21 წლის ანა ტატიშვილი (106) ბალახის კორტების სეზონს ნოტინგემში იწყებს. ჩვენებური ძირითად ბადეშია, სადაც მე-7 ნომრად არის განთესილი
21 წლის ანა ტატიშვილი (106) ბალახის კორტების სეზონს ნოტინგემში იწყებს. ინგლისის ამ ქალაქში იმართება "აეგონ ტროფი" - საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 75 ათას ამერიკულ დოლარზე მეტია. ჩვენებური ძირითად ბადეშია, სადაც მე-7 ნომრად არის განთესილი.

ანას პირველი მეტოქე 28 წლის ბერძენი ელენი დანილიდუა (153), ერთ დროს მსოფლიოს მე-14 ჩოგანი. ტატიშვილი და დანილიდუ ერთმანეთს მესამედ ხვდებიან, აქამდე ძალთა თანაფარდობაა - 1:1. ეს მატჩი გუშინ უნდა გამართულიყო, მაგრამ წვიმამ კორექტივები შეიტანა გრაფიკში და ძირითადი ბადის პირველი წრის ყველა თამაში დღეისთვის გადაიდო. თუკი ანა დანილიდუს დაამარცხებს, რეიტინგში 16 ქულას დაიბევებს, წაგების შემთხვევაში კი მხოლოდ 1 ქულას დასჯერდება და მოწინავე ასეულს დაშორდება (დაახლოებით 120-ე ადგილამდე დაეშვება რეიტინგ-ლისტში). წყვილთა თანრიგში ანას მეწყვილე ამერიკელი მელანი ოუდინია (88).

წილისყრამ ქართველსა და ამერიკელს არ გაუმართლა - პირველივე წრეში პირველ ნომრად განთესილებს, რაქელ კოპს-ჯონსს (55 წყვილებში) და ებიგეილ სპირზს (56 წყვილებში) ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ორივე მეტოქე ასევე ამერიკელია.

რომის საერთაშორისო ტურნირ "ტირო ა ვოლოში" (50 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში ვერ გააღწია სოფიო შაფათავამ (283). მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა მეორე საკვალიფიკაციო წრე წააგო ესპანელ შეილა სოლსონა-კარკასონასთან (903) - 3:6, 5:7. ძირითად ბადეში მაკა ჩახნაშვილი (234) ითამაშებს. საქართველოს ყოფილი პირველი ჩოგანი პირველ წრეში საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებულ ავსტრალიელ იზაბელა ჰოლანდს (235) შეხვდება. მეტოქეები რეიტინგში ერთად არიან, მაკა 10 წლით უმცროს ავსტრალიელს პირველად ეთამაშება. წყვილთა ბადეში ჩვენებურთაგან მხოლოდ შაფათავაა, ვინც რუს მარინა შამაიკოსთან (438) ერთად მე-4 ნომრად განთესეს. მეოთხედფინალში მათი მეტოქეები ესპანელები იქნებიან: ბეატრის გარსია-ვიდაგანი (174) და ლეტისია კოსტას-მორეირა (223).

საფრანგეთის ღია პირველობის ახალგაზრდულ ტურნირში ველოდით 17 წლის ალექსანდრე მეტრეველს (98), თუმცა ბოლო მომენტში მან უარი თქვა "დიდი სლემის" ახალგაზრდულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე. მიზეზი ჩვენთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ მეტრეველი უმცროსი წლის დასაწყისში მსოფლიოს 67-ე ჩოგანი იყო ახალგაზრდებში. მას "დევისის თასზე" საქართველოს ნაკრებში წარუმატებელი დებიუტის შემდეგ არსად უთამაშია.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა