ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ჯგუფი ცნობილია - ჩრდილოეთი მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი. თუ რა დონის მეტოქეები გვყავს გუნდში, როგორი კალენდარი გვექნება და რის საშუალებას მოგვცემს ჯგუფში გამარჯვება, ამას სტატიაში იხილავთ.

სომხეთი - მეზობელი სახელმწიფოს ჯგუფში მოხვედრა განსაკუთრებული მოტივაციაა. ეს ურთიერთკონკურენციითაა განპირობებული. ამას ემატება ისიც, რომ ფინანსურად საკმაოდ იაფია სომხეთში გადაადგილება და ბევრი გულშემატკივარი შეძლებს ერევანში ნაკრების მხარდაჭერას.

ფიფას რეიტინგი - 102-ე ადგილი.

ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 34.65 მილიონი ევრო

გამორჩეული ფეხბურთელი - ჰენრიხ მხითარიანი ("რომა")

მთავარი მწვრთნელი - ამ დროისთვის ახლის ძიებაში არიან.

საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 8 ოქტომბერი. სომხეთი-საქართველო, 13 ნოემბერი. საქართველო-სომხეთი.

ჩრდილოეთი მაკედონია - დიდი შანსია იმისა, რომ მეტოქეს მარტის თვეშიც შევხვდეთ, რადგან მაკედონიელები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მონაწილეობენ. ამისთვის კი საქართველომ ბელარუსი უნდა დაამარცხოს და ჩრდილოეთ მაკედონიამ - კოსოვო.

ფიფას რეიტინგი - 68-ე ადგილი.

ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 57 მილიონი ევრო.

გამორჩეული ფეხბურთელი - ელიფ ელმასი ("ნაპოლი")

მთავარი მწვრთნელი - იგორ ანგელოვსკი (ჩრდილოეთი მაკედონია)

საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 8 სექტემბერი. საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია, 11 ოქტომბერი. ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო.

ესტონეთი - მეტოქესთან დაპირისპირების დიდი ისტორია გვაქვს, სულ 6-ჯერ დავუპირისპირდით. მათგან შინ 3-ჯერ დავამარცხეთ, გასვლაზე კი 2-ჯერ დავმარცხდით და ერთხელ ფრედ ვითამაშეთ.

ფიფას რეიტინგი - 104-ე ადგილი.

ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" - 9.5 მილიონი ევრო.

გამორჩეული ფეხბურთელი - რაგნარ კლავანი ("კალიარი")

მთავარი მწვრთნელი - კარელ ვოოლაიდი (ესტონეთი)

საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის თარიღები: 5 სექტემბერი. ესტონეთი-საქართველო, 16 ნოემბერი. საქართველო-ესტონეთი.

მსოფლიო ჩემპიონატი

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან 13 გუნდი ითამაშებს. მათგან 10 ნაკრები შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ მოხვდება (10 ჯგუფის პირველადგილოსნები), კიდევ 3 გუნდი პლეი-ოფიდან გავა მუნდიალზე.

ეს სამი საგზური კი ასე განაწილდება: 10 ჯგუფის მეორეადგილოსან ნაკრებებს დაემატება 2 საუკეთესო გუნდი ერთა ლიგიდან და "პლეი-ოფის" სისტემით ამ 12 გუნდიდან 3 საუკეთესო მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

ერთა ლიგაზე შეირჩევა ორი ის საუკეთესო გუნდი, რომლებიც შესარჩევ ეტაპზე საკუთარ ქვეჯგუფში ვერც 1-ელ და ვერც მე-2 ადგილებს ვერ დაიკავებს.

P.S. უეფას ამ ეტაპზე ზუსტად არ აქვს განმარტებული თუ რა პრინციპით შეირჩევა ორი გუნდი. ოფიციალურად ნათქვამია, რომ ეს იქნება ჯგუფების გამარჯვებული ორი საუკეთესო გუნდი. იმ შემთხვევაში თუ A და B დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულ მინიმუმ 7 ნაკრებს ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოპოვებული ან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევიდან მონაწილეობს პლეი ოფში, ამ შემთხვევაში C დივიზიონის საუკეთესო გუნდს შეიძლება მიეცეს შანსი პლეი ოფში თამაშისა. თუმცა ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

თემური
რა უაზრო სისტემა.რას ნიშნავს ორი გუნდი როცა 4გუნდი გეყოლება გამარჯვებული.ესეიგი რა გამოდის ა და ბ ჯგუფების მონაწილეები თუ ვერ გავიდნენ შესარჩევში 1-2 ადგილზე ერთა ლიგიდან გაუშვებენ დიდი ალბათობით და ც და დ დივიზიონის გუნდებს ეტყვიან ბოდიშით მაგრამ იტალიას ხომ ვერ დავტოვებთ.მაგარი უაზრობაა
გოგა
მადლობა პასუხისთვის
ირაკლი
რა დაწერონ რაც არ იციან. უეფას საიტზეც ასე გაურკვევლად წერია, ორი საუკეთესოო. საუკეთესო საიდან A ლიგიდან და მერე მიყოლებით ქვედა ლიგებისკენ? მე მგონია მხოლოდ A ლიგას ეხება ეს და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის კვოტა ბევრად ნაკლებია ვიდრე ევროპირველობაზე, თვითონ A ლიგაშიც საკმაო რაოდენობის გუნდები ჩარჩებიან ძირითად შესარჩევ ჯგუფებში ვისაც ეს დამატებითი შანსი დასჭირდებათ. ასე რომ პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში მაქსიმუმ B დივიზიონში ავინაცვლოთ.
გოგა

ბატონო გალაქტიონ გაგვარკვევთ??? თუ თქვენც არ იცით?

P.S. უეფას ამ ეტაპზე ზუსტად არ აქვს განმარტებული თუ რა პრინციპით შეირჩევა ორი გუნდი. ოფიციალურად ნათქვამია, რომ ეს იქნება ჯგუფების გამარჯვებული ორი საუკეთესო გუნდი. იმ შემთხვევაში თუ A და B დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულ მინიმუმ 7 ნაკრებს ექნება მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოპოვებული ან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევიდან მონაწილეობს პლეი ოფში, ამ შემთხვევაში C დივიზიონის საუკეთესო გუნდს შეიძლება მიეცეს შანსი პლეი ოფში თამაშისა. თუმცა ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

emigranti
ბოლო აბზაცმა დამაბნია. ორი საუკეთესო რომ შეირჩევა მერე რა? პრემიას მისცემენ? 13 უკვე შეივსო და ამათ რაღა? სპეციალურად აკეთებთ რომ დაგვაბნიოთ?
Roma
Veraferi ver gavige ras axlartes da daxlartes es yvelaperi? An monaxazi dadet ra rogor xdeba 80% gulshematkivrebis gartymashi ar vart axali wesebis abda ubdad ceria yvelgan
roma bejanidze
ორი საუკეთესო გუნდი როგორ გავიგოთ? თუ შეიძლება ზუსტად დაგვიწერეთ C ჯგუფიდან როგორი შანსი გვაქვს და რა ეტაპები უნდა გავიაროთ რომ 2 საუკეთესოში მოვხვდეთ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს