"ბორჯღალოსანი" ვასილ ლობჟანიძე კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს რეკორდსმენი. 2015 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც მსოფლიო თასზე ითამაშა, ახლა კი - ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

პირველ თებერვალს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ რაუნდში, რუმინეთთან მატჩის დროს, ის 23 წლის და 110 დღის იყო, რითაც 28 დღით გაუსწრო უელსელ ჯორჯ ნორთს. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა მორაგბეებში მესამე ადგილზეა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც 50-ე კეპი 23 წლისა და 291 დღის ასაკში მოიპოვა.

"დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ეს ჩემს პასუხისმგებლობას კიდევ უფრო აძლიერებს. ადრეულ ასაკში 50 სანაკრებო თამაშის ჩატარება იოლი არაა. მადლობა მწვრთნელებს ნდობისთვის, რადგან ჩემი ეს წარმატება სწორედ მათი ნდობის დამსახურებაა", - ამბობს ლობჟანიძე.

ლობჟანიძე რუმინეთთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა, "ბორჯღალოსნებმა" კი მეტოქე დიდი სხვაობით, 41:13 დაამარცხეს:

"ანგარიშით კმაყოფილი ვარ. საკუთარი თამაშით კმაყოფილი იშვიათად ვარ, თუმცა რუმინეთთან ყველაფერი კარგად გამოვიდა და ეს სწორედ ის იშვიათი შემთხვევა იყო. რაც შეეხება გუნდს, მაყურებელს ვაჩვენეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია სანახაობრივი, ღია თამაშის ჩვენება".

ლობჟანიძის სანაკრებო დებიუტი 2015 წლის რაგბი ევროპაზე 7 თებერვალს, გერმანიასთან მატჩში შედგა. ეს შეხვედრა კარგად ახსოვს ლობჟანიძეს, სხვა გამორჩეული მატჩებიდან კი ტონგასთან მსოფლიო თასზე გამარჯვებას და „ოლ ბლექსთან" შეხვედრას ასახელებს:

"პირველი თამაში ყოველთვის გამორჩეულია, ვინც უნდა იყოს მეტოქე და რა თქმა უნდა, ყველა დეტალი კარგად მახსოვს. სასიხარულო მომენტი იყო, რადგან ყველა მორაგბის ოცნებაა ნაკრების კვართით თამაში და როცა ეს 18 წლის ასაკში გიწევს, განსაკუთრებული შეგრძნებაა. პირველი თამაშის გარდა, კარგად დამამახსოვრდა 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვება, როდესაც გავხდი ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია. ასევე გამოვყოფ ამავე წლის მსოფლიო თასზე მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან შეხვედრას. ასეთი ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა, რომელიც შესაძლოა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ აგიხდეს, მე კი ეს გამოცდილება ადრეულ ასაკში მივიღე".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი
აფრასიძე ბოლო 20 წუთი როგორ ტემპშიც თამაშობს, მთელ თამაშს ან თუნდაც პირველ 60 წუთს, მაგ ტემპში ვერ ითამაშებს. ვასკა კიდევ მოუმატებს ცოტას და ორი თანაბარი სიძლიერის 9 ნომერი გვეყოლება. ბეგაძე კარგია, მაგრამ საუკეთესო წლები გაუვიდა. მე ასევე ვურჩევდი 9 ნომრის პოზიციაზე კობა ბუჯიაშვილისთვის მიექციათ ყურადღება და ტესტ-მატჩში მიეცათ შანსი. კარგი ბიჭია
jjj
ბეგაძე და ბიძინა სამხარაძე არ გინდა კიდო.DDDD
hhh
ხო მარა მე მგონი არ ღირს ჯერ მაინც გელა ძირითად 9 ნომერზე დატვირთვა ახალგაზრდაა ჯერ, ვასკამაც ჩემი აზრით მიტო შეანელა პროგრესი, რომ ძაან ახალგაზრდას დააწვა ძირითადი 9 ნომრის ტვირთი.
gio
აფრასიძე ამაზე ბევრად სასარგებლოა და თან სანახაობრივადაც უკეთეს რაგბს უბერავს!

აფრასიძე უნდა იყოს ძირითადი 9 ნომერი, სულ სხვა თამაშის წარმართვა და შეტევაში გამწვავების უნარი აქვს. ვასკამ ამ თამაშში ერთი მხარე კი გამოასწორა (სწრაფად გამოქონდა რაქიდან ბურთი) მაგრამ საკუთარ თავზე თამაშს ისეთ დროს იღებდა რომ ... . აბჟანდაძე, აფრასიძე, ცუცქირიძე, გორგაძე, გიორგაძე,მოდებაძე, ამათ გვერდით კაჭარავა, სუთიაშვილი, თოდუა (გასაკვირად სტაბილურია), ნარიაშვილი და სხვები თაობათა ცვლას მარტივად გადაატანინებენ ნაკრებს, სამწუხაროდ ლობჟანიძე გაიყინა, მათიაშვილი საერთოდ აღარ არის ნაკრების დონე და საერთოდ ფულბექის სერიოზული პრობლემა გვაქვს (ხმალაძეც არ არის ნომინალური 15)
Kkk
რა დროს ბეგაძეა, აფრასიძე კი ბატონო ჩემი აზრით კობია, მარა ჯერ მაინც ახალგაზრდაა და ადრეა მისთვის ძირითადი 9 ნომრობა, ვასკას რა თქმა უნდა ჯერ არ ამოუწურავს თავი.
ddgfdf
ვერ თამაშობს, ბეგაძე ჯობია.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან