<p>ამჟამად ეროვნული ნაკრები დუშეთის ოლიმპიურ კომპლექსში ვარჯიშობს, 14 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატში საასპარეზოდ ანკარაში გაემგზავრება <br> ქართველმა მოკრივეებმა წლევანდელი სეზონისთვის მზადება ბაკურიანში დაიწყეს. შემდეგ ბულგარეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები გაიარეს, 4 საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს და სხვადასხვა სინჯის 11 მედალი მოიხვეჭეს. ამჟამად ეროვნული ნაკრები დუშეთის ოლიმპიურ კომპლექსში ვარჯიშობს, 14 ივნისს კი ევროპის ჩემპიონატში საასპარეზოდ ანკარაში გაემგზავრება. ყოველივე ამის შესახებ გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა ილაპარაკეს. მოკრივეთა 2011 წლის სეზონის განვლილი პერიოდის პრეზენტაციას სპორტის მინისტრის მოადგილე გია გალდავა ესწრებოდა.</p><p>ფედერაციის მესვეურთა აზრით, კონტინენტის პირველობა ბაქოს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (16 სექტემბერი - 3 ოქტომბერი) მზადების ერთ-ერთი ეტაპი იქნება. აზერბაიჯანის დედაქალაქში კი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურები გათამაშდება. ვლადიმერ ახალკაცმა დამსწრეთ აუწყა, რომ ტყავის ხელთათმანის ოსტატებს სახელმწიფოს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სრული მხარდაჭერა აქვთ როგორც მორალური, ისე მატერიალური. დღემდე უკვე დახარჯულია 290 ათასამდე ლარი, რისი ფუფუნებაც უწინ კრივს არ ჰქონდა. რაც შეეხება საევროპო ნაკრების შემადგენლობას, თურქეთში ქვეყნის სპორტულ ღირსებას ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ), გიორგი კილანავა (52), ნიკოლოზ იზორია (56), კობა ფხაკაძე (60), ბაკურ გოგოჭური (64), ზაალ კვაჭატაძე (67), ჯაბა ხოსიტაშვილი (75), იაგო კიზირია (81), ლევან გულედანი (91) და მიხეილ ბახტიძე (+91) დაიცავენ.</p>
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა