"მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა კომენტარი გაუკეთა იმ ავარიებს, რომელიც მისი პროვოცირებული იყო
მონაკოს გრანპრის შემდეგ ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში "მაკლარენის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა კომენტარი გაუკეთა იმ ავარიებს, რომელიც მისი პროვოცირებული იყო. ბრიტანელის აგრესიული სტილის მსხვერპლნი გახდნენ ფელიპე მასა და პასტორ მალდონადო, რომლებმაც ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლეს. თუმცა თავად ჰემილტონი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და რბოლის სტიუარდებს აკრიტიკებს...

- ლუის, ძალიან დატვირთული და წარუმატებელი დღე გამოვიდა. ისევ გამოგიძახეს სტიუარდებთან...

- ექვს რბოლაში ხუთჯერ დამიბარეს სტიუარდებთან. ეს რაღაც ხუმრობაა, სრულიად იდიოტური ხუმრობა.

- შეგიძლიათ კომენტარი გაუკეთოთ მასასა და მალდონადოს ავარიებს?

- მონაკოში გასწრება ძალიან რთულია, აქ იშვიათად იღებ შეტევის საშუალებას. მასაზე გაცილებით სწრაფი ვიყავი და მოსახვევში შიდა რადიუსით შევედი, მან კი ადრე დაიწყო მოხვევა. შევეცადე არ შევხებოდი მის მანქანას, თითქმის ტრასის მიღმა გადავედი, მაგრამ კონტრაქტი მაინც მოხდა. როგორც ყოველთვის, ჯარიმე მე მივიღე. ის მაყოვნებდა კვალიფიკაციაში - მე დავისაჯე, გზა გადამიღობა - სასჯელი ისევ მე გამომიწერეს.

რაც შეეხება მალდონადოს, მოსახვევის შიგნით ვიყავი. გამეორებაზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ მან ერთი კორპუსით ადრე დაიწყო მოხვევა, რათა ჩემთვის გასწრების საშუალება არ მოეცა. საბოლოოდ, ის დამეჯახა. სულელური ინციდენტი იყო.

- თქვენ თვლით, რომ სტიუარდები ძალიან ხშირად ამახვილებენ თქვენზე ყურადღებას. რატომ აკეთებენ ამას?

- იქნებ იმიტომ, რომ შავი ვარ (იცინის). არ ვიცი მიზეზი.

- ასეთი ეპიზოდები დაბლა ამცირებს თქვენს დამაჯერებლობას?

- არა, ამას ჩემს დამაჯერებლობაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ეს სპორტია. ხალხს ბრძოლის ნახვა სურს, უფრო მეტი გასწრების ხილვა. და შენც ცდილობ გასწრებას, შოუს შექმნას. როცა ვგრძნობ, რომ შევცდი და ბრძოლაში ზედმეტად შევტოპე, პატიოსნად ვაღიარებ ამას, მაგრამ ამჯერად ასეთი რამ არ ყოფილა.

- რას მოიმოქმედებთ? იქნებ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან განიხილოთ სიტუაცია?

- ალბათ, ხმას არ ამოვიღებ და სიამოვნებას მივიღებ სეზონის დარჩენილი ნაწილით, რომელიც საინტერესო უნდა გამოვიდეს.

- არ მიგაჩნიათ, რომ ტიტულის მოპოვების შანსები თითქმის აღარ გაქვთ?

- არ ვიცი... ბრძოლა არასოდეს არ არის დაგვიანებული. რა თქმა უნდა, წამგებიან სიტუაციაში ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ. მადლობა გუნდს - მან შესანიშნავად იმუშავა და ბოლო წრეების წინ მანქანა შეაკეთა. მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს ასეთი დაბალი შედეგის გამო. მომავალ რბოლაში მაქსიმუმს გავიღებ.

- თქვენი პიტსტოპის დროს რა მოხდა? თითქოს გუნდი მზად არ იყო თქვენს მისაღებად...

- მათ მითხრეს, რომ ბოქსებში უნდა შევსულიყავი და ამით ერთ კონკურენტს ჩამოვიცილებდი. შევედი, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად გამოვიდა.

- მოკლედ, არ იყო საუკეთესო უქმეები "მაკლარენისთვის"...

- ვფიქრობ, ასეთი უქმეები ჩვენს ხასიათს ამოწმებს. ასეთი ეტაპებიც არსებობს. ეს სპორტია... უნდა დავივიწყოთ ეს უქმეები, დავმშვიდდეთ და მომავალში თავიდან ავიცილოთ პრობლემები.

P. S. მოგვიანებით, ამ ინტერვიუში საკუთარი კანის ფერის მოხსენიებისთვის ლუისს ბოდიშის მოხდა მოუწია. "მაკლარენის" პილოტმა განაცხადა, რომ აზრადაც არ მოსვლია მონაკოს გრანპრის სტიუარდების რასიზმში დადანაშაულება, უბრალოდ ეს ცუდი ხუმრობა იყო.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა