ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. შვეიცარიასთან მატჩისთვის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 20 თებერვალს, შვეიცარიის წინააღმდეგ საქართველოს ღირსებას ეს მოთამაშეები დაიცავენ:

გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, თად მაკფადენი, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი, საბა ლობჯანიძე, მერაბ ბოქოლიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია

თავად ვარჯიშმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა - მილოშ გლიგორიევიჩმა, ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა კალათბურთელები კომბინაციების გათამაშებაში ავარჯიშეს. უმეტესი დრო ორმხრივ თამაშს დაეთმო, რომლის განმავლობაშიც აქცენტები კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო, რომლებსაც ჩვენი გუნდი შვეიცარიის წინააღმდეგ მიმართავს.

შესარჩევი ეტაპის განმავლობაში არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის. შვეიცარიასთან შეხვედრა 20 თებერვალს, სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება.

ილიას ზუროსი:

"16 თებერვლიდან დავიწყეთ მომზადება ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპისთვის. მართალია, ევრობასკეტი 2021-ის საგზური, როგორც მასპინძელს, მიღებული გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის შესარჩევ მატჩებს დიდი მნიშვნელობა აქვს - მომავალი თაობა უნდა მოვამზადოთ ევრობასკეტისთვის. გვჭირდება მათი დახმარება, ნაკრებისთვის აუცილებელია ახალი სისხლი და სწორედ ახლა უნდა ვნახოთ, სად ვართ და ვისი იმედი უნდა გვქონდეს 2021 წელს.

წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ 20 თებერვალს დაგეგმილ შვეიცარიასთან მატჩში ქართველი გულშემატივარი ნაკრებში ახალ სახეებს იხილავს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იოლი თამაში არ იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ კალათბურთში იოლი შეხვედრები არ არსებობს. მატჩებისთვის მოსამზადებლად სულ სამი დღე გვაქვს, რაც ძალიან ცოტა დროა, განსაკუთრებით, ჩვენს სიტუაციაში, როცა ახალი გუნდი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი.

კალათბურთი ხომ გუნდური თამაშია და შედეგის მისაღწევად საჭიროა, თითოეული კალათბურთელი კარგად იცნობდეს და კარგად უგებდეს პარტნიორს. კარგია, რომ გვყავს ძალიან გამოცდილი, მაღალი დონის ლეგიონერები, რომლებისგანაც ახალგაზრდები ბევრს ისწავლიან და ევრობასკეტზე სათანადოდ მომზადებული გუნდი გვეყოლება".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ავოე
ჯერემი გამთამაშენებლია, ხოლო გენადი მძმე ფორვარდი.
Rr
ბითაძეს ნბაში დროს არ აძლევენ და აკით მაინც გამოეშვათ.. უმაგრესი მონაცემები აქ
ლეონტი
მიგეწერათ თქვე დალოცვილებო, რომელი გუნდიდანაა თითოეული მოთამაშე, რა პოზიციაზე თამაშობს. ახალგაზრდა მოთამაშეები ხომ ყველამ არ ვიცით.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89