26 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ორი პირველი მატჩი გაიმართა - "რეალი" "ეტიჰადზე" დამარცხებული მიემგზავრება, "ლიონი" კი "ალიანც სტადიუმზე" - გამარჯვებული.
"სიტიმ" მადრიდში ფორა მოიპოვა
26.02.20. რეალი-მანჩესტერ სიტი 1:2
"ლეგანესთან" პრიმერაზე დამარცხებულმა "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მომავალი ორი გათამაშებიდან მოკვეთილ "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
"ქალაქელთა" მენეჯერმა გვარდიოლამ სასტარტოში აგუერო და სტერლინგი არ დააყენა, რაც ტაქტიკური მოსაზრებით ახსნა და როგორც საბოლოოდ გამოჩნდა, მისმა გათვლამ გაამართლა.
პირველი ტაიმი პოზიციურ ბრძოლაში წარიმართა, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა. ანგარიშის გახსნის შანსი გაბრიელ ჟეზუსმა ვერ გამოიყენა, რომელსაც გოლის გატანა კურტუამ არ დაანება. შემდეგ ბენზემას თავური ედერსონმა მოიგერია, დამატებაზე კი ვინისიუსმა დაახანა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჟეზუსის დარტყმული ბურთი სერხიო რამოსმა მოგერიებისას საკუთარი კარისკენ შეატრიალა, მაგრამ "ბლანკოსი" ვარანმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - ისკომ ვინისიუსის პასით. 78-ე წუთზე ჟეზუსმა მეორე სართულზე დუელი სერხიო რამოსს მოუგო და საპასუხო გოლი გაიტანა. ცოტა ხანში შეცვლაზე შესული სტერლინგი კარვახალმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი დე ბრუინმა ზუსტად შეასრულა.
86-ე წუთზე სერხიო რამოსმა ზედ საჯარიმოს წინ ბოლო იმედის ჯარიმით ჟეზუსი შეაჩერა და მსაჯმა გააძევა. მან ტურნირზე მეოთხედ მიიღო წითელი ბარათი და იბრაჰიმოვიჩთან და დავიდსთან ერთად ანტირეკორდსმენია. რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე 124-ე მატჩი ჩაატარა (ყველა ძირითად შემდგენლობაში) და ბუფონის რეკორდი დაამხო.
გვარდიოლა პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "რეალს" მადრიდში ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად სძლია და ამას გარდა, XXI საუკუნეში მისმა გუნდებმა "ბლანკოსი" 10-ჯერ დაამარცხეს, რაც რეკორდია. მისმა დამოძღვრილმა გუნდებმა პლეი-ოფის მატჩებში 28 გამარჯვება იზეიმეს - ესეც რეკორდია.
ისკომ ტურნირზე 2018 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი. მაშინ "რომას" ჯგუფურ ეტაპზე მოგებულ მატჩში (3:0) გაუტანა, ხოლო პლეი-ოფში უკანასკნელად 2017 წლის მაისში "ატლეტიკოს" კარი დალაშქრა.
ბენზემამ, რომელსაც კონტრაქტი ერთი წლით გაუგრძელეს, ტურნირზე "რეალის" შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე 52 გოლია.
პირველ ტაიმში დაშავდა "სიტის" მცველი ლაპორტი, რომელსაც ადრე მენისკის ტრავმის გამო 5 თვე გაუცდა.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 75 615 მაყურებელი
რეალი - მანჩესტერ სიტი 1:2
გოლები: 1:0 ისკო (60), 1:1 გაბრიელ ჟეზუსი (78), 1:2 დე ბრუინი (83, პენ)
გაძევება: სერხიო რამოსი (86)
"ლიონმა" ფავორიტთან მოულოდნელად იმარჯვა
26.02.20. ლიონი-იუვენტუსი 1:0
ამ წყვილში აშკარა ფავორიტად "იუვე" მიიჩნეოდა, მაგრამ ფრანგულმა გუნდმა ყოჩაღად შეუტია. ჯერ ტოკო-ეკამბიმ ხარიხას გაარტყა ბურთი, ხოლო შემდეგ ტუსარმა შესნის კარი დალაშქრა. ტურინულ გუნდს პირველ ტაიმში მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს.
მეორე ტაიმში რუდი გარსიას გუნდი უკვე ფრთხილად თამაშობდა, ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა, რასაც მიაღწია კიდეც.
პირველ ტაიმში თანაგუნდელ ალექს სანდროსთან შეჯახებისას თავიდან სისხლი წამოუვიდა "იუვეს" მცველ დე ლიხტს, მაგრამ მაინც ბოლომდე ითამაშა.
რონალდომ წელს პირველად დატოვა მოედანი უგოლოდ - აქამდე 9 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
ლიონი. "გრუპამა". 57 335 მაყურებელი
ლიონი - იუვენტუსი 1:0
გოლი: ტუსარი (31)
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრები 18 მარტს გაიმართება.
barsa mesi
ბარსას და მესის ჩემპიონთა ლიგის მოგება ახსივთ საერთოდ,დღემდე გასაწმენდები დადიან ლივერპულთან ჩასვრის შემდეგ,რონალდოს ბევრჯერ აქვს ლიგა მოგებული და იქ დაფიქსირებული შედეგებს კეკლუცუნა მესი ვერასდროს მიაღწევს
ბექა
ყოჩაღ მაგარი კომენტარია. მართალი ხარ რასაც მესის მისამართით კადრულობენ არ ვიცი რა ძმაო, როგორც არ უნდა გძულდეს მესი, მაგაზე როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა და სთქვა ფეხბურთის არაფერი გაეგებაო? მართლა უკვე ამლაშებთ ზოგიერთები, თანაც მაგრად.
a.a.
პენალი არ დანიშნულა და რანაირად გაიტანდა გოლს პენო?
barsa mesi
აბა ბარსაზე აცრილებო და აჭრილებო! ბარსაზე, რომ იცით ერთხმად აყაყანება და მერე მესის ლანძღვაზე, რომ გადადიხართ ყოვლად გაუმართლებლად, რაღაც არ ისმის თქვენი ყაყანი რეალის და იუვეს მარცხზე. რა ვქნათ ეხლა დავიწყოთ ბარსას მომხრეებმა თქვენნაირად ლამძღვა გინება ორივე გუნდის მიმართ და განსაკუთრებით როლანდოს მისამართით, რომ თურმე ბურთის დარტყმა არ იცის, თამაშის არ გაეგება და ესეთი სისულეელები. ერთი გაიგეთ და შეიგნეთ, რომ ბურთი მრგვალია და არავინ იცის ვის როგორ წაუვა თამაში.
ჟეზუსი ისე მოცელილი დაეცა მხარზე ხელის დადებაზე თითქის ცელი გამოუსვეს, მხარზე უკან მოქაჩვაზე სამი მეტრით წინ გაფრინდა - ყველანაირი ფიზიკის კანონები თავდაყირა დგება ამ ეპიზოდით. პირველ გოლზე: ახტომისას ხელის ოდნავ კვრა (თუნდაც ხელით ოდნავ შეჩერება) უკვე აფერხებს მოწინააღმდეგეს და ეს ორი ეპიზოდი ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის. მოკლედ მსაჯი უცნაურად გაისარჯა ჩემი აზრით ორივე ეპიზოდში და ისე კი რეალი მხოლოდ 20 წუთი იყო რეალი, ვალვერდეს გარდა მთელი გუნდი შესაცვლელია.
ლიონელი ევგრაფი
იუვენტუსისგან მას არ ველოდი, 90 წუთში ერთხელ ვერ დაარტყა კარში
არჩიბალდ
ავტორ ლიონი იუვეს თამაშზე რა ვრცელი და ყოვლისმომცველი კომენტარები დაგიწერია. ის მაინც დაგეწერა მსაჯს პენალტის არ დადებაზე ქონია გამაზული ტოტალიზატორში და ამის გამო არ დაუდო დიბალას პენალტი
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ლუკა ტუსარი: "ლიონმა" სულ ისე უნდა ითამაშოს, როგორც "იუვენტუსთან"
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა