ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში "ბრივის" ქართველმა ლეგიონერმა ვასილ ლობჟანიძემ მეორე ლელო გაიტანა. მისმა გუნდმა მე-9 ტურში "რასინგ 92"-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი – 5 ლელო გაიტანა, 38:43 დამარცხდა.

ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 56-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 12 წუთში მოედანზე მოუწია დაბრუნება. 34-ე წუთზე, ხელდახელ სწრაფი შეტევისას, მან რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, პასის იმიტირებით მცველი მოატყუა, ხაზი გაჭრა და თავისი გუნდის პირველი ლელოთი ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. 74-ე წუთზე ვასკამ კიდევ ერთი ლელო შექმნა. მან თავის ნახევარზე სწრაფად გაითამაშა ჯარიმა, რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და ფეხით გამოზომოლი დარტყმით, თანაგუნდელი საპირისპირო ფრთაზე მოძებნა, მისი გამჩერებელი კი აღარავინ იყო. "ბრივის" რიგებში პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა ვანო კარკაძემ.

"კასტრმა" "კლერმონს" უმასპინძლა და 26:22 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 51-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა ძირითადში იყო და 45-ე წუთზე შეცვალეს დუდუ ქუბრიაშვილი. მანამდე, მე-20 წუთზე, მან ყვითელი ბარათი მიიღო.

"სტად ფრანსე" "მონპელიეს" ეწვია და მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა – 19:23. პარიზელთა მარქაფაში ორი ქართველი იყო – ვასილ კაკოვინმა 44-ე, ხოლო გიორგი მელიქიძემ 49-ე წუთიდან ითამაშა.

გიორგი თეთრაშვილის "პერპინიანმა" "ლიონს" 28:21 მოუგო. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა. "ლიონის" ძირითადში ორი ქართველი იყო. დავით ნინიაშვილს პირველ ტაიმში გარკვეული დროით მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა თამაშში მალევე დაბრუნდა და შეუცვლელად გაისარჯა. ბექა საღინაძე 74-ე წუთზე შეცვალეს.

"პო" "ლა როშელს" ეწვია და 38:21 სძლია. სტუმართა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ორმა ჩვენებურმა შეიტანა. ფლანკერად შეუცვლელად ითამაშა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ. ძირითადში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს გურამ პაპიძე. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 58-ე წუთზე გამოჩნდა ალექსანდრე ქუნთელია.

"ბორდომ" "ტულონი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 27:26 დაამარცხა. ორივე გუნდის მარქაფაში თითო ქართველი ბურჯი იყო. ლექსო ყაულაშვილი "ბორდოს" რიგებში შესვენების შემდეგ გამოჩნდა, ხოლო ბექა გიგაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო.

ინგლისის პრემიერშიფის მე-8 ტურში "გლოსთერმა" "ექსეთერი" 38:22 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. მას 6 თამაშიდან 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ქართველი შუამარბი გიორგი კვესელაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.

Rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს
"კვერნაძე ჩემს ხანდაზმულ დედასაც მოსწონს" - განაცხადა "ფროზინონეს" მწვრთნელმა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
საზონოვი ბოლოს შევიდა მოედანზე - "ხეტაფემ" "მალაგას" მოუგო
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
[VIDEO] სასტიკი ნოკაუტი - ცარუკიანმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
რა რეაქცია ჰქონდა ვასილ ლობჟანიძეს საოცარ ფოტოზე - ავტორის კომენტარი
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან