დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზედენტი ლერი ხაბელოვი. სხდომას ესწრებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სპორტულ ფედერაციებს და გამოთქვა რწმენა, რომ ტოკიოს თამაშები ქართული სპორტისთვის წარმატებული იქნება.

დღის წესრიგის შესაბამისად იმსჯელეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრა საოლიმპიადოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე, მზადების ძირითად ასპექტებზე, სალიცენზიო ტურნირებზე, ოლიმპიური დელეგაციის ფორმირების, ეკიპირების, სატრანსპორტო და საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზე. აღინიშნა, რომ დღეისათვის სალიცენზიო პროცესში ჩართულია 15 სპორტული ფედერაცია, წინასწარი გათვლებით ტოკიოში 35-37 სპორტსმენი გვეყოლება.

აღმასკომის წევრებმა მოისმინეს ოლიმპიური სახეობების სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელების და ნაკრები გუნდების მწვრთნელების დეტალური ინფორმაცია 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების მიმდინარეობისა და დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ. ქართველ ოლიმპიელთა სამედიცინო უზრუნველყოფაზე ისაუბრა ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა.

სეოკ-ის აღმასკომის დადგენილებით, ოლიმპიური სახეობების სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებს, ნაკრები გუნდების მწვრთნელებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს ეთხოვა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, უზრუნველყონ სასწავლო-საწვრთნელი პროცესის მაღალი დონე, მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ტოკიო-2020-ის დაწყებამდე დარჩენილი დრო ოლიმპიური ლიცენზიების მოსაპოვებლად და უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატების მისაღწევად.

ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესის კოორდინაციის, ოლიმპიადისწინა პერიოდში წამოჭრილი პრობლემური საკითხების ოპერატიულად მოგვარების, მატერიალური და ფინანსური რესურსების ოპტიმალურად განაწილების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა ერთობლივი ადმინისტრაციული ჯგუფის შექმნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით.

დღევანდელ სხდომაზე აღმასკომის წევრებმა ასევე მოისმენს ინფორმაცია ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში (ლოზანა, შვეიცარია, 9-22 იანვარი, 2020 წ.) საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შედეგების შესახებ. აღინიშნა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის (პრეზიდენტი - მარიამ გიორგობიანი) მიზანმიმართული და ნაყოფიერი საქმიანობა, რამაც განაპირობა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა. ლოზანაში ჩვენმა მოციგურავეებმა ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, რაც პირველად მოხდა ამ თამაშების ისტორიაში.

სხდომაზე იმსჯელეს 2025 წელს ბორჯომ-ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით საქართველოში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სადამკვირვებლო მისიის ვიზიტის შესახებ.

სხდომამ დააკმაყოფილა დავით ქევხიშვილის განცხადება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე. სეოკ-ის აღმასკომის ახალ წევრად აირჩიეს სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარე, სახელოვანი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი.

დღევანდელი აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე.

სეოკ-ის პრესცენტრი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა