გაზეთი „ბილდი“ ირწმუნება, რომ დიდი შანსია, ბრემენის „ვერდერის“ მეკარე ტიმ ვიზე „ვოლფსბურგში“ გადავიდეს
ჯერჯერობით ეს დაუდასტურებელი სპეკულაციაა, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგები, კერძოდ კი გაზეთი „ბილდი“ ირწმუნება, რომ დიდი შანსია, ბრემენის „ვერდერის“ მეკარე ტიმ ვიზე „ვოლფსბურგში“ გადავიდეს. ეს ჭორი რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, მაგრამ მაშინ არ მივიჩნიეთ საჭიროდ, რომ დაგვეწერა, რადგან ვიზეს „ვოლფსბურგში“ გადასვლის არანაირი არგუმენტი არ არსებობდა. ახლა კი ვითარება შეიცვალა: საქმე იმაშია, რომ „ვოლფსბურგის“ შვეიცარიელ მეკარეს, დიეგო ბენალიოს ინგლისური კლუბები ეპატიჟებიან.

ბენალიოს რთული სეზონი ჰქონდა - „მგლები“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ძლივს გადაურჩნენ და როგორც ჩანს, 27 წლის შვეიცარიელ კიპერს ვოლფსბურგში დარჩენა აღარ სურს. „ვოლფსბურგერ ალგემაინე ცაითუნგის“ ცნობით, ბენალიოს რამდენიმე ინგლისური კლუბი ეპატიჟება, ყველაზე მეტად კი ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელები აქტიურობენ. „ბილდი“ კი ირწმუნება, რომ ბენალიოს წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რასაც მაშინვე ვიზეს ტრანსფერი მოჰყვება.

ტიმს ჯერ არ უთქვამს, აუცილებლად ბრემენში ვრჩებიო, რაც იმის მაუწყებელია, რომ საინტერესო ვარიანტის შემთხვევაში წამსვლელია. „ვოლფსბურგს“ კი, მისთვის „ვერდერზე“ გაცილებით უკეთესი ფინანსური წინადადებით მიმართვა შეუძლია. რაც შეეხება სპორტულ მხარეს - ამ მხრივ ბრემენული კლუბი „ვოლფსბურგს“ უკვე საკმაოდ დიდი ხანია არაფრით ჩამოუვარდება.

„ტიმ ვიზე ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ სანამ დიეგო ბენალიო გვყავს, მის ყიდვაზე არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ,“ - ეს „ვოლფსბურგის“ მწვრთნელ ფელიქს მაგათის სიტყვებია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მაგათი ვიზეს შეძენაზე მხოლოდ მაშინ დაიწყებს ზრუნავს, თუ ბენალიო წავა. ამ უკანასკნელს კი ნათქვამი აქვს, რომ „ვოლფსბურგში“ თამაში სიამოვნებას აღარ ანიჭებს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა