ფორმულა 1-ის ყოფილ ჩემპიონს კიმი რაიკონენს ნასკარის სერიის "მეორე ლიგაში" - Nationwide-ის სერიაში დებიუტი ჰქონდა
ამერიკულ სარბოლო სერიებში მოგზაურობას აგრძელებს ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი კიმი რაიკონენი. ამჯერად ფინელს დებიუტი ჰქონდა ნასკარის სერიის "მეორე ლიგაში" - Nationwide-ის სერიაში. მანამდე კიმიმ ძალები მოსინჯა პიკაპების რბოლაში და მიღებული გამოცდილებით აღფრთოვანებული დარჩა. Nationwide უფრო სერიოზული რბოლაა და შარლოტში გამართულ შეჯიბრში სკანდინავიელმა 27-ე ადგილი დაიკავა.

რაიკონენმა კვალიფიკაციაში 45 მონაწილედან 22-ე შედეგი აჩვენა. უშუალოდ რბოლის დროს მან ერთხელ მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ სიჩქარის გადაჭარბების გამო ბოქსებში შესვლით დაისაჯა. გარდა ამისა, ფინელმა დამატებითი პიტსტოპი შეასრულა იმისთვის, რომ Toyota Camry-ის ძირიდან მოეშორებინათ ავარიის შემდეგ ტრასაზე დარჩენილი სხვა მანქანების ნამსხვრევები.

"თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, გასწრებას ვახერხებდი და მანქანითაც კმაყოფილი ვიყავი, - ამბობს რაიკონენი. - მაგრამ შემდეგ საჭესთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა და ერთხელ კინაღამ მოვსრიალდი ტრასაზე".

ექსპერტთა შეფასებით, კიმის ბოქსებში დაუგეგმავი ვიზიტები რომ არ ჰქონოდა, შეძლებდა პირველ 15 პილოტს შორის მოხვედრას.

ახლა რაიკონენი ევროპაში დაბრუნდება და რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას - 17-19 ივნისს საბერძნეთის რალი გაიმართება. ივლისში კი შესაძლებელია რაიკონენის დებიუტი Sprint Cup-ზე, რომელიც ნასკარის მთავარი პირველობა გახლავთ.

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა