ლელა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კლუბ "სითი სპორტის" კორტებზე დამთავრდა 12, 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა საქართველოს პირველობა
ლელა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კლუბ "სითი სპორტის" კორტებზე დამთავრდა 12, 14 და 16 წლის ჩოგბურთელთა საქართველოს პირველობა, რომელშიც 84 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ყველაზე მეტი მონაწილე 12-წლიან გოგონებში იყო. აქ მედლებისთვის 21 სპორტსმენი იბრძოდა. ფინალში ნინო მემიშიში და ანა მუჯირი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი სეტი ანამ მოიგო (6:4), მაგრამ მომდევნო ორში ნინომ იმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე ანა შანიძე გავიდა. ბიჭებში გადამწყვეტ პაექრობამდე გიორგი ფშავლიშვილი და ნიკოლოზ დავლიანიძე მივიდნენ შეუფერხებლად. ფინალში კი დავლიანიძემ იმარჯვა დამაჯერებლად - 6:3, 6:1. მესამე იყო ბასილი იაკობაშვილი.

შეჯიბრების ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ნახევარფინალში გასულმა გოგონათა კვარტეტმა მედლების მფლობელები წრიული სისტემით გამოავლინა. 14-წლიანებში მარიამ ბოლქვაძემ, ანა ახალკაცმა და თამარ კუტუბიძემ ორ-ორი შეხვედრა მოიგეს და ერთნაირი ქულები მოაგროვეს. დამატებითი მაჩვენებლებით, საპრიზო ადგილები ზემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით განაწილდა. აი, 16-წლიანებში კი ბარბარე ერისთავმა სამივე შეხვედრა მოიგო: ჯერ ესთერ სარქისიანს სძლია - 6:1, 6:0, შემდეგ - ანი გოგვაძესა (7:6, 3:6, 7:5) და მარიამ გოგელაშვილს (6:3, 6:4), სარქისიანმა ყველა პაექრობა დათმო, გოგვაძემ გოგელაშვილს აჯობა (3:6, 6:3, 6:3) და მეორე ადგილი დაიკავა, ბრინჯაო გოგელაშვილს ერგო.

14-წლიან ვაჟებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა გიორგი დათაშვილი, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სეხნია - გიორგი ბუზალაძე ფინალისთვის შეუფერებელი მშრალი ანგარიშით (6:0, 6:0) დაამარცხა. მესამე ადგილზე ირაკლი მეტრეველი გავიდა. 16-წლიან ვაჟებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. გიორგი ჯავახიშვილი, 2. ალექსანდრე დავლიანიძე, 3. ლევან ფაშიაშვილი.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა