ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში დასასრულის მიუახლოვდა აზიის თასის რიგით მესამე გათამაშება მშვილდოსნობაში, რომელშიც საქართველოდან ქალთა ნაკრებიც მონაწილეობს
ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში დასასრულის მიუახლოვდა აზიის თასის რიგით მესამე გათამაშება მშვილდოსნობაში, რომელშიც საქართველოდან ქალთა ნაკრებიც მონაწილეობს.

ტურნირი დღეს დასრულდება ფინალური შეხვედრებით, თუმცა მისი მიმდინარეობის შესახებ დეტალურად ვერაფერს გეტყვით, რადგან ინტერნეტში ინფორმაციების მოძიება ლამის შეუძლებელია. სამწუხაროდ, ბანგლადეშის მშვილდოსნობის ფედერაციას საიტი საერთოდ არ გააჩნია, როგორც ცალკეული აზიური ფედერაციების უმეტესობას, ხოლო ვისაც აქვს, ისინიც ძირითად ყურადღებას 6-12 ივნისს ანთალიაში გასამართ მსოფლიოს თასის რიგით მეორე ეტაპს უთმობენ, ამ ტურნირის შესახებ კი არაფერს იუწყებიან. არაფერს წერს არც აზიის მშვილდოსნობის ფედერაცია. ინტერნეტში რაც მოვიძიეთ, ისევ მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა შესარჩევი ეტაპის შედეგები. მათაც მხოლოდ გუშინ დადეს ეს ცნობა - ეტყობა, იქამდე ინფორმაციები არც მათ ჰქონდათ. ინტერნეტში ერთ-ერთი ბანგლადეშურ გაზეთში - DAILY-SUN პატარა წერილსაც გადავაწყდით, რომელიც აზიის თასის დაწყებამდეა გამოქვეყნებული. ეს ჭრელა-ჭრულა (ფერებთან ერთად თემატიკასაც ვგულისხმობთ) 16-გვერდიანი გაზეთი საკმაოდ ვრცლად ეხმიანება მსოფლიოს სპორტის აქტუალურ თემებს, მაგრამ იმ ერთი წერილის შემდეგ სიტყვაც არ უწერიათ მშვილდოსანთა აზიური თასის შესახებ.

თუმცა გარკვეული სურათი ინტერნეტში მოძიებული ამ მწირი ინფორმაციებითაც შეგვექმნა. კერძოდ, გაირკვა, რომ ტურნირი არ გამოდგა ძლიერი - მასში სულ 14 ქევყანა მონაწილეობდა, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, არ იყვნენ აზიური სკოლის აღიარებული ლიდერები - ჩინეთი და სამხრეთ კორეა. ეტყობა, ისინი საგანგებოდ ემზადებიან ანთალიური შეჯიბრებისთვის. სამაგიეროდ, ტაილანდური გაზეთი DAILY-SUN ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ 14 მონაწილეს შორის მსოფლიოს რეიტინგში მოწინავეთა შორის მყოფი საქართველო, ინდოეთი და ყაზახეთიც არიან. ჩვენ დავამატებთ, რომ მონაწილეთა შორის იყვნენ ტაივანისა და მალაიზიის გუნდებიც, რომლებსაც არ ჰყავთ ცუდი მსროლელები, მათ გარდა კი ერაყის, ბუტანის, ნეპალის, პაკისტანის, სინგაპურის, ჰონგ კონგის, ტაჯიკეთისა და მასპინძელთა ნაკრებებიც გამოდიოდნენ... საქართველოს ნაკრების სათავეში მოსვლის შემდეგ აზიურმა სიომ დაჰბერა, თორემ ადრე ჩვენები ამ რანგის გუნდებს არც ეჯიბრებოდნენ. უბრალოდ, არ უწევდათ მათთან პაექრობა, რადგან ჩამოთვლილთა უმრავლესობა საერთოდ თუ ჩამოდიოდა მსოფლიოს თასებზე ან ჩემპიონატებზე, ჩვენებთან კონკურენცია არ უხდებოდათ, რადგან ორივე მხარე დიამეტრულად განსხვავებული მიზნებისთვის ჭიმავდა მშვილდს.

ქალთა ტურნირში 28 მონაწილე გამოდიოდა, ჩვენგან კი საუკეთესო შედეგი ასმათ დიასამიძემ აჩვენა - 617 ქულა, რაც მერვე შედეგი აღმოჩნდა. ქრისტინე ესებუამ 607 ქულა დააგროვა და მე-13 გავიდა, ხათუნა ნარიმანიძე კი 595-ით მე-14 აღმოჩნდა. პლეი ოფების მიმდინარეობის შესახებ დეტალურად ვერაფერს გეტყვით, რადგან არც ჩვენ ვიცით. ნარიმანიძის ოჯახიდან გავიგეთ მხოლოდ ის, რომ სამივე ჩვენებური მეოთხედფინალში გასულა და იქ დამარცხებულა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებს მესამე შედეგი ჰქონიათ, გუშინ კი პლეი ოფები გაიმართებოდა, მაგრამ ახლა ვერც ამის შესახებ გეტყვით ვერაფერს.

მოკლედ, შორეული აზიური გადაფრენა დამთავრდა. ვერ გეტყვით, რა მისცა ამან ნაკრების კორეელ თავკაც ან-იონ სეუნს, მაგრამ ახლა ნაკრების წინაშე ბევრად საპასუხისმგებლო შეჯიბრება დგას - ანტალიაში გასამართი მსოფლიოს თასი. ცხადია, ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი იქ წასაყვან შემადგენლობაზე - ამ საქმეში ყველაფერი კორეელ მწვრთნელზეა დამოკიდებული, თუმცა, სავარაუდოდ, ზემოდასახელებული ქალთა სამეული ნამდვილად გამოვა. ალბათ, კორეელი იქ სხვებსაც წაიყვანს.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა