პირველ თებერვალს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს 41:13 მოუგო.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნაცად შემადგენლობაზე გააკეთა აქცენტი და გულშემატკივრებს შემტევ რაგბის დაჰპირდა.
დაჰპირდა და შეუტიეს კიდეც, მეტოქეს მაღალი ტემპი შესთავაზეს და დებიუტში თედო აბჟანდაძემ ბრწყინვალე რეიდი ლელოთი დაასრულა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა.
01.02.20. რაგბი. აბჟანდაძის ლელო რუმინეთთან
ამას სტუმართა იერიში და საჯარიმოდან ფლორინ ვლაიკუს მიერ ანგარიშის შემცირება მოჰყვა.
ტრავმირებული გიორგი კვესელაძე მე-15 წუთზე ლაშა მალაღურაძემ შეცვალა.
21-ე წუთზე ვლაიკუმ ისევ ზუსტად შეასრულა საჯარიმო და ვლახები წინ გაიჭრნენ.
საქართველოს ნაკრების თამაშში წუნი შეინიშნებოდა, ორჯერ საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს უპირატესობას დაეუფლნენ, აბჟანდაძემ საჯარიმო გაიტანა და პირველი ტაიმი 8:6 დასრულდა.
მეორე ნახევარი ჩვენმა გუნდმა პირველის მსგავსად კარგად დაიწყო და მირიან მოდებაძემ ლელო დადო, ხოლო აბჟანდაძემ მახვილი კუთხიდან გარდასახვა გააცუდა.
01.02.20. რაგბი. მოდებაძის ლელო რუმინეთთან
სამწუხაროდ, ვლაიკუმ მალე ლელო გაგვიტანა, გარდასახა კიდეც და ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში მანვე საჯარიმო ვერ გამოიყენა.
აქედან მოყოლებული "ბორჯღალოსნებმა" ინიციატივა ხელთ იგდო - ბექა გიგაშვილმა, ორჯერ დავით კაჭარავამ და გიორგი ჭყოიძემ შეტევები ლელოთი დააგვირგვინეს, აბჟანდაძემ გარდასახვები გამოიყენა და 41:13.
01.02.20. გიგაშვილის ლელო რუმინეთთან
მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
01.02.20. კაჭარავას პირველი ლელო რუმინეთთან
Mosexoneli
რუსებთან სპორტული თვალსაზრისით არაფერი ინტრიგა არაქვს და ივსება სტადიონი რუმინეთი ჩვენი კონკურენტი და თასიც თამშდება და ცარიალი იყო სტადიონი.რუსებთან უნდა შევსოს სტაფიონი ფეხბურთში კალადბურთში.როცა იქნებ ამის დრო.
lomu
ბოლოს ისევ რუმინეთს მოუგეთ ტემპით და ლამაზი თამაშით
Gio
მითუმეტეს ნახევარი გუნდი პენსიონერები) თოდუა,სუთიაშვილი,კაჭარავა და ა. შ. ...
შაკო
უკაცრავად ბატონო "მონპელიედან" თქვენ მოწიეთ რამე თუ მოვწიე და ვერ ვიგებ რა დაწერეთ გონებას ვძაბავ და ვეღარ მივხვდი
A
ჭეიშვილი რატომ არ წაიყვანეთ მსოფლიოზე?
ბმბ
უკაცრავად, მაგრამ რაგბში აუტის მწვრთნელი არ არსებობს?
TanoLife
ნერვიული და მამა-პაპური პირველი 40 წუთი. სწრაფი, გადაწყვეტილებების სწორი და უცაბედი მიღება, შესანიშნავი ხედვა მოედნის და ახალგაზრდული, დინამიური თამაში. დიდი მადლობა, როგორც ძველებს, ისე ახლებს.
123
6 ერის თითოეული გუნდი დედაქალაქში თამაშობს. ასეა ლამის ყველგან. ყველაზე მეტი ხალხი თბილისში ცხოვრობს.
ბათუმის ფანი
იდალგოს-კაი კაი მეგობარო ვაღიარებ რომ ჩემზე მდიდარი ფანტაზია გქონია))) დაწყნარდი
იდალგო
მოდი უკეთესს გეტყვით, პირიქითაც შეიძლება - დედაქალაქი გადავიტანოთ და სპორტი დავტოვოთ? არა? ან ხალხი რომ ავყაროთ და გადავასახლოთ?არა? და ყველაფერი რომ კიდევ უფრო გავაძვიროთ? არც ეს?
გრიგოლ1408
ამ თამაშით რუმინეთის მსგავს გუნდებს კი ვუგებთ. ძალითაც ვაჯობეთ და კლასითაც.მაგრამ მსოფლიოზე სათამაშოდ ეს დონე არ გამოდგება.
ბათუმის ფანი
შემომაქვს წინადადება-დედაქალაქს ერთი ხუთი წლით ჩამოერთვას რაგბსა და ფეხბურთში საეთაშორისო მატჩების მასპინძლობა,ეგებ ცოტათი მოენატრებათ სპორტის ეს სახეობები და აქტიურად დაიწყებენ სტადიონზე სიარულსა და ქომაგობას) თან მზესუმზირის ,,ლომკაც,,გაუქრებათ
ზასტაველი
არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას,მაგრამ ისე მომეწონა დღევანდელი ჩვენი ნაკრების თამაში,განსაკუთრებით მეორე ნახევარი{პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა ძალიან ბევრი წუნით ჩაატარა}რომ პირველი ნახევარის უსიამოვნებები საერთოდ დამავიწყდა,არც კი მახსენდება ჩვენმა ნაკრებმა ასეთი ცეცხლოვანი ტემპით,ბოლოს როდის ჩაატარა თამაში. ბრაო!მომწონს,მიხარია და გილოცავთ.
ბათუმის ფანი
ასეთი ხმის ტემბრი აქვს მამრიკიშვილს და მოკალი კაცი)
paata123
კარგი იყო,განსაკუთრებით მეორე ტაიმი,გილოცავთ ყველას,მაგრამ ერთი უნდა ვთქვა ვასკა აგვიანებს ბურთის რაქიდან გამოტანას.
goga
ჩემი აზრით ამ ევროპას მაისაშვილი მოიგებს და შანსი უნდა მიეცეს ბოლომდე რადგან მსოფლიოზე უცხოელი მწვრტნელის ხელში უკვე რეგრესიც დაგვეწყო ამიტომ ეხლა მივენდოთ ბოლომდე ქართველს მითუმეტეს ეს ბიჭები ნახევარზე მეტი მის ხელში გამოვლილი.
მონპელიედან
გენაცვალეთ ბიჭებო ჰეიგის ნაჯაფარი გამოჩნდა ბოლო თხუთმეტი წუთის თამაში კლასის დონის მაჩვემებელია და კომწნტატორმა რო სთქვა სწორ გზას ვადგავართო ეგრეა ეხლა ჰეიგზე არანაკლებ ძლიერი მწვრთნელი გვჭირდება საწყენად არ....ისევ უცხოელი კომენტატორებს გეხვეწებიყ მიჰყევით ონლაინ რეპორტაჟდ პასაჯების გარეშე,სიმარყლე თვალებს არ უნდა გვწბავდეს,როცა გუნდი სუსტად თამაშობს და განვიცდით თქვენი მოსმენა თავადობაზე ბარონობაზე გვიათმაგებს ნერვიულობას, ვიცით რომ პროფესიონალები ხართ და ნამეტანი ემოციურობაც ან თამაშისას კომენტატურის ნეიტრალური გულგრილობაც ვნებს მათ შორის კომენტირების პროფესიასაც...ისე კი ჰეიგი არ იყო გასაშვები ბოლოს წინა ლელო ჩვენი ბიჭებისა ოლ ბლექსის სტილში დაიდო ჰეიგის ნაჯაფარია გვერწმუნეთ..წყალი არ გაუვა ჭუმბურიძის მეწყვილე კომენტატორი ეგრე იტყოდა ..ემოციური ხმით!
ბათუმის ფანი
ყოჩაღ ლომებო!!!კაი ხანია ასე არ მისიამოვნია.კაჭარავა ხომ ნამდვილი მხეცია,ისე დაგლიჯინობდა მეტოქის დაცვაში მე მასე ადვილად კარებში ვერ შევდივარ)))
dato
ნუ ამას არ ველოდი ყოჩაღ მაისაშვილი და მილტონას შემოევლოს ჩემი თავი ბევრი გააკეთა ჩვენი რაგბისთვის მარა ბიჭები შებორკილი იყვნენ ბოლო ორი წელია აი ესაა ჩვენი კოზირი ლაღი და შემტევი თამაში რუმინეთს ადერც უგებდით მარა ასე ლაღად ვერა ფუი ეშმაკს თვალი არ ეცეთ.
nika
ვერაფერს იტყვი გარდა სიტყვა ფანტასტიურისა, მართლა ღირსები ხართ იმ ულვაშის რომელსაც მთელი ნაკრები ატარებთ
dima
genacvaleet gilocaavt
Luka
იმსახურებს მაისაშვილი შანსს:))
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
[VIDEO] "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები დაამარცხეს და რაგბი ევროპის ფინალში გავიდნენ!
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
რაგბი ევროპა | წლის პირველი თასისთვის რუმინეთთან
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
რაგბი ევროპა | შვიდი ცვლილება და ერთი დებიუტანტი რუმინეთთან
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"