ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ბორჯღალოსნები" პარიზში პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება

"ბორჯღალოსნები" პარიზში პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება

ოთხწლიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტრადიციულ მეტოქეს, პორტუგალიას ეთამაშება.

"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში 2 მარტიდან შეიკრიბა და წლის მეოთხე მატჩისთვის "რასინგ 92"-ის ბაზაზე ემზადება.

შეხვედრა 7 მარტს, მასპინძელთა თხოვნით, პარიზში, "სტად ფრანსეს" ხელოვნურსაფარიან არენა "სტად ჟან ბუენზე" საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება. პარიზსა და მის შემოგარენში პორტუგალიელთა დიდი სათვისტომო ცხოვრობს და ვარაუდობენ, რომ ისინი 20-ათასიან სტადიონს სანახევროდ მაინც შეავსებენ.

ისტორია

პორტუგალიაში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, ნაკრებმა კი პირველი შეხვედრა 1935 წელს გამართა და მეზობელ ესპანეთთან ლისაბონში 5:6 დამარცხდა.

პორტუგალიის ნაკრები ერთადერთია რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და მისი წინამორბედი ერთა თასის ისტორიაში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის დავაში ჩაერია და 2003/04 წლების სეზონში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

2007 წელს პორტუგალიის ნაკრები პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გავიდა მსოფლიო თასზე. მანამდე, ევროპის პლეი-ოფში, პორტუგალია ორი მატჩის ჯამში საქართველოსთან დამარცხდა (17:3 თბილისში, 11:11 ლისაბონში) და "ბორჯღალოსნები" მეორედ გავიდა მსოფლიო თასზე. პორტუგალია რეპეშაჟში ჩაერთო და მანაც მოიპოვა საფრანგეთის საგზური.

იმ მსოფლიო თასზე პორტუგალიამ არსებობის ისტორიაში სარეკორდო სხვაობით მარცხი ახალი ზელანდიისგან იწვნია – 13:108. თავად პორტუგალიამ სარეკორდო გამარჯვება 2019 წელს ჩეხეთთან დააფიქსირა – 93:0.

პორტუგალიის ნაკრები 2016 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა და ზედიზედ სამი წელი "ალაფის" გამარჯვებული ხდებოდა, თუმცა შარშანდლამდე გადათამაშებებს აგებდა. 2019 წლის 15 ივნისს მან გერმანიას 37:32 მოუგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნდა.

ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა 48 550-ს აღემატება.

ურთიერთშეხვედრები

"ბორჯღალოსნებისა" და "ლობოშის" (პორტუგალიის ნაკრების მეტსახელი) გზები პირველად 1997 წელს, ფირას თასზე გადაიკვეთა და ლისაბონში მასპინძლებმა 21:17 მოიგეს.

2000 წლიდან ორივე გუნდი ერთა თასზე ჩაერთო და 2017 წლამდე ერთმანეთთან რეგულარულად თამაშობდა. პირველი სამი მატჩი, ორჯერ სტუმრად და ერთხელ თბილისში, "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო სამი თამაში პორტუგალიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა 2005 წლის შემდეგ "ლობუშთან" შეხვედრა აღარ წაგვიგია.

2006 (სტუმრად 11:11) და 2009 (თბილისში 20:20) წლებში მეტოქეს ორჯერ დავუზავდით, მას შემდეგ კი ზედიზედ 7 მოგება გვაქვს. სულ ამ გუნდებს შორის გამართული 20 მატჩიდან 14 "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, ორჯერ ფრე დაფიქსირდა, ოთხ შემთხვევაში კი მეტოქემ იმარჯვა. ლელოების საერთო რაოდენობა 55/16-ზეა, ქულების კი - 469:268-ზე.

მეტოქეს ყველაზე დიდი სხვაობით 2006 წელს "ეროვნულზე" მოვუგეთ – 40:0. 2008 წელს, "მიხეილ მესხზე" სხვაობა 28 ქულა იყო (31:3). გასვლით შეხვედრაში სარეკორდო, 26 ქულის სხვაობით მეტოქეს 2016 წელს ლისაბონში მოვუგეთ – 29:3. მანამდე ორჯერ დაფიქსირდა 25-ქულიანი სხვაობა – 2012 წელს "ავჭალაზე" 32:7 და 2014 წელს ლისაბონში 34:9.

წარმატებული დაბრუნება

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაბრუნებული პორტუგალიის ნაკრები კარგ თამაშს აჩვენებს და შეეძლო სამივე მოეგო, მაგრამ 22 თებერვალს, კალინინგრადში რუსეთთან გამართულ შეხვედრებში იოლი დარტყმები ვერ გაიტანა და 18:19 დამარცხდა. მანამდე "ლობუშს" პირველ ტურში ბელგია 23:17, ხოლო მეორეში რუმინეთი 22:11 ჰყავდა დამარცხებული. სამი მატჩის შემდეგ პორტუგალიას 9 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და 5-ით ჩამორჩება ლიდერ საქართველოს.

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ფიქრობს, რომ 7 მარტს მეტოქე პრობლემებს ნაკლებად შეუქმნის:

"წლების წინანდელ პორტუგალიის ნაკრებსა და ამ გუნდს შორის დიდი სხვაობაა. მათ რამდენიმე წელი გაატარეს დაბალ დივიზიონში, ეს კი ნებისმიერი ნაკრებისთვის პრობლემა იქნებოდა. თუმცა განვლილ სამ მატჩში პორტუგალიამ კარგი თამაში აჩვენა და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. ჩვენ ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით, გვქონდა ვიდეოანალიზი და გარჩევები.

ამ ტურნირზე ჩვენი მიზანია ყოველი მომდევნო თამაში წინანდელზე უკეთესი იყოს. მნიშვნელოვანია, როგორ ვმართავთ ჩვენს თამაშს და არა ის, რას შემოგვთავაზებს მეტოქე. მთავარია, არ დაირღვეს სათამაშო დისციპლინა და ვეცადოთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები".

გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8)

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი, 15)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• 1

გიგაშვილი?

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება

ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის