დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორის მიხაელ ცორკის უახლოესი გეგმა 22 წლის იაპონელ გამთამაშებელ შინჯი კაგავასთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაა
დორტმუნდის „ბორუსიას“ ტრანსფერებისთვის კიდევ 5 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი, მაგრამ გერმანიის ჩემპიონის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობს, სულა არაა აუცილებელი, რომ ეს ფული აუცილებლად დავხარჯოთო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ „ბორუსია“ ახალი სეზონისთვის მზადებას მხოლოდ იმ ხუთი ახალწვეულით დაიწყებს, რომელთა გადორტმუნდელება უკვე გადაწყვეტილი ამბავია - საუბარია პერისიჩზე, გიუნდოგანზე, ლიოვეზე, ლაიტნერსა და კოხზე, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოსამზადებელ შეკრებაზე წაიყვანს. ცორკის თქმით, სწორედ შეკრების შემდეგ გადაწყდება, სჭირდება თუ არა BVB-ს კიდევ ახალი მოთამაშეები.

სამაგიეროდ, ცორკი მოქმედი შემადგენლობის გამყარებაზე მუშაობს და მისი უახლოესი გეგმა 22 წლის იაპონელ გამთამაშებელ შინჯი კაგავასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა. ეს უკანასკნელი „ბორუსიაში“ ზუსტად ერთი წლის წინ იაპონური „ოსაკადან“ გადავიდა და გუნდს მისი შეძენა სულ რაღაც 350 000 ევრო დაუჯდა. კაგავამ პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა, იანვარში კი, აზიის თასზე უმძიმესი ტრავმა მიიღო და ბუნდესლიგის ბოლო ტურამდე ვეღარ გამოჯანმრთელდა.

კაგავას, რომელსაც დორტმუნდელები „ნატვრის თვალს“ უწოდებენ, „ბორუსიასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ცორკი და სხვა ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ თუ სწრაფად არ იმოქმედეს, შინჯის ძალიან ბევრი მთხოვნელი გამოუჩნდება. ცორკის თქმით, „დორტმუნდის“ პრიორიტეტი საკადრო საკითხებიდან ახლა კაგავასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა. სულელები უნდა ვიყოთ, ამაზე რომ არ ვფიქრობდეთო, აცხადებს გერმანიის ჩემპიონის ერთერთი შეფი. კაგავას მრჩეველი თომას კოხი კი ამბობს, რომ ცორკთან და მენეჯერ ჰანს იოახიმ ვატცკესთან პირველი მოლაპარაკება უკვე შედგა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა