2018 წლის 19 თებერვალს Sportall.ge-მ იმედის მომცემ ქართველ ფეხბურთელ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზათ.

ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის გახლდათ და პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. საინტერესოა, რომ მისით ისეთი ცნობილი პიროვნება იყო პირადად დაინტერესებული, როგორიც ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია.

აი, რა თქვა ქუთათელაძემ 2018 წელს ჩვენთან საუბარში:

"კონკრეტული მიზანი მაქვს - "პსჟ-ს" პირველ გუნდში თამაში. ხშირად რეკავენ ჩემს ოჯახში აგენტები, სკაუტები და გუნდების წარმომადგენლები... ამას წინათ, იტალიელები დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად ალექსანდრე იაშვილს.

მათ ჩვენს ოჯახთან უნდოდათ დაკავშირება. ეს ამბავი გვითხრა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. შემდეგ ლორენცო კაპრანიმ დაურეკა მამაჩემს, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის აგენტი იყო.

მან გვითხრა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დავალებით გვირეკავდა, პირადად ფაბიო პარატიჩი, ტურინელთა სპორტული დირექტორი იყო ჩემით დაინტერესებული, რომელიც ჩამოსულიც კი იყო პარიზში. კლუივერტს სთხოვა, რომ ეშუამდგომლა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ამისულაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს".

საინტერესოა, რომ ამ ინტერვიუდან 2 წელზე ოდნავ მეტი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ, ქუთათელაძეს არა პარიზსა და ტურინში, არამედ მოსკოვში ვხედავთ.

დიახ, დღეს ის "სპარტაკის" დუბლებში ასპარეზობს, თუმცა ჯანო ანანიძის ყოფილ გუნდამდეც გრძელი გზა იყო გასავლელი.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთათელაძე 2018 წლის მიწირულს "პსჟ-დან" "ანჟიში" გადაბარგდა, თუმცა მახაჩყალურ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ის ვერ დაარეგისტრირა და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევსაც ახალი კლუბის ძიება მოუხდა.

2019 წლის თებერვალში ჩვენებური უკვე კიევში გამოჩნდა და თავის დამკვიდრება "დინამოში" სურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებს თავი ვერ მოაწონა...

უკვე 3 თვეში, ანუ 2019 წლის მაისში, ქუთათელაძე შემოწმებაზე მოსკოვის "სპარტაკში" იმყოფებოდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი და დუბლებშიც ჩაირიცხა.

ახლა ნიკოლოზი სწორედ "სპარტაკის" მე-2 კლუბში ირჯება და იმისთვის იბრძვის, რომ ძირითად გუნდში დააწინაურონ. ის მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ "სპარტაკი" ქართველებისთვის ჯანო ანანიძის გამო მწარე მოგონებად, რომ დარჩა, ფაქტია.

ქუთათელაძე თავად ამბობდა, რომ რამდენიმეჯერ "პსჟ-ი" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა, სადაც ნეიმარი ირჯება. საინტერესოა, როგორ "ახერხებენ" ქართველები ფეხბურთელები, რომ "ბარსელონასა" და "პსჟ-ში" ვარსკვლავების გვერდზე ვარჯიშობენ, შემდეგ კი "ურალი" და მოსკოვის "სპარტაკი" სანატრელი უხდებათ.

მოკლედ, ტენდენცია ძალიან ცუდია და იმედია, მას სწორედ ქუთათელაძე დაარღვევს, რადგან ეს სტატია გვინდა რომ მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის სტიმულის მიმცემი და მოტივატორი იყოს...

ემზარ დუისბურგი
....სწორედ ამის თქმა უნდოდა სალუქვაძეს ასე აგრესიულად რომ მოახდით ბევრმა ეშინოდა სხვებსავით ჩაქვესაც რამე არ დაემართოსო ... მარა ჩაქვეს სხვა ბევრი ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით ჟინიანი ხასიათი ქონია ! მიდი ჩაქვე ,მაგარი ხარ!
სანდრო
რა შუაშია აქ პოლიტიკა. რამდენი ფეხბურთელი იცი რუსეთის ჩემპიონატიდან ტოპ გუნდში მოხვედრილიყო. მაქსიმუმ 10. რუსეთი არ არის ტრამპლინი. ფეხბურთელი რომელსაც განვითარება სურს იქ არ უნდა წავიდეს. ფინანსური მხარე უფრო დიდ როლს თამაშობს და ესაა მთავარი პრობლემა. რუსეთის ჩემპიონატი იშვიათი გამონაკლისების გარდა არის ფეხბურთელთა ჭაობი. არა იმიტომ რომ რუსთა მოძულე ვარ ან რამე. ფაქტია უბრალოდ. ძალიან გამიხარდება თუ ქართველი “აგენტები” ცოტა კურსს თუ შეიცვლიან, ნორმალური ჩემპიონატებისკენ გაიხედავენ და მაყუთის კეთების მაგივრად ფეხბურთელის განვითარებაზე იფიქრებენ მითუმეტეს როცა ახალგაზრდებზეა საუბარი. როგორ შეიძლება ქართველი ტალანტები ყაზანის რუბინში შეტენო და ამით იამაყო. როცა დასავლური გუნდების ინტერესი არსებობს.
ემრე-ს
90-იანი წლების სპარტაგი ლიგის ჯგუფში თამაშს არ აგებდა, შოთას აიაქსს ამსტერდამში 3-1 მოუგო უშანსოდ და ახლანდელი სპარტაკი რაა, ჯოგია სუფთა.
ქოცებს
ეს სპორტული რესურსია და არა პოლიტიკური არენა ,...ნაცებს სხვაგან ეომეთ :))
ემრე
6 წლია ბავშვს მაჩვენე ფიზიკურად რომელ ქვეყანაში ავარჯიშებენ გაფიცებ :D ვახ რეებს არ წაიკითხავ კაცი
გლახუნა-ს
ფეხბურთელებს ესე უდიერად რომ იხსენიებ ამის უფლება ვინ მოგცა,ომის დროს საზღვარზე იდექი გასაქცევად შენ ლიდერებთან ერთად ბოკერია და მიშასთან,ნაც-ბოკერიობა როგო არ გიტყდება,ეს ბიჭები ვინც რუსეთში თამაშობენ ძალიან ბევრს აკეთებენ სამშობლოსთვის და წარმატებები მათ ყველას,შენ და შენ ლიდერებივით კი არ გარბიან,იფიქრე ამაზე და გააცნობიერე
გლახუნა
ზურა -თურქეთი რ ა შუაშია აქ ?! თუ .... თურქეთმა რომ 3 საუკუნის უკან ტაო-ლაზეთი წაგვართვა, ახლა ურუთსაც უნდა მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო ?! ანუ რუსეთს მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და თურქეთს ვებრძოლოთ ტაოსა და ლაზეთისათვის?! თუ ...როგორ? ...ელემენტარული ლოგიკა ა რ გაგაჩნიათ (!)- რ ა გინდათ რომ თქვათ, რა... -21-ე საუკუნეეა, გ ა ი გ ე თ , გადით გარეთ და ტვინი გაანძრიეთ, წაიკითხეთ და ცოდნა მიიღეთ, სამხედრო სწავლებაც გაიარეთ ...ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო დ აღიარებულ ტერ-ლ მთლიანობას საფრთხეს უქმნის რ უ ს ე თ ი ...და თუ თურქეთი-რუსეთივით ,,აღიარებს,, საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერ-ული მთლიანობის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს...მტრობა და უკომპრომისობა მის მიმართაც იქნება, თან მძაფრი და ო რ ი ვ ე ს რომ გავუმკლავდეთ , ამისათვის პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი და წარმატებული აშშ- და დასავლეთის ( მსოფლიო ეკო-ური წილი -25 %-ტი!) მხარდაჭერა გვჭირდება ,თავისი თანამედროვე თავდაცვა - უშიშროება- ეკონომიკა- ფინანსებით, მისთვის დასავლური მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს პოლიტიკური სისტემა - არჩევითი- დემოკრატიულ-სამართლებრივი და არა რუსულ-აზიური- ავტორიტარულ-კრიმინალურ -კლანური მმართველობის სისტემა და მით შეუქცევადი რეგრესირების პროცესი ...რისთვისაც კრემლმა 2012 წელს მოიყვანა ეს ფულის დაფეთებული-უღირსი ივანაშვილები- საქრთველოს ხელისუფლებაში ...და ვართ არსებულ უპერსპექტივო დღეში...მაგრამ ასე დიდხანს ვ ე რ გაგრძელდება, ამ რუსულ ჭაობში ქართველობა დიდხანს ვ ე რ გაძლებს!
გლახუნა
თურქეთი რ ა შუაშია აქ ?! თუ .... თურქეთმა რომ 3 საუკუნის უკან ტაო-ლაზეთი წაგვართვა, ახლა ურუთსაც უნდა მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო ?! ანუ რუსეთს მივცეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და თურქეთს ვებრძოლოთ ტაოსა და ლაზეთისათვის?! თუ ...როგორ? ...ელემენტარული ლოგიკა ა რ გაგაჩნიათ (!)- რ ა გინდათ რომ თქვათ, რა... -21-ე საუკუნეეა, გ ა ი გ ე თ , გადით გარეთ და ტვინი გაანძრიეთ, წაიკითხეთ და ცოდნა მიიღეთ, სამხედრო სწავლებაც გაიარეთ ...ს ა ე რ თ ა შ ო რ ი ს ო დ აღიარებულ ტერ-ლ მთლიანობას საფრთხეს უქმნის რ უ ს ე თ ი ...და თუ თურქეთი-რუსეთივით ,,აღიარებს,, საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერ-ული მთლიანობის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს...მტრობა და უკომპრომისობა მის მიმართაც იქნება, თან მძაფრი და ო რ ი ვ ე ს რომ გავუმკლავდეთ , ამისათვის პ რ ო გ რ ე ს უ ლ ი და წარმატებული აშშ- და დასავლეთის ( მსოფლიო ეკო-ური წილი -25 %-ტი!) მხარდაჭერა გვჭირდება ,თავისი თანამედროვე თავდაცვა - უშიშროება- ეკონომიკა- ფინანსებით, მისთვის დასავლური მ მ ა რ თ ვ ე ლ ო ბ ი ს პოლიტიკური სისტემა - არჩევითი- დემოკრატიულ-სამართლებრივი და არა რუსულ-აზიური- ავტორიტარულ-კრიმინალურ -კლანური მმართველობის სისტემა და მით შეუქცევადი რეგრესირების პროცესი ...რისთვისაც კრემლმა 2012 წელს მოიყვანა ეს ფულის დაფეთებული-უღირსი ივანაშვილები- საქრთველოს ხელისუფლებაში ...და ვართ არსებულ უპერსპექტივო დღეში...მაგრამ ასე დიდხანს ვ ე რ გაგრძელდება, ამ რუსულ ჭაობში ქართველობა დიდხანს ვ ე რ გაძლებს!
გლახუნა
რა შუაშია ბოღმა,რაა?! რა ბოღმა რის...აზროვნება, გონება არა გაქვთ?!...,,ქართველნო,,- მთლად დ ე გ რ ა დ ი რ დ ი თ?! -მტერია,მტერი-რუსეთი... აფხაზეთი,სამაჩაბლო - სისხლი ,მტრობა, ტკივილი, მეგობრების საფლავები ოკუპირებული ტერ-ბი... სადა ხართ და სად იყავით?!საქართველოს დ ა შ ლ ა არის მისი ე რ თ ა დ ე რ თ ი მიზანი და ასრულებენ .. თუ ფულის კეთება გირჩევნიათ მანდ ურუსეთში და... თან ის რუსეთი-ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით...8 3 - ე ადგილზეა და სრული უპერსპექტივობით...წაიყვანეთ ბავშვები ურუსეთში ფეხბურთშიც, რაგბშიც,მიდიიით...გათელეთ ეროვნული -სახელმწიფო ღიერსება... აბა ვის სულიერ წინაპარზე წუხდა ილია ,,მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალნი შინ ძლიერნი ...,, -როგორ დემაგოგობთ - სხვადასხვაა არის პოლიტიკა -სპორტი ?! ასე უნდა ილაპარაკოთ და ამ დროს იგივე ურუსეთისათვის... გავლენის სფეროების დადგენის ერთ-ერთ საშუალებად ქცეული...ანუ გ ა დ ა ჯ ა ვ შ ნ უ ლ ი ა მტკიცედ პოლიტიკა და სპორტი ...იმ თქვენს რუსეთიც ნიჭიერი ფეხბურთელები -ევროპაში გარბიან თუ შანსი მიეცემათ და ამ დროს ...- მოკლედ- თუ დროზე ა რ მოშორდება -რუსეთს სამწუხაროდ თავად ნახავთ როგორ გააფუჭებენ...შეიძლება საერთოდ დ ა ი კ ა რ გ ო ს ...
ჯჰგ
მოგვაშორეთ ეს რუსეთი და რუსეთთან დაკავშირებული ყველაფერი...თავის რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებიანად
კ ო მ ბ ლ ე
მე თუ მკითხავთ, ძუნძულში კაცი ვერ გვჯობია გალაქტიკაში, ძუნძულში და .... სხვა არაფერში ვარგივართ და....ძუნძული ცოტაა ტოო???
koka
შეიძლება უშუალოდ ამ სტატიასთან კავშირში არაა, მაგრამ ძალიან მიკვირს ხოლმე, როცა სპორტში ქართველების წარმატებაზე მესმის და აი რატომ: ყველა განვითარებულ ქვეყანაში სპორტი არის პირველ ადგილზე ახალგაზრდისათვის, სპორტულ წრეებს რომ თავი დავანებოთ, თვითონ სკოლებში რა დონეზე ავარჯიშებენ! ყველა ვარჯიშობს, ყველა, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა! ახლა მიმოიხედეთ, ქართველი ბავშვების რამდენი პროცენტია დაკავებული სპორტით, ისიც მხოლოდ მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებიდან, სპორტული წრეების ფულის გადახდა რომ შეძლონ, თორე უფულოდ აღარაფერი კეთდებე ამ ქვეყანაში
გლახუნა
ფაქტი რუსეთი ,,ს ა ჭ ვ ო დ,, ყიდულობს ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, რომლისგანაც ა რ ც ე რ თ ი საშუალო დონეს ა რ გაცდა ...და მხოლოდ დეგრადირდნენ ისე, რომ მერე საშუალო ევროპულ დონესაც ვეღარ ქაჩავენ ... ასე რომ აჯობებს ურუსეთს მოვშორდეთ!
გლახუნა-ს
რუსეთის საფეხბურთო ლიგა ერთ-ერთი ძლიერი ლიგაა როგორც ფინანსურად ასევე სხვა ასპექტით,წარმატებები მინდა უსურვო ქუთათელაძეს,რაც შეეხება ბოღმით სავსე კომენტარ მაინტერესებს ნაციონალობა არ გიტყდება,მიშისტობა და ბოკეტიას ძახილზე სირბილი,ყველაზე მეტად ეს არის დადაგმობი
ზურა
გლახუნას! ამ რუსეთს, რომ გადაეკიდე ფაროსანივით, რა ნაკლები ცუდი გაგვიკეთა თურქეთმა ან ეხლა აზერებმა? ცოტა იმათკენაც გაიხედე რა? ეხლა ისინიც გააკრიტიკე ცოტა მაინც!

ანუ, აქ დაწერილი ზოგიერთი კომენტარის თანახმად, გარდა იმ ცოდვებისა (მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია) რაც ჩვენ "მეზობელს" ფაქტიურად აქვს საქართველოს წინაშე, ქართველი ფეხბურთელები, რომ უმეტესობა შემთხვევებში საშუალო ევროპულ დონესაც კი ვერ აკმაყოფილებენ (ქაჩავენ) ეგეც რუსეთის ბრალი ყოფილა?! ასეთ ზღაპრებს სანამ მოვუსმენთ, სიმართლისთვის თვალის გასწორებას სანამ არ ვისწავლით და ყველა თავის საქმეს არ მიხედავს პატიოსნად მანამდე არაფერი გვეშველება სამწუხაროდ........
გლახუნა
არსად დაგეკარგოთ ურუსეთი, არსათ...თავისი ავადმყოფი დღესაც შუა საუკუნეების მენტალიტეტით,თავისი ,,ეკონომიკით,, ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით (ადგილი-83-ე),თავისი ,,განათლების ხარისხით,, ... ,,ფეხბურთის დონით,, ... სრულად ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი - გოგას მოსაზრებას და ეს-ასე არსებობს 90-ანი წლებიდანვე. აბა რაა, ლუბიანკაზე არ სხედან კრემლის გენერლები და არ მუშაობენ ქართული სახელმწიფოს დაუსუსურება, დაკნინება, გაღატაკება, დაშლისათვის... თუნდაც სპორტის დაკნინებისათვის რომ ურუსეთი უკეთესი მოგვეჩვენოს ყველაფერში და წამოგვაძახონ- ჩვენს გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ-ო და...თავს ნუ იბრიყვებთ და ნუ დემაგოგობთ აქ რ უ ს უ ლ ა დ ...-ბოლო-ბოლო ასე არ შეიძლება, რომ სამუდამოდ მოვშორდეთ ამ 250 წლოვან ცბიერ, ღვრაძლიან და სიძულვილით სავსე მტერს?!... 21-ე საუკუნეშიც ქართველთა ეთნოწმენდების განმახორციელებელს, 25 %-ტი ტერ-ბის მიმტაცებელს,დღესაც საქართველოს დაშლაზე რომ მიისწრაფიან?!...და თუ არ -ვერ მოვშორდებით , ვერასოდეს განვითარდებით-განვავითარებთ სახელმწიფოს რუსეთზე უკეთესად და დავრჩებით ასე რუსულ ჭაობში!- ფაქტი- მოვშორდით რაგბით, გვაქვს მხარდაჭერა საფრანგეთიდან და გვაქვს დონეც - სახელმწიფოც გაცილებით წარმატებული გვექნება, მით ძლიერი ეკონომიკა-სოციალური მდგომარეობით ...სწორად იმ ურუსეთს თუ მოვიშორებთ და პროგრესულ დასავლეთთან ვითანამშრომლებთ!
kaxa
მარტო გუნდში ვარჯიში არ შველის ევროპაში, გუნდში ვარჯიშის შემდეგაც უნდა ივარჯიშოს. 6 წლის ბავშვებს 2 სატიანი ვაჯიში აქვთ ევროპაში, 45 წუთი ფიზიკური ვარჯიში 15 წუთი ბურტან შეხება. პლიუს ამას ცალკე ავრჯიშებენ მშობლები თავის ბავშვებს. გინახიათ ჯერ ევროპასში ამდენი ქართველი ცხოვრობს და ერთი ქართველი ბავშვი ევროპის საფეხბურტო სკოლებში გაზდილა საქართველოს მთავარ ნაკრებს რომ გამოდგომოდა. საქარტველოდან ევროპასში ჩამოსულ ბავშვს არ ვგულისხმობ. სისტემა არი შესაცვლელი საქარტველოში, ბავშვებს ტავიდანვე უნდა მიაჩვიო ფიზიკური ვარჯიში, იკნებ ტექნიკურ ფეხბურტელს საშუალო ფეხბურტელი ჯობია ფიზიკურად კარგად მომზადებული. იქნებ კარგ ტეხნიკურ ფეხბურთელს ბრდზოლის ეშინია, საშუალოს არ ეშინია.
Gio
რუსეთი რომ არ არსებობდეს, ვიღას დააბრალებდით ქართველი ფეხბურთელების წარუმატებლობას, ყაზახებს?)))
maxo
ეეხ ჩემო მახო არ უყვართ სიმართლის მთქმელები და იმიტომ მხოლოდ აბდა უბდა რამე თქვი და უცებ გამოაჭენებენ.
Ucnobi
Yvelas fulis shovna ro unda magashia saqme rusetis chempionatshi vin gaibrwyina da egreve evropashi wavida mitxarit araa rusetis chempionatis magali donis ara aq yvela fulis sashovnad midis
gio
რა გინდათ რატომ არ აქვეყნებთ ჩემ კომენტარს რატომ ბლოკავთ სიმართლის გამო
gio
გოგა გეთანხმები მასეა და მიზანი ისაა რომ ქართველი პეხბურთელი არ განვითარდეს ისე რომ რუს აჯობოს აი ამაშია საქმე ეს ოდიდგანვე ასე იყო გადახედეთ ისტორიას და ნახავთ ყველაპერს გეყოპათ ნუ დახამდებით მცირედს ცინ უპრო მეტი და მეტი გექნება პეხბურთი განვითარდა და დროა ესენიც განვითარდნენ საღი აზროვნებით
პაპა
კარლოს კაიზერი გაგიგიათ?
Vasili
ამ ბიჭზე რამდენი სტატიაც დაიწერა , ყველა წავიკითხე, მაგრამ არსად არ ესეწერა რანაირად მოახერხა ამ პატარა ბავშვმა დამოუკიდებლად პსჟ-ს სკოლაში მისვლა და დამკვიდრება./ იცით საერთოდ რამდენი ბიუროკრატიული პრობლემა არსებობს? კერძოდ საქართველოს მოქალაქეებზე? უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ გავლენიანი ოჯახი ეყოლება ან გავლენიანი სანათესაო და აი ამიტომ მოხვდა იქ, მაგრამ სამწუხაროდ ნიჭი აღარ ეყო ! და კიდევ რუსეთსისკენ თითის გაშვერისთვის მიზეზები არ გვაკლია, მაგრამ ის რომ ზიან და ჩვენ ნიჭიერ ბავშვს კარიერას უნგრევენ და ამით არიან დაინტერესებულები , აი ეს უკვე სასაცილოა, არ უნდა მოწიო ამდენი (ბიოი კლაავს)! ამ ბიჭს თუ სიზარმაცე და თავში ავარდნა არ აწუხებს , მაშინ ყველაფერი მის ხელშია, შეუძლია მიახწიოს ყველაფერს! რამდენი ბავშვია მოსკოვში რომელსაც სპარტაკის დუბლებში, რო არც კი მიასუნინებენ!!! თუ მოინდომებს ევროპაშიც წავა , სამუდამო კონტრაკტით კი არაა მანდ.
ემრე
რა სპარტაკის მთავარ გუნდში? თქვენ რუსეთის ჩემპიონატი 90 იანების დონე ხო არ გგონიათ? სპარტაკის დუბლებში აქვს ერთი თამაში ნათამაშები და ისიც ამხანაგური მგონი კაით რა მართლა
ემრე
მოკლედ ჩვენი თავის გარდა ყველას და ყველაფერს შეგვიძლია ქართველებმა დავაბრალოთ, რუსეთის ჩემპიონატის დონე ევროპაში ტოპ 5 ის მერე ყველაზე მაღალია, შესაბამისად ვერ აკმაყოფილებენ ქართველი ფეხბურთელები მაგ დონეს უკვე, ვაბრალოთ და ვიყოთ ეხლა ყველაფერი პუტინის აგენტებს. ოქრიაშვილი არ იყო ბელგიიდან რო გამოიქცა და ყველა ღამის კლუბში გაპობილ მთვრალს ან დაექსტაზებულს ხედავდნენ? თუ თარგამაძემ და ჭანტურიამ დაიკლეს რამე?
Kkk
კაი თუ ძმა ხარ მტერს და მოღალატეებს რა გამოულევს საქართველოს, მარა მე მაინც სიზარმაცეს და არასწორ აღზრდას ვაბრალი ყვალაფერს, ოფლის მოდენის გარეშე უნდათ ამ ბავშვებს(დიდებსაც) კაი ცხოვრება და ამის ბრალია ყველაფერი.
432
პსჟ დან როგორ უნდა წახვიდე კაი რა. ნეიმარი არ მიდის და მბაპე. ცუდი იყოო ქართველსაც მათ გვარძე ეთამაშა?
სოსო
გოგა 20 წლის წინანდელი სტატისტიკით,ფრანგი გოგონები,ქალწულობას,საშუალოდ 12 წლის ასაკში ემშვიდობებიან და ქუთათელაძე,ნამდვილად არ არის ისეთი შეუხედავი,რომ იქ მოჰკლებოდა და საფრანგეთიდან რუსეთში გაჰკიდებოდა გოგოების კალთას.რაც შეეხება მოღალატე აგენტებს,ვისაც სად აქვს კონტაქტები,იმ მიმართულებით მუშაობენ და ეს,გასაკვირი არ არის.ძველებმა უფრო რუსული იციან,იქაურ გარემოს,მენტალიტეტს,ხალხს იცნობენ.აქვთ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები,ერთმანეთის ნდობა.ჭანტურიაც იყო ბარსელონაში,მაგრამ იგორა,იგორა და ჯერ რუსეთში,იქიდან კი საქართველოში ჩამოგორდა და მგონი აქაც ვერ გაჩერდა.აქ საქმე აგენტშიც შეიძლება,მაგრამ უფრო ჩვენ მენტალიტეტშია.ევროპაში სხვანაირი ურთიერთობებია,ჩვენთან კი,სხვანაირი.იქ ადამიანები,ბავშვობიდანვე დამოუკიდებელ ადამიანებად იზრდებიან,ჩვენთან კი,30 წლის კაცს,მშობლები ისევ ბავშვს ეძახიან და ზედ დაჰკანკალებენ.ალბათ ამიტომაცაა,რომ ევროპელი ფეხბურთელი ფიქრობს,რომ ყველაფერი მის ხელთაა,კარგიც და ცუდიც.ქართველი კი,პირველ თუ არა მეორე დაბრკოლებაზე,უკვე იწყებს ბედის და ყველა გარშემო მყოფის დადანაშაულებას.ყველასი,გარდა საკუთარი თავისა.ნიკას საკმაოდ დიდი დრო აქვს გატარებული ევროპასი და იმედი მაქვს,შეძლებს მოლოდინების გამართლებას.ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული,თუმცა დრო უკვე გადის და სპარტაკის მეორე გუნდი,პსჟ-ს შემდეგ,ნამდვილად ვერ ჩაითვლება კარიერულ წინსვლად.ამ ასაკშიც კი.
გოგა
მე გეტყვი ადმინ რა ხდება სწორედ ეს ამისულაშვილი იაშვილი და ეგენი რო ახსენე კონკრეტულად ამათზე ხელის დადება არ შეიძლება მაგრამ ვიღაც ქართველი მოღალატე ქართული ფეხბურთის მტერი არსებობს რომელსაც კავშირები აქვს რუსულ ფეხბურთის ფედერაციასთან და სანაცვლოდ დიდ თანხებსაც გამორჩება ხოლმე, სწორედ მათი მიზანია რომ მოღალატეობრივი აგენტურით გააბრიყვონ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები პირდებიან ხელფასს კარგ გარემოს რუს გოგოებს და ესენიც უარს ვეღარ ეუბნებიან, ეჭვი მაქვს ჩაკვეტაძემ ამ ყველაფერზე უარი კატეგორიულად თქვა თორე რომელ რუსულ კლუბს არ უნდოდა და უნდა დღემდე მისი შეძენა, კვირკველია ანანიძე ჭანტურია ოქრიაშვილი არაბიძე თარგამაძე და კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა სწორედ ამ მოღალატე ჯაშუშმა აგენტებმა და სკაუტებმა გაწირეს რომლებიც სამწუხაროდ ქართველები არიან, ეს სიტყვები დღეს სასაცილოდ შეიძლება გეჩვენოთ მაგრამ დიდი იმედი მაქვს ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეთა სახელები უფრო მეტად გამოვა სააშკარაოზე, თქვენ რა გგონიათ ისინი აქტიური სპორტიდან რომ მიდიან ფულს სხვანაირად როგორ შოულობენ სწორედ ეგ რჩება მათ მთავარ შემოსავლის წყაროდ, მოღალატე და მტერი დამსმენი ყოველთვის ყავდა ქართველ ერს და ალბათ ყოველთვის ეყოლება მაგრამ სამწუხაროა რომ ასეთები სწორედ ჩვენი თანამემამულეები აღმოჩნებიან ხოლმე
aleko
ტიპიური ქართული პიჟონიზმი ამისგან ისე გამოვა ფეხბურთელი როგორც არაბიძისგან. რონალდოს ნაირი ტატუები არ დაავიცყდეს გაიკეთოს
Kkk
სპარტაკის მთავარ გუნდში მაინც იყოს კიდე არა უშავდა, ტფუ.
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"ეს სიმართლეა, ზაბარნიმ პსჟ-ს ხელმძღვანელებს საფონოვზე პირობა წაუყენა" - უკრაინელის ყოფილმა თანაგუნდელმა ინფორმაცია დაადასტურა
ქუთათელაძე მამარდაშვილს ნიჟნი-ნოვგოროდულ გუნდში უხმობს
ქუთათელაძე კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს - რა შეთანხმება დადო ქართულმა გუნდმა რუსულ "პარი ნნ"-თან
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი სინჯებზე კიევის "დინამოში" მიიწვიეს
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
დონარუმამ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
[PHOTO] დააღწევს თავს გაჭირვებას - უცნობმა ადამიანმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა
მიქაუტაძის მეათე გოლი ლიგა 2-ში - "მეცი" ფრეს დასჯერდა, ზურიკოს "ბორდო" დამარცხდა [VIDEO]
დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ქუთათელაძეს საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს