომელშიც "სეტონ ჰოლმა" შინაურ კედლებში "დეპოლს" 64:57 სძლია.

აღსანიშნავია, რომ სანდროს გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-10 გამარჯვება გახლდათ, რაც 1992-93 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა. "სეტონ ჰოლს" ბიგ ისთის კონფერენციაში რვავე თამაში მოგებული აქვს და გასაკვირი არაა, რომ NCAA-ში სულ უფრო სერიოზულ ძალად აღიქვამენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კევინ პრიტჩარდმა სანდრო პირველ ტაიმში 5 წუთით დატვირთა, მის დაბრუნებას კი ქომაგი ძალიან თბილად შეხვდა. მაყურებლები მამუკელაშვილს ფეხზე მდგარნი, ოვაციებით შეეგებნენ, არადა, მატჩს 9 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა.

ხანგრძლივი უქმობის შემდეგ სანდროს გუნდთან მხოლოდ 4 ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული და გასაკვირიც არაა, რომ შებოჭილად გამოიყურებოდა. ქართველი ლეგიონერი ფარქვეშიდან შეტევას ერიდებოდა და მოძრაობებიც შენელებული ჰქონდა. მან 1 სამქულიანი ააცილა და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო; ამასთან, პასივში 2 პერსონალური ფოლიც მოუგროვდა. მიუხედავად ამისა, მან მწვრთნელისგან შექება დაიმსახურა:

"მართალი გითხრათ, სანდრო იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ველოდი, დღევანდელ თამაშამდე ხომ მან მხოლოდ 4-ჯერ ივარჯიშა. მის დაბრუნებას აღელვებული ვუყურებდი, ის კი მშვიდი იყო და ეს მომეწონა. მე-2 ტაიმში სანდროს მოედანზე დაბრუნება საჭიროდ აღარ ჩავთვალე. კალათბურთელისთვის, რომელსაც ამდენი ხანი არ უთამაშია, უბრალოდ, შესაფერისი დრო არ იყო".

"სეტონ ჰოლს" მიმდინარე სეზონში ჩატარებული 20 მატჩიდან 16 აქვს მოგებული და როგორც აღვნიშნეთ, ბიგ ისთის კონფერენციის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1-ელ თებერვალს, ისევ შინ, "ქსავიერთან" ჩაატარებს. მოსალოდნელია, რომ მამუკელაშვილს ამ თამაშშიც მცირე სათამაშო დრო მიეცემა და მას დიდ დატვირთვებს ნელ-ნელა შეაჩვევენ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა