მიუნხენურ გრანდს ბრაზილიელი მარჯვენა მცველის ტრანსფერი 5.3 მილიონი ევრო უჯდება

გასულ უქმეებზე „ბაიერნმა“ ერთერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი გადაწყვიტა: რეკორდმაისტერმა მარჯვენა მცველი იყიდა. კანდიდატებზე ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და მკითხველი კარგადაა ინფორმირებული, ფლანგის რომელი მცველების შეძენაზე ფიქრობდნენ ბავარიელები, ახლა კი უნდა გამცნოთ, რომ მიუნხენურ კლუბს ხელში ბუნდესლიგის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი, ბრაზილიელი რაფინია შერჩა. გეხსომებათ, 25 წლის მარჯვენა მცველი წლების მანძილზე „შალკეს“ ღირსებას იცავდა, ეს სეზონი კი იტალიურ „ჯენოაში“ გაატარა. ახლა კი, რაფინია „ბაიერნის“ რიგით მეორე ახალწვეულია – მანამდე ბავარიელებმა კონტრაქტი „კოტბუსის“ ფორვარდ ნილს პეტერსენს გაუფორმეს, რომელიც გასრულებულ სეზონში მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები რაფინიას სამწლიან კონტრაქტზე მოურიგდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი „ბაიერნს“ საკუთარ ბედს 2014 წლამდე დაუკავშირებს. მიუნხენელთა პრეზიდენტი ული ჰიონესი და ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე „ჯენოას“ შეფებსაც შეუთანხმდნენ – „ბილდის“ ინფორმაციით, იტალიური კლუბი რაფინიას სანაცვლოდ 5.3 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნს“ რაფინიას ყიდვა 2009 წელსაც უნდოდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ ბრაზილიელზე უარი ბავარიელთა მაშინდელმა თავკაცმა ლუის ვან გაალმა თქვა – ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მიიჩნია, რომ ფლანგის ორივე მცველი დაბალი არ უნდა იყოს. რაკი ფილიპ ლამი სიმაღლეში 170 სანტიმეტრია, ხოლო რაფინია კი 172, ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი ვან გაალი „ბაიერნის“ დამრიგებელი აღარ არის, მომავალი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი კი, როგორც ჩანს, ფლანგის მცველებს სიმაღლის მიხედვით არ განსჯის. რაფინიას ტრანსფერი რეკორდმაისტერისთვის იმას ნიშნავს, რომ კაპიტანი ლამი დაცვის მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლებს, ბრაზილიელი კი მისთვის ჩვეულ პოზიციაზე, მარჯვნივ იასპარეზებს.

ახლა საკითხავი ის არის, რამდენად მოუხდება და შეესაბამება ბრაზილიელი მარჯვენა მცველი „ბაიერნს“. მართალია, სპორტული თვალსაზრისით მას არაფერი დაეწუნება და თავის ამპლუაში ერთერთი საუკეთესოა, მაგრამ რაფინიას სკანდალური ფეხბურთელის იმიჯი აქვს. „შალკეში“ თამაშის დროს (2005-2010) ის უდისციპლინობისთვის არაერთხელ დასაჯა როგორც გერმანიის საფეხბურთო ლიგამ, ისე გელზენკირხენულმა კლუბმაც. ერთხელ კი მას კოლეგებმა „ბუნდესლიგის ყველაზე აუტანელი ფეხბურთელის“ წოდებაც კი მიანიჭეს. თუმცა მეორე მხრივ, რაფინია ყოველთვის მაქსიმალურად მოტივირებული და მონდომებული ფეხბურთელია, რომელიც ბოლომდე მედგრად იბრძვის ხოლმე.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა