რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი ძალიან დრამატული ფინალით აღინიშნა
რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი ძალიან დრამატული ფინალით აღინიშნა. პირველობის რამდენიმე მონაწილემ ისევ გაუმართლა ბრძოლა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებს, მაგრამ საერთო ჩათვლის ლიდერმა კვლავ პოდიუმის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

ბოლო დღის წინ პირველ პოზიციაზე "სიტროენის" წევრი სებასტიან ოჟიე იმყოფებოდა. მას საკმაოდ კომფორტული ჰანდიკაპი ჰქონდა და თუ დარჩენილ კილომეტრებს უშეცდომოდ გაივლიდა, შეინარჩუნებდა თანაგუნდელ ლოებზე და "ფორდის" პილოტ მიკო ჰირვონენზე უპირატესობას. არ გამოუვიდა.

პირველივე სპეცმონაკვეთზე ახალგაზრდა ფრანგი ძალიან ფართოდ შევიდა მოსახვევში და მისი ავტომობილი გადაბრუნდა. ლოებმა ეს სპეცმონაკვეთი უპრობლემოდ გაიარა, ჰირვონენს კი გამსკდარი საბურავის გამოცვლა მოუწია. მაგრამ ეს მცირე ტექნიკური შეფერხება არაფერია ოჟიეს პრობლემებთან. რალის ბოლო დღეს სერვის-პარკი არ მუშაობდა, ამიტომაც ფრანგმა თავისი ძალებით როგორღაც შეაკეთა "სიტროენი" და ბრძოლა გააგრძელა.

შემდეგ ოთხკილომეტრიანი სპეცმონაკვეთზე ლოებმა და ჰირვონენმა ლიდერს რვა წამი მოუგეს. ოჟიე ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირველობას, მაგრამ მის მანქანას ტემპი თითქმის არ ჰქონდა და საბოლოოდ, ბოლო სპეცმონაკვეთზე ის უკვე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. თავის მხრივ, ლოებმა ჰირვონენს აჯობა და ამ სეზონში მესამე ეტაპის მოგება მოახერხა. სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინაში 2005 წლიდან არ მარცხდება.

ტრასაზე დაშვებული შეცდომის მიუხედავად, ოჟიე მხოლოდ ქებას იმსახურებს. სერიოზულად დაზიანებული მანქანის მიუხედავად, მან ლოებთან მხოლოდ 7.3 წამი წააგო, რაც მთავარია გაუძლო პეტერ სოლბერგის შეტევებს და მესამე პოზიცია შეინარჩუნა.

ამ ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა ბრძოლა საერთო ჩათვლაში, სადაც 13-ქულიანი უპირატესობით ლოები ლიდერობს. ჰირვონენს, ოჟიესა და იარი-მატი ლატვალას არ დაუკარგავთ ჩემპიონობის შანსი. მათგან რომელი გაუმართავს ბრძოლას ლოებს, ამას უკვე 17 ივნისს შევიტყობთ, როცა ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი - საბერძნეთის რალი აიღებს სტარტს.

VI ეტაპი. არგენტინის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:03.56,9; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2,4; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +7,3; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +32,6; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +5.16,8; 6. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - +6.48,5; 7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +11.34,5; 8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +13.32,7...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 126 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 113; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 96; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 74; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 61; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 48; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 28; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 20; 9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 18; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 10...

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია