რუსეთის ნაკრების გარშემო აქტუალურია კითხვები: დაბრუნდება კირილენკო ნაკრებში, იქნება ნატურალიზებული?

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებმა ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა, არც ანდრეი კირილენკო დახმარებია და არც რომელიმე ნატურალიზებული ამერიკელი. სწორედ ამიტომ, ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, რუსეთის გარშემო აქტუალურია კითხვები: დაბრუნდება კირილენკო ნაკრებში, იქნება ნატურალიზებული? გამოჯანმრთელდება ხრიაპა?

ვიდრე კალათბურთელებზე ვიტყოდეთ, ერთ საინტერესო დეტალზე გავამახვილებთ მკითხველის ყურადღებას. ნამდვილად შემშურდა, როცა გავიგე, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დევიდ ბლატი, ისრაელის "მაკაბისთან" ერთად ისრაელის ჩემპიონი რომ გახდა, ის მეორე დღესვე რუსეთში გაიქცა, სადაც ჩემპიონატის პლეი ოფებს ესწრება. ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიც ასე უნდა მოქცეულიყო - "ფინიქსი" NBA-ს რეგულარული ეტაპიდან რომ გამოვარდა, სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფები...

თვით მაიკ ფრატელო, რომელიც უკრაინის ნაკრებს წვრთნის, მაისში კიევში გამოცხადდა, საიდანაც მოსკოვში ჩავიდა და 29 მაისს დევიდ ბლატთან ერთად "წითელ მოედანზე" გამართულ მინი-კალათბურთის ტურნირს დაესწრო.

რუსებისთვის მთავარი კითხვა ასე ჟღერს: დაბრუნდება ანდრეი კირილენკო ნაკრებში? პასუხი თავად კალათბურთელმა გასცა:

- წლეულს რუსეთის ნაკრებში აუცილებლად ვითამაშებ.

ამ ამბავს მწვრთნელი დევიდ ბლატიც გამოეხმაურა:

- ბოლო ორ სეზონში ახალგაზრდული გუნდით გამოვდიოდით. ევრობასკეტი-2011-ზე შედარებით გამოცდილი და მრავალფეროვანი შემადგენლობა გვეყოლება, რაც უმთავრესად კირილენკოს დაბრუნებით იქნება გამოწვეული. ანდრეი ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. იგი რუსეთის ნაკრების კოზირი უნდა გახდეს.

მეორე საკითხი ნატურალიზებულებს ეხება. ჯეი არ ჰოლდენმა რუსებს 2007 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. მან შუა სეზონში თქვა: ევროპის ჩემპიონატზე სიამოვნებით ვითამაშებო, მაგრამ როცა დევიდ ბლატი მოსკოვში ჩავიდა და ჰოლდენს ნაკრებში დაბრუნების შესახებ ჰკითხა, პასუხად მიიღო: მოვიფიქრებო.

- ჰოლდენს ყოველი სეზონის ბოლოს ვეკითხებით, ითამაშებს თუ არა რუსეთის ნაკრების მაისურით. ყოველთვის ერთგვარ პასუხს ვიღებთ: დავფიქრდებიო. ასე მოხდა ამჯერადაც. თუ იგი ნაკრებში თამაშს მოიფიქრებს, ხომ კარგი, თუ არა - ნატურალიზებულის გარეშე ვითამაშებთ, - განაცხადა ბლატმა.

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ფეხის ტრავმა მიიღო "დენვერის" ცენტრმა ტიმოფეი მოზგოვმა, თუმცა იგი აგვისტომდე მომჯობინდება და ალბათ, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშებს.

- ევრობასკეტი 2011-ს დიდ იმედებს ვუკავშირებ. ეს შეჯიბრება გამოცდილებას შემმატებს. ვიმედოვნებ, ჩვენს ნაკრებში ანდრეი კირილენკოც ითამაშებს, რომლისგან ბევრის სწავლა შეიძლება. მას შეუძლია ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწიოს, - ამბობს მოზგოვი.

31 აგვისტომდე ტრავმის მოშუშების იმედი აქვს NBA-მოვლილ ვიქტორ ხრიაპას:

- დაივიწყეთ ჩემი ტრავმის ამბავი და მელოდეთ ევრობასკეტზე.

ასე და ამგვარად, ბუნდოვნად ერთადერთი საკითხი რჩება - ითამაშებს თუ არა ჰოლდენი. თუ მანაც თანხმობა განაცხადა, ლიტვაში ბოლო წლებში საუკეთესო რუსეთის ნაკრებს ვიხილავთ. ასეთ გუნდთან კი ღირს "ხელჩართული ბრძოლის" გაჩაღება. მეტოქის მწვრთნელ დევიდ ბლატს პირველ ჯგუფურ ეტაპზე წარმატების იმედი აქვს:

- რუსეთის ნაკრები 2006 წელს ჩავიბარე. მას მერე წილისყრის შედეგებით ყველაზე კმაყოფილი სწორედ ახლა ვარ. ეს ოპტიმიზმს მმატებს.

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს