ესპანეთის ნაკრებმა დაიწყო 4 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრება
ესპანეთის ნაკრებმა დაიწყო 4 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრება. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი "ბარსელონას" ფეხბურთელები ორი დღის დაგვიანებით შეუერთდებიან, სხვები კი უკვე ბაზაზე იმყოფებიან. ყველაზე დიდი მოულოდნელობა შემადგენლობაში "ხეტაფეს" აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, მანუ დელ მორალის გამოჩენა იყო. 27 წლის ანდალუსიელი, რომელიც ახალ სეზონს "სევილიაში" დაიწყებს, ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს, თუმცა ის ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში.

დელ ბოსკემ "ბარსას" თხოვნა გაითვალისწინა და დამღლელი სეზონის შემდეგ ასვენებს ჩავის. სესკ ფაბრეგასი კვლავ ტრავმირებულია. მოულოდნელი იყო ისიც, რომ "ვალენსიას" ფორვარდი რობერტო სოლდადო, რომელიც დიდებულ ფორმაში იყო, დელ ბოსკემ არ გამოიძახა.

მეკარეები: ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული), იკერ კასილიასი (რეალი).

მცველები: ანდონი ირაოლა (ბილბაო), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ალვარო არბელოა, რაულ ალბიოლი, სერხიო რამოსი (სამივე - რეალი), ხოან კაპდევილა (ვილიარეალი).

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ორივე - ბარსელონა), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ჩაბი ალონსო (რეალი), ბორხა ვალერო, სანტი კასორლა (ორივე - ვილიარეალი).

თავდამსხმელები: ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), დავიდ ვილია, პედრო (ორივე - ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მანუ დელ მორალი (ხეტაფე/სევილია), ალვარო ნეგრედო (სევილია).

"ჩემთვის ეს დიდი დღეა. ოცნების ასრულების შანსი მომეცა - ეროვნულ გუნდში გამომიძახეს. ამ კვირაში ორმა რამემ გამახარა ძალიან: ძალიან კარგ გუნდში გადავედი და ნაკრებში დამიძახეს. ახლა ეს დაფასება ორივეს, "სევილიასაც" და ნაკრებსაც შრომითა და თავდადებით უნდა გადავუხადო", - დაწერა "სევილიას" ვებსაიტზე მანუ დელ მორალმა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა