საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ერთი დღის თავზე ხელბურთში ანალოგიური ტურნირი ასევე "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა
საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ერთი დღის თავზე ხელბურთში ანალოგიური ტურნირი ასევე "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა. გერმანიის ქალაქ კიოლნში გამართული "ოთხთა ფინალის" გადამწყვეტ მატჩში ესპანური დერბი შედგა - "ბარსელონა" "სიუდად რეალის" წინააღმდეგ.

წელს კატალონელებმა შეწყვიტეს "სიუდადის" ოთხწლიანი ჰეგემონია და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს. თუმცა "სამეფო კლუბს" ამ მარცხისთვის ჩემპიონთა ლიგაზე შეეძლო რევანშის აღება. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ "სიუდადმა" ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ფინალი წააგო: მანამდე მან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი დათმო "კილთან".

ფინალის სტარტი ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი გამოვიდა. "ბარსელონა" წინ გაიჭრა (2:0), მაგრამ ჩემა როდრიგესზე უხეშობისთვის მოედნიდან მიაბრძანეს ნადი. ორი წუთი რიცხობრივი უპირატესობა "სიუდადმა" სრულად გამოიყენა და პირველად დაწინაურდა - 3:2. გუნდებმა გოლები გაცვალეს, შემდეგ იყო სერგეი რუტენკოს ორი ბრწყინვალე პასი და 5:4 "ბარსელონას" სასარგებლოდ.

ბურთი ბურთზე თამაში მე-16 წუთამდე მიდიოდა. რუტენკომ ისეთ წინ გაიყვანა კატალონელები, ბელარუსს მხარი აუბა სარიჩმა, როცა საპასუხო შეტევაში ლაზაროვის შვიდმეტრიანი მოიგერია. "ბარსამ" იქვე გაიტანა - 9:7. ტალანტ დუიშებაევის გუნდმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა 24 წუთისთვის "ბარსელონას" უპირატესობა ისევ ორ ბურთამდე გაიზარდა. ეს გაქცევა კატალონელთა მეკარის სარიჩის დამსახურება იყო, რომელმაც თავის ვიზავის ომბრადოსს გაუტანა. ამ უკანასკნელს შორეულ 1994 წელს აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, თანაც თავის ამჟამინდელ მწვრთნელთან ერთად - ომბრადოსი და დუიშებაევი "სანტანდერში" თამაშობდნენ.

"სიუდადის" მეკარე (სხვათა შორის, არაძირითადი, რადგან პირველი ნომერი, მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ არპად შრებიკმა ნახევარფინალში მიიღო ტრავმა) შემდეგ შეტევაში ერთი ერთზე გასვლას გაუმკლავდა, მაგრამ იგროპულოს ნასროლი აუღებელთა კატეგორიიდან იყო - 13:10. სარიჩის ორი სეივი პარონდოს ორი დარტყმის (ერთ პენალტი) შემდეგ და ანგარიში "რეალისთვის" საგანგაშო გახდა - 10:14. დუიშებაევს ბოლო წუთზე ტაიმ-აუტის აღება მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბოსნიელმა სარიჩმა პირველ ტაიმში 21-დან 11 დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმში ანგარიში "ბარსელონამ" გახსნა, მისი გოლკიპერი კი აგრძელებდა სასწაულებს. ამას დაემატა "სიუდადის" არჩათვლილი გოლი, რამაც დუიშებაევის აქტიური პროტესტი გამოიწვია. "რეალს" ვერ იგროპულოს გაძევებამ უშველა. რიცხობრივმა უპირატესობამ "სამეფო კლუბს" ბევრი ვერაფერი მისცა და როგორც კი შემადგენლობები გათანაბრდა, ლამაზი გოლი გაიტანა რუტენკომ - 16:12. საპასუხო შეტევა და მსაჯებმა ისევ გააუქმეს "სიუდადის" გოლი.

მე-40 წუთზე, როცა აბალომ ბოლოს და ბოლოს წესების დაცვით გაიტანა, "ბარსელონამ" ზედიზედ ხუთი გოლით უპასუხა - 19:13. 45-ე წუთისთვის კატალონელთა თამაში ნამდვილ ბენეფისად იქცა. "ბარსას" მარჯვენა გარემარბის როკას კომასის გოლმა, რომელიც ულამაზესი "მარაოს" გათამაშების შემდეგ გავიდა, ესპანეთის ჩემპიონის შვიდბურთიანი უპირატესობა დააფიქსირა. იყო მომენტი 48-ე წუთზე, როცა ლაზაროვის გოლის შემდეგ "სიუდადს" თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდა, მაგრამ როგორც კი მოედნიდან გააძევეს დინარტი, ნოდესბომ მაშინვე გაუტანა ომბრადოსს.

ბოლოს "სიუდადის" მოთამაშეები ჩქარობდნენ, მთლიანად ინდივიდუალურ მოქმედებაზე გადავიდნენ, მათი მეტოქე კი აგრძელებდა ფანტასტიკური კომბინაციების გათამაშებას. გასაკვირი არ არის, რომ 53-ე წუთისთვის ინტრიგა უკვე აღარ არსებობდა - 26:19. ხანდახან "ბარსას" ხელბურთელები თავს მოდუნების უფლებას აძლევდნენ და ამ დროს სარიჩი ერთვებოდა თამაშში. როგორც კი 56-ე წუთზე იურკევიჩმა ანგარიში შეამცირა (26:21), იქვე კატალონელთა გოლკიპერმა იმავე პოლონელის დარტყმული მორიგი უბრწყინვალესი სეივით უნვებელყო.

საბოლოო სამბურთიანმა სხვაობამ არ უნდა დაგაბნიოთ. უბრალოდ, "ბარსელონამ" მოედანზევე ნაადრევად დაიწყო გამარჯვების აღნიშვნა.

ფინალი

ბარსელონა-სიუდად რეალი 27:24

ბარსელონა: სერიჩი (1); გარსია (3), რუტენკო (3), ტომაში (3), ენტრერიოსი (3), ნოდესბო (8), როკას კომასი (2), ნადი (1), უგალდე გარსია (1), სორხაინდო (1), სარმიენტო (1), იგროპულო (1).

სიუდადი: ომბრადოსი - კალმანი (1), აგუინაგალდე (1), პარონდო (1), აბალო (3), ენტრერიოს როდრიგესი (4), კანელასი (2), იურკევიჩი (5), ჩემა როდრიგესი (2), ლაზაროვი (5).

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება ჩააგდეს გერმანულმა კლუბებმა. შარშანდელმა ჩემპიონმა "კილმა" მეოთხედფინალში წააგო "ბარსელონასთან". თითქოს ამ გუნდის ადგილი "ჰამბურგს" უნდა დაეკავებინა. წელს სწორედ ჰამბურგელებმა შეწყვიტეს "კილის" ექვსწლიანი ბატონობა ბუნდესლიგაში. მაგრამ გერმანიის ჩემპიონს მხოლოდ მე-3 ადგილისთვის მატჩში მოუწია თამაში ბუნდესლიგის მეოთხე კლუბ "რაინ-ნეკართან". "ჰამბურგი" მთელი შეხვედრა წინ იყო და ორი ბურთის სხვაობით გაიმარჯვა.

მე-3 ადგილისთვის

ჰამბურგი-რაინ ნეკარი 33:31

ჰამბურგი: კრაუსი (2), შრიოდერი (5), დუვნიაკი (2), იანსენი (3), ვორი (5), ჟილი (6), კ. ლიევსი (4), მ. ლიევსკი (1), ჰენსი (3).

რაინ ნეკარი: გენშეიმერი (3), ბელეცკი (2), კუპიჩი (2), სტეფანსონი (7), სესუმი (5), მირჰოლი (5), გროეცკი (1), მიულერი (1), ტკაჩუკი (3), სიგურდსონი (2).

ამიერიდან ესპანურ კლუბებს 14 გამარჯვება აქვთ ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირზე. გერმანელებზე 12 ტრიუმფი მოდის, მესამე ადგილზე კი 4 ტიტულით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაა, რომელმაც 20 წლის წინ შეწყვიტა არსებობა. სამ-სამჯერ აქვთ მოგებული თასი ხორვატიის, რუმინეთის, ჩეხეთისა და ბელარუსის კლუბებს. თუმცა მინსკის სკა-ს ტრიუმფი უფრო სსრკ-ს უნდა მივაკუთვნოთ.

ჩემპიონთა თასის ყველაზე ტიტულოვანი კლუბების სია ასე გამოიყურება:

ბარსელონა (ესპანეთი) - 8 ტიტული (1991, 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2005, 2011);

გუმერსბახი (გერმანია) - 5 (1967, 1970, 1971, 1974, 1983);

სიუდადი რეალი (ესპანეთი) - 3 (2006, 2008, 2009);

სკა მინსკი (სსრკ) - 3 (1987, 1989, 1990);

მაგდებურგი (გერმანია) - 3 (1978, 1981, 2002).

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
საქართველოს ნაკრებმა "კარპატის თასი" გამარჯვებით გახსნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა