მოახლოვდა ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო შეხვედრები და საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს სანაკრებო სია ჯერ კიდევ არ დაუსახელებია.

საქართველოს ნაკრები 20 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებს უპირისპირდება და 23 თებერვალს სერბეთთან ბელგრადში შეხვედრა ელის .

თუ მოსალოდნელ სანაკრებო სიას გადავხედავთ, ბერძენ სპეციალისტს არც თუ ისე მარტივი არჩევანი იქნება.

გოგა ბითაძე უკვე NBA-ს წევრია და გამორიცხულია ნაკრებში მისი ამ პერიოდში ასპარეზობა.

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგაზე ასპარეზობს და, რა თქმა უნდა, კვლავ არ გამოუშვებენ. ამავე გუნდში თამაშობს მეთ ჯენინგი, რომელიც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელია და შესაბამისად ილიას ზუროსს მისი იმედიც ვერ ექნება.

ბოლო ინფორმაციით სანაკრებო მატჩებს ტრავმის გამო გიორგი ცინცაძე და რატი ანდრონიკაშვილი გამოტოვებენ.

ნატურალიზებულ კალათბურთელებს რაც შეეხება, გაჩნდა იმედი რომ ნაკრებში მაიკლ დიქსონი დაბრუნდება, თუმცა სამწუხაროდ ისიც ტრავმირებულია. ერთადერთი კალათბურთელი რომელსაც თამაში შეეძლება ეს ტედ მაკფადენია.

ამავდროულად პრობლემა არ შეექმნება გიორგი შერმადინს, რომლის კლუბსაც 9 თებერვლიდან 29 თებერვლამდე თამაშები არ აქვს და ევროლიგაზეც არ ასპარეზობს. შერმადინი კი ისეთ ფორმაში იმყოფება, რომ ნაკრებისთვის მთავარი ძალა იქნება.

დანარჩენი გუნდის დაკომპლექტება კი ილიას ზუროსს, სუპერლიგის კალათბურთელებით მოუწევს.

ზვიადი
სანაძე გეგმის მიხედვით სანაკრებო თამაშებისთვის იღებს ტრავმას? ისე დუდას არასოდეს მოუგონია ტრავმა და იმედია თქვენს ჭკუაზე არ მოიქცევა
1
"ზე" თუ "ში"
პაატა
ერთა ადგილზე ვყოფილვართ და ეგ არის :)
anzori
ვის რაში ჭირდება ისეთი კალათბურთელი ვინც ეროვნულში ვერ თამაშობს :(
გალაქტიონი
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე – რაა მამული?! წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
იდალგო
წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
vaso
ბიჯო, ადრე თუ უშვებდნენ, ეხლა რა
ნოდო
პრინციპში მცალია ოღონდ დილის 8ზე არ გამაღვიძოთ :D
კ.ბ.
ამიტომაც, არ უნდა გვიხაროდეს ჩვენი ვარსკვლავების ცხრა მთას იქით წასვლა, რადგან სამშობლოს თუ არ გამოადგნენ, მაშინ რაღაა საქართველო!!!
1
მეც მათამაშეთ, სათადარიგოში მაინც ჩამსვით
იდალგო
გულისხმობთ, რომ თვითონ გავა მოწდანზე?
ბმბ
ზუროსი ფოკუსნიკია, კარგი გაგებით, რაღაცას მოახერხებს უეჭველი.
Kkk
მაქ მე მგონი საქმე ისაა, რომ მაგ ბიჭს ევროკავშირის მოქალაქეობა აქ ავსტრიის კერძოდ და ეგ არ ეთმობა აქ გამოსავალი ის იქნება, რომ მთავრობამ ორმაგი მოქალაქეობის კანონი აღადგინოს.
გოგა
ეს იგივე ამხანაგური თამაშებია და კარგია მწვრთნელი ბევრ სხვასაც თუ გამოცდის. როგორც მასპინძელი ქვეყანა მაინც ვითამაშებთ 2021 ევრობასკეტზე
გულშემატკივარი
გიორგი ბეჟანიშვილთან დაკავშირებით რა ხდება? იქნებ გაგერკვიათ ეს საკითხი. მძიმე ფორვარდად და ცენტრადაც შეუძლია თამაში, ამ სეზონში სამქულიანებსაც ნორმალურად ისვრის. ეს ბიჭი ნამდვილად გამოადგებოდა ნაკრებს, მითუმეტეს შენგელიას არყოფნაში.
soso
მე ვიტამასებ
შაკო
ზუროს: 1 მაკფადენი 2 ბოქოლიშვილი 3 ბერიშვილი 4 ბურჯანაძე 5 შერმა
მიხაელ
რამდენადაც მე ვიცი NCAAში გარდა ბეჟანიშვილისა და მამუკელაშვილისა კიდევ 3 ქართველი თამაშობს , ასევე ქართველი იყო ესპანეთის და იტალიის დაბალ ლიგებში.
Kkk
დუდამ და ანდრონიკაშვილმა სად მოასწრო კი მარა ტრამვის მიღება? ბერიშვილი რატო გამოტოვე ადმინ თუ ყატარი არ ითვლება ლეგიონერად.დდ ისე მამუკელაშვილის ჩამოყვანაც არ შეიძლება, ან იქნებ გაარკვიოთ ადმინ იმ ბიჭზე რა ხდება ავსტრიის მოქალაქე რომ არის მფონი ბეჟანიშვილი.
კალათბურთის გულშემატკივარი
ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ, მაგრამ შვეიცარიასთან მოგება ამ რესურსითაც შეიძლება, სერბეთთან უშანსოდ ვიქნებით. მაკფადენი-ბურჯანაძე-შერმადინი, პლიუს ბერიშვილი და ბოქოლიშვილი, 7 პოზიცია ვაკანტურია
G.LA
ნაკრები რაღა საჭიროა თუ ამდენი კალათბურთელები არ გვეყილება მარტო შერმადინმა რა უნდა გაკეთოს?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას