ბრენდენ როჯერსის „სუონსი სიტი“ პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ 90 მილიონ ფუნტს მიიღებს
ბრენდენ როჯერსის „სუონსი სიტი“ პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ 90 მილიონ ფუნტს მიიღებს და ლეგენდარულ როკ-მუსიკოსთან, როდ სტიუარტთან ერთს ლაზათიანადაც მოულხენს. უელსის გუნდმა ზურაბ ხიზანიშვილის „რედინგს“ პლეი ოფში 4:2 მოუგო. ოთხიდან სამი გოლი სკოტ სინკლერმა გაიტანა.

გახარებულმა როჯერსმა თქვა: „თამაშის წინ როდმა მესიჯი მოგვწერა, თუ მოიგებთ, ჩემს კონცერტზე სცენაზე აგიყვანთო, ასე რომ ახლა დიდი ზეიმი გველის. სცენიდან ვნახავთ, როგორ მღერის როკის ლეგენდა უკვდავ სიმღერებს „მეგი მეისა“ და „სეილინგს“. როდზე ჭკუა მეკეტება. ერთი სული მაქვს როდის დადგება ეს დღე. ერთადერთი, იმედი მაქვს, არ მთხოვს, ამყევიო. ამ საქმეში უნუგეშო ვარ“.

„სუონსის“ დრო არ დაუკარგავს, პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 3:0-ს იგებდა. ზემოთ სინკლერი რომ ვახსენეთ, მან შესვენებამდე ორი შეაგდო - ერთი პენალტით. მესამე სტივენ დობიმ გაიტანა.

შესვენების შემდეგ „რედინგი“ გამოცოცხლდა და, თითქოს, გადარჩენის შანსიც მიეცა - ჯერ იყო და ჯო ელენმა თავის კარში შეაგდო, შემდეგ კი მეტიუ მილსმა თავურით სხვაობა ერთამდე შეამცირა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე სინკლერმა წერტილი დასვა.

22 წლის სინკლერმა, რომელიც 2005-2010 წლებში „ჩელსის“ ეკუთვნოდა, მაგრამ სხვადასხვა გუნდებში აქირავებდნენ, 2010 წლიდან კი „სუონსი სიტის“ მოთამაშე გახდა, თქვა:

„ახლა გამარჯვება უნდა დავაგემოვნოთ. ამწუთას ყველა ბედნიერია, დღეს ყველა დათვრება. ჩემი აზრით ამ წარმატების სულისჩამდგმელი ჩვენი მწვრთნელი იყო. მან საოცრად გააკეთა თავისი საქმე“.

რასაკვირველია, „სიტიმ“ წარმატება სუონსის ქუჩებში მსვლელობითაც აღნიშნა.

სალამი კარლოსს

კარლოს ტევესი არგენტინის ნაკრებს უბრუნდება. „მანჩესტერ სიტის“ 27 წლის თავდამსხმელი არგენტინელთა ეროვნული გუნდის თავკაც სერხიო ბაპტისტას შარშანდელი ნოემბრის შემდეგ აღარ გამოუძახია. მაშინ, ყატარში, არგენტინა ბრაზილიას უნდა შეხვედროდა. მეზობლები ასე შორს საჩვენებელ ამხანაგურ მატჩს მართავდნენ და ტევესმა მასში მონაწილეობა არ მიიღო, რამაც ბატისტა გააბრაზა.

„დღეს ჩვენს შორის ყველაფერი მოგვარებულია, - ამბობს ტევესი. - ჩვენ კაცურად, პირისპირ ვილაპარაკეთ და ვის რა პრეტენზია გვქონდა, გავარკვიეთ. ბატისტამ მითხრა, რომ ჩემთან პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, მე ყოველთვის სწორად ვიქცეოდი“.

როდესაც ტევესზე ვლაპარაკობთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ კვირას ის თავისი ყოფილი გუნდის, „ბოკა ხუნიორსის“ გულშემატკივრის წინაშე წარსდგა. „ლა ბომბონერაზე“ მას მეტად თბილად შეხვდნენ. მოგეხსენებათ, ისტლენდელთა ფორვარდს ნათქვამი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ბოკაში“ აუცილებლად დაბრუნდება. ამჯერად, ასეთ ტრანსფერზე ლაპარაკი ფინანსურ საკითხთა გამო შეუძლებელია.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა