ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჯოკოვიჩი უკვე ნახევარფინალშია

ჯოკოვიჩი უკვე ნახევარფინალშია

ჩოგბურთი. საფრანგეთის ღია პირველობა: ნოვაკ ჯოკოვიჩი თავისი ფენომენარული თამაშით ისედაც უპრობლემოდ მიიწევს წინ, ახლა კი მას იღბალიც დაეხმარა

გუშინ, როლან გაროსზე მერვედფინალური ეტაპი სრულდებოდა. მამაკაცებს შორის უნდა გამართულიყო ბადის ზედა ნაწილში დაგეგმილი ოთხი შეხვედრა და ამასთან, დასამთავრებელი იყო წინა დღეს გადადებული მატჩი გაელ მონფილსსა და დავიდ ფერერს შორის.

თუმცა გუშინ მოულოდნელად ერთი ნახევარფინალისტის ვინაობაც შევიტყვეთ. ნოვაკ ჯოკოვიჩი თავისი ფენომენარული თამაშით ისედაც უპრობლემოდ მიიწევს წინ, ახლა კი მას იღბალიც დაეხმარა. კერძოდ, მეოთხედფინალში მისმა მეტოქემ ფაბიო ფონინიმ ორგანიზატორებს აცნობა, რომ მეოთხე წრეში ესპანელ ალბერტ მონტანიესთან მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და ექიმების რჩევით ვადაზე ადრე გამოეთხოვა როლან გაროსს. ჯოკოვიჩისა და ფონინის მეოთხედფინალი დღეს უნდა გამართულიყო. ასე უბრძოლველად გავიდა სერბი საუკეთესო ოთხეულში და ამით ზედმეტი დასვენების დღე მიიღო, რაც ნამდვილად არ აწყენს.

ძალიან დრამატული ფინალი ჰქონდა წინა დღეს სიბნელის გამო გადადებულ შეხვედრას ფრანგ მონფილსსა და ესპანელ ფერერს შორის. მატჩი მაშინ შეწყდა, როცა გაელი სეტებში 2:1-ს იგებდა, მაგრამ მეოთხე პარტიაში 0:2 იყო ჩამორჩენილი. ეს სეტი ესპანელმა იოლად - 6:1 მოიგო და დაინიშნა გადამწყვეტი მეხუთე პარტია.

წინა სეტში ჩავარდნას ფრანგზე არ უმოქმედია. ის მეცხრე გეიმამდე ბრეიკით იგებდა და მატჩზე ჩაწოდების უფლებაც მიიღო, მაგრამ აქ ფერერმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და დაკარგული მოწოდება დაიბრუნა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მე-14 გეიმი დავიდის მოწოდებაზე, როცა მონფილსმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო და პირველივე ცდიდან წერტილი დაუსვა შეხვედრას.

თამაში 4 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ათიდან რვა ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, იმ დროს, როცა ფრანგმა 22 შანსიდან მხოლოდ შვიდჯერ იხეირა. აღსანიშნავია, რომ მონფილსს სამიდან სამი მოგება აქვს ფერერის წინააღმდეგ. მეოთხედფინალში გაელის მეტოქე ტურნირის მესამე ნომერი როჯერ ფედერერი იქნება, რომელსაც ჯერ სეტი არ აქვს წაგებული.

მამაკაცთა ბადეს შემორჩენილი ერთადერთი არაევროპელია არგენტინელი ხუან-იგნასიო ჩელა, რომელმაც გუშინ ასევე ხუთსეტიან მარათონში მოუგო თანაკონტინენტელ ალეხანდრო ფალას. თითქმის ოთხსაათიან მატჩში კოლუმბიელი ახლო იყო გამარჯვებასთან. ფალა სეტებში 2:1-ს იგებდა და მეოთხე სეტში ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე, მაგრამ იქ მინიმალური უპირატესობა ჩელას ჰქონდა - 7:5 შემოკლებულ გეიმში. ამის შემდეგ კოლუმბიელის თამაში მოიშალა და არგენტინელს ბოლო სეტში პრობლემა აღარ შექმნია - 6:2. ჩელამ გაიმეორა "დიდი სლემის" ტურნირებზე თავისი საუკეთესო შედეგი - 2004 წელს როლან გაროსზე და 2007 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე მან ასევე მეოთხედფინალში ითამაშა.

როლან გაროსზე თავისი 43-ე შეხვედრა ჩაატარა და 42-ე გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. მართალია, ესპანელმა სამ სეტში მოუგო ხორვატ ივან ლუბიჩიჩს, მაგრამ იოლი გასეირნება ნამდვილად არ ჰქონია. შეხვედრა ორსაათნახევარი გაგრძელდა და ვეტერანი ლუბიჩიჩი მთელ რიგ ეპიზოდებში დიდ წინააღმდეგობას უწევდა "გრუნტის მეფეს".

პირველ წრეში ჯონ ისნერთან ხუთსეტიანი მატჩში შემდეგ ნადალმა სამი შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ სეტი არ წაუგია. მეოთხედფინალში მას სწორედ იმ ჩოგბურთელთან ელის შეხვედრა, ვისთანაც როლან გაროსზე ერთადერთი შეხვედრა აქვს წაგებული. ეს არის შვედი რობინ სიოდერლინგი.

სკანდინავიელი ნადალზე არანაკლებ კარგ ფორმაში იმყოფება. გუშინ მან მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა მასპინძელი ჟილ სიმონი. ბოლო ორი როლან გაროსის ფინალისტს მხოლოდ ბოლო სეტში შეექმნა მცირე პრობლემა, როცა ბრეიკით იგებდა პარტიას, მაგრამ საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე მოუწია მეოთხედფინალის საგზურის გაფორმება.

გუშინ ქალებს შორის პირველ შეხვედრაში ჩინელი ნა ლი ჩეხ პეტრა კვიტოვას ხვდებოდა და ბეწვზე გადაურჩა დამარცხებას. პირველ სეტში ევროპელმა მხოლოდ ორი გეიმი დათმო, თავის მხრივ, ჩინელმა მეორე პარტიაში ერთადერთი გეიმი წააგო. მესამე სეტში ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ კვიტოვას იოლად უნდა გაეფორმებინა გამარჯვება, მაგრამ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტმა 3:0-ის დაწინაურების შემდეგ თამაშს უკლო, რითაც კარგად ისარგებლა ლიმ - მან ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და თითქმის წაგებული შეხვედრა გადაარჩინა.

ნა ლის მეტოქე მეოთხედფინალში ვიქტორია აზარენკა იქნება. როგორც მოსალოდნელი იყო, ბელარუსს პრობლემა არ ჰქონია რუს ეკატერინა მაკაროვასთან დაპირისპირებაში.

კაცები

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (1)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ) 7:5, 6:3, 6:3; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5)-ჟილ სიმონი (საფ, 18) 6:2, 6:3, 7:6; ხუან იგნასიო ჩელა (არგ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 4:6, 6:2, 1:6, 7:6, 6:2; გაელ მონფილსი (საფ, 9)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 6:4, 2:6, 7:5, 1:6, 8:6; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 15) .

ქალები

1/8 ფინალი

ნა ლი (ჩინ, 6)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 9) 2:6, 6:1, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:2, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 7)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 12) ; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 15)-მარია კირილენკო (რუს, 25) .

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

18 წ. | როტაციით ინგლისთან

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა