ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში C ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზური იტალიამ მოიპოვა.

ამ ჯგუფიდან ინგლისი პირველი ადგილით უკვე გასული იყო, რომელიც დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუზავდა (1:1), მეორე ადგილისთვის კი იტალია და უკრაინა იბრძოდნენ.

უკრაინამ იტალიას გერმანიაში უმასპინძლა, სადაც უამრავი გულშემატკივარი უჭერდა მხარს და მიზნის მისაღწევად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. რებროვის გუნდმა თავიდანვე შეუტია. სუდაკოვს გატანა დონარუმამ არ დაანება, რის შემდეგაც უპირატესობას „სკუადრა აძურა“ დაეუფლა და პირისპირ გასული ფრატეზის დარტყმული ბურთი ტრუბინმა მოიგერია. თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა, იტალია უტევდა, უკრაინა კონტრიერიშებით პასუხობდა და დიდებული შანსი მუდრიკმა ვერ გამოიყენა. თანდათან პირობითმა მასპინძლებმა ინიციატივა ხელთ იგდეს, კომპენსირებულ დროში მუდრიკი მეტოქესთან კონტაქტისას საჯარიმოში წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ფრე, 0:0. სპალეტის გაწვრთნილი იტალია ჯგუფიდან გავიდა, ხოლო უკრაინა - ჩარჩა.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“

უკრაინა - იტალია 0:0

სკოპიე. „პროესკი არენა“

ჩრდილოეთი მაკედონია - ინგლისი 1:1

გოლები: 1:0 ბარდი (41), 1:1 კინი (59)

გამოუყენებელი პენალტი: ბარდი (41)

ნაპოლეონი
შეიძლებოდა კიარა მილიარდიანი პენალტი იყო. . . არც შარშანწინ უელსთან ასიანი პენალი არ დაუდეს,არც ეხლა. . .ხოდა ძალიანაც კარგი. . ეგაც მაგათი ევროპა. . . რაც დამოუკიდებლები ვართ და ფეხბურთში თუ საერთოდ სპორტში ევროპელი მსაჯები გვჩაგრავენ საიუზის დროს არც დაგვესიზმრენოდა ეგეთი რამ
გიგი
40 მილიონი ცხოვრობს უკრაინაში, ნუ ომამდე ასე იყო. 10 ჯერ მეტი მოსახლეობა და რა გასაკვირია სელექციაც უკეთესია ვიდრე 3.7 მილიონიან საქართველოში
გიონატ
მიუხედავად იმისა რომ გავიდა, პირადად მე შემადგელობით ესეთი სუსტი იტალია არ მახსენდება, 1996 წლის ევროპის ჩეპიონატიდან აქტიურად უყურებ. გუშინაც მაგრად იწვალეს და ბოლო წუთზე პენალტიც შეიძლებოდა დაენიშნათ იტალიელთა კარში.
ირაკლი ქუთაისელი
დღევანდელ იტალიასაც არა ყავს მაიდამაინც ბაჯო-დელ პიეროები. საშუალოზე საშუალო ფეხბურთელები , მეტი არაფერი. მაგიტომ გამოტოვეს ორჯერ მსოფლიო
suxumchanin
ჩვენ ნეპოტიზმი კორუფცია ვერ ამოვიღეთ სულიდან.
საბა
ომში მყოფი ქვეყანაც კი ჩვენზე ღირსეულად გამოდის და ბოლო ტურამდე ინარჩუნებს ევროპაზე გასვლის შანსს!!!ჩვენ ესეთი რა გვჭირს, რომ არ დაგვადგა საშველი ამდენი წელი!!!
დათო
იტალიის, გერმანიის, ესპანეთის და ჰოლანდია თუ არ იქნა ჩემპიონატზე მუდრიკს ვუყუროთ!!????
ირაკლი
პენალტი არა იხვი!!!! კომენტატორებს ნუ აყვები. კარგად დააკვირდი გამეორებას
kesha
კი როგორ არა, ნახე გამეორება?რა პენალტი ყვითელი უნდა მიეცა ვაფშე მუდრიკისთვის ტიპმა მანამდე დაიწყო ვარდნა
kesha
კი და მერე მსოფლიო-ევროპის ჩემპიონები ხდებიან ჯიგრები.სკუადრა აძურაააააა
ქუთაისი
სლავა იტალია!
გენრი
მთელი ცხოვრება ეგრე გადიოდნემ ჯგუფიდან წვალებით მათხობრებივით და მერე ჯგუფიდან გასულები მსოფლიოს ჩემპიონები ხდებოდნენ
გიგა
ნეტა გავიდოდეთ და გინდ მათხოვრული უწოდონ და გინდა მდიდრული
გიგა
ნეტა გავიდოდეთ და გინდ მათხოვრული უწოდონ და გინდა მდიდრული
დიმა
ნაღდი პენალტი აპატიეს იტალიას.
მამუკა
იტალიის ფანებს არ გეწყინოთ, მაგრამ ყოველთვის ასე მათხოვრულად უნდა გავიდეს იტალია ჯგუფიდან?
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
სპალეტის იტალიის ნაკრებში წარმატებული დებიუტი არ გამოუვიდა [VIDEO]
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა