საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სერბეთშია. ილიას ზუროსის გუნდი თბილისიდან დღეს, გამთენიისას გაემგზავრა და სტამბოლის გავლით ბელგრადში დილის 9 საათზე ჩაფრინდა. საქართელოს ნაკრები სასტუმრო Crowne Plaza-ში დაბინავდა, სადაც ასევე სერბეთის ნაკრები და დღეს ბელგრადში გასამართი ევროლიგის მატჩის მონაწილე მოსკოვის ცსკა-ა დაბანაკებული.

ბელგრადში და მის გზად ილიას ზუროსმა არაერთი სახელიანი ნაცნობი ნახა: მოსკოვის ცსკა-ს ბერძენი მთავარი მწვრთნელი – დიმიტრის იტუდისი და მოთამაშე კოსტას კუფოსი ჩვენს მწვრთნელს სასტუმროში შეხვდნენ და მეგობრულად მოიკითხეს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გულთბილად შეხვდა ასევე ლეგენდარული სერბი მწვრთნელი ჟელკო ობრადოვიჩი, რომელმაც ბელგრადამდე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმგზავრა და რეისის მომლოდინემ ზუროსთან ხანგრძლივად ისაუბრა.

საქართველოს ნაკრებს დღეს ვარჯიში აქვს დაგეგმილი, რომელიც ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში საღამოს 6 საათზე (თბილისის დროით 21:00) გაიმართება. ღამით ნამგზავრ კალათბურთელებს მხოლოდ მსუბუქი დატვირთვა და ენერგიის აღმდგენი ვარჯიშები ელით.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. შვეიცარიასთან 12-კაციან განაცხადში მყოფი ბექა ბექაური ილია ლონდარიძემ ჩაანაცვლა, რომელიც ბელგრადშია და სერბეთთან მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ევროპისა და მსოფლიო ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ეთამაშება, რომელმაც ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი სტუმრად ფინეთის განადგურებით დაიწყო.

სერბეთი საქართველოს ალეკსანდარ ნიკოლიჩის (პარტიზანის) დარბაზში უმასპინძლებს. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი განახორციელებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

emigranti
თილისმაა:)
შერი
ლონდარიძე ის არ არის ერთი წუთი რომ არ უთამაშია და სულ იკრიჭებოდა?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89