გამოცემა yahoo-ზე გამოქვეყნდა პატრიკ დევისის პუბლიკაცია, რომელიც მთლიანად "ატლანტა ჰოქსის" ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას ეძღვნება
გამოცემა yahoo-ზე გამოქვეყნდა საინტერესო მასალა, რომელიც მთლიანად ზაზა ფაჩულიას ეძღვნება. პუბლიკაციის ავტორია პატრიკ დევისი. აი, რას წერს ბატონი პატრიკი:

"გასულ სეზონში "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია გუნდს კარგად დაეხმარა. 28 წლის, 212 სმ სიმაღლის "როკი ბალბოა" NBA-ს ძლიერ კლუბებს არაფერს უთმობდა. შესაძლოა, იგი დუაით ჰოვარდს ვერ აღემატება, ან ტაისონ ჩენდლერს ფიზიკურად ვერ სჯობს, მაგრამ მოედანზე ძალიან სასარგებლოა. ქართველი ცენტრი თითოეული ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის და თანაგუნდელებს თუნდაც წამით მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

ყველა გუნდს ჰყავს შავი სამუშაოს შემსრულებელი ერთი-ორი კალათბურთელი. ასეთი ფუნქცია აკისრია ზაზას "ატლანტაში". "ჰოქსის" ნებისმიერ გულშემატკივარს კარგად ახსოვს 2008 წელს პლეი ოფში ფაჩულიასა და კევინ გარნეტის შეტაკების ამბავი, რამაც ქართველს ატლანტაში დიდი პოპულარობა მოუტანა. გარნეტი ყოველთვის ცდილობს ფსიქოლოგიურად დათრგუნოს მეტოქე, მაგრამ 2008-ში პლეი ოფის პირველი რაუნდის მეექვსე მატჩში ზაზას წინააღმდეგობას გადაეყარა, რის შედეგადაც კევინი გააძევეს და "ატლანტამ" გაიმარჯვა. თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა გარნეტის "ბოსტონის" სასარგებლოდ დასრულდა და იმ სეზონში "კელტები" ჩემპიონებიც გახდნენ.

ზაზა ფაჩულიას ძალისმიერმა თამაშმა წლეულს "ორლანდოს" კალათბურთელებზეც იმოქმედა - ჯეისონ რიჩარდსონი თანაგუნდელ ჰოვარდს გამოექომაგა და ფაჩულიას მიეჭრა, შედეგად ატლანტელმა თავი ჩაარტყა და ორივე გააძევეს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ზაზა სათამაშო დროს არათანაბრად იღებდა. დებიუტანტმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ გუნდში გარკვეული გადაადგილებები განახორციელა და ზაზასაც დრო გაეზარდა. მწვრთნელმა ელ ჰორფორდი ცენტრის პოზიციიდან მძიმე ფორვარდად გადაიყვანა, ხოლო ჯოშ სმიტი - მსუბუქ ფორვარდად. ცენტრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში ჯეისონ კოლინზი თამაშობდა, ზაზა ფაჩულია კი პირველი სათადარიგო იყო - კოლინზს ცვლიდა.

ახლა უკან გადავიხედოთ. ფაჩულია "ჰოქსს" 2005 წელს შეუერთდა. მწვრთნელის, მაიკ ვუდსონის ხელმძღვანელობით იგი სასტარტო ცენტრად იქცა. პირველ სეზონში ქართველი საშუალოდ 12 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებდა, თუმცა მას მერე მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ფაჩულია უფრო სასარგებლო სათადარიგოთა სკამიდან იქნებოდა, რასაც სათამაშო დროის შემცირება მოჰყვა. ზაზა 28 წლისაა და შესაძლოა, მისი როლი კვლავ შეიცვალოს.

ბოლოს გთავაზობთ 2010-11 წლების სეზონში ფაჩულიასთან დაკავშირებულ ხუთ მნიშვნელოვან მოვლენას.

1. 1-ლი აპრილი. სიმართლე რომ ვთქვათ, ზაზას გარეშე "ჰოქსი" საშინაო მატჩში "ბოსტონს" ვერ დაამარცხებდა. მეორე ტაიმში ფაჩულიამ (15 ქულა, 10 მოხსნა) მოედანზე დიდი ენერგია შეიტანა, თანაგუნდელები გამოაფხიზლა და "ბოსტონის" თავკაც დოკ რივერსს ათქმევინა: ზაზა დღეს მოედანზე საუკეთესო იყოო. "ატლანტამ" 88:83 იმარჯვა.

2. 10 მაისი. აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში სერიის მეხუთე მატჩში ქართველმა მეფარემ მშვენივრად ითამაშა, ჩიკაგოელებს სამწამიან ზონას არ აკარებდა, ბურთებსაც ხსნიდა და სროლის სიზუსტითაც გამოირჩეოდა. საბოლოოდ 13 ქულა მოუგროვდა. ასევე კარგად გაისარჯა ჯეფ ტიგი, მაგრამ მათი შრომა წყალში ჩაიყარა, რადგან მეოთხე პერიოდში "ჩიკაგომ" დიდებულად ითამაშა, "ატლანტას" უკანახაზელებს კი თამაში არ წაუვიდათ და შორი დისტანციიდან ერთიც ვერ ჩააგდეს.

3. 20 მარტი. "დეტროიტთან" მატჩში ფაჩულიამ 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენა. "ჰოქსი" NBA-ში საჯარიმოების რეალიზების მიხედვით ერთ-ერთი აუტსაიდერია. თუმცა, ცენტრ ფაჩულიას თავისუფალი ტყორცნები არ დაეწუნება. "დეტროიტთან" მატჩში მან 10-დან 9 საჯარიმო გამოიყენა და "ატლანტას" გაამარჯვებინა, რითაც წინა საღამოს "მაიამისთან" სამარცხვინო წაგების გამო გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია მოახდინა.

4. 16 მარტი. "დენვერთან" შეხვედრაში ზაზა გუნდის ბომბარდირი გახდა, თუმცა მისი შედეგიანი გარჯა მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - დენვერელებმა კარგად "დაკეტეს" "ჰოქსის" მთავარი მექულეები.

5. 27 ოქტომბერი. ამ დღეს "ატლანტამ" სეზონის სადებიუტო მატჩი ჩაატარა - "მემფის გრიზლისს" დაუპირისპირდა. ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა - 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა."

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა