26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს. კორონავირუსის გამო პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

Sportall.ge უახლესი ინფორმაციის მისაღებად სფფ-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და დამატებით დეტალებზე საუბარი რამდენიმე დღეში უფრო შესაძლებელი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო ძიუდოს გრან პრი თბილისში აღარ გაიმართება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ერთა ლიგის მატჩისთვის. 26 მარტს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა...

ozeki
იტალიაში, ესპანეთში მაყურებლის გარეშე ტარდება თამაშები და თქვენ რა წითელი კოჭები ხართ?!
გიორგი
ალბათ სწორი გადაწყვეტილება იქნება უმაყურებლოდ თამაში, მთავარი რა თქმა უნდა ერთი სტადიონი ადამიანი და მერე მათი ოჯახები საფრთხის ქვეშ არ იქნება, შემდეგ კი ჩვენ ხომ ქომაგობა არ ვიცით და მაგრად გვიჭირს, ქომაგობა გამოგვდის მხოლოდ მაშინ როდესაც თავიდანვე დავწინაურდებით, ღმერთმა დაგვიფაროს და მეტოქე თუ დაწინაურდა თამაშის დასაწყისში მერე მთელი თამაში მხარდაჭერის ნაცვლად გინება ისმის და ბიჭებს დიდი წნეხის ქვეშ უწევთ ყოფნა, ხოდა იქნებ ცარიელი ტრიბუნების ქვეშ უფრო თამამად, წნეხის გარეშე და კონცენტრირებულად იბურთაონ. როგორც არ უნდა იყოს, სტადიონზე თუ ტელევიზიით, მაგრად გქომაგობთ და გამარჯვებებს ველით, წარმატებები საქართველო!!!
ემზარ დუისბურგი
ხალხო წმინდა სპორტული გაგებით ,რა მანდრაჟში ხართ? ე.ი. უმაყურებლოდ გეშინიათ და საერთოდ რად გვინდა მაშინ ფეხბურთი ,ასეთი მშიშარები თუ ვართ ? რა ბიჭები არ ვართ? ყიფიანის დროს დინამო მინსკთან თამაშს მაშინდელი დინამო ტრენიროვკად იყენებდა და არც ახლა გვყავს ნაკლები ბიჭები იცოდეთ ! მთავარია ყველამ 90 პროცენტი მაინც დადოს მინიმუმ და ორივეს გადავუვლით ! ჩვენ ქართველებს შენგელიას მერე ნაღდი მეგოლე გვიჭირდა ყოველთვის თუ არა თამაშით არც არა ვისზე ნაკლები არ ვართ ,ოღონდ ეგაა 2-3 მომენტს რომ ვერ გამოიყენებ და მერე ეგრევე გოლს მიიღებ საკუთარ კარში ,ეს გვაგდებს მერე სულით .ამიტომ სული და გული ჩადეთ ამ თამაშში ! დიდი ნოდარა რომ იტყოდა 3:0 რომ მიგყავდეს ისე უნდა ითამაშო თითქოს 0:0 იაო, და მაშინ გამოგივა ყველაფერიო! ამიტომ ბრძოლა და თავდადება ! გაუმარჯოს ჩვენებს!
გივი
პატივცემულ კლიმენტის, ერთზე მეტი შეცდომა ვერ იპოვეთ მაგ ტექსტში? :))
ექიმი
მოკლედ თამაშზე მაყურებელი მივა თუ არა ვირუსი მაინც გავრცელდება ქვეყანაში ჩვენი შეუგნებლობის გამო. ასე რომ იქნებ არ დაგვტოვონ ამ შანსის გარეშე. მითუმეტეს არაფერს რომ ვერ შეცვლის ეს
zurabi
ღმერთო მიეცი გევედრები ქართველ ხალხს ამ სიხარულის შანსი და თუ მაინც უმაყურბლოდ აპირებს ვინმე ამ თამშის გამართვას მაგას ჯობია გადაიდოს მარა დარწმუნებული ვარ მარტის ბოლოს ცოტა შენელდება ეს ვირუსი რა ბედკრული ქვეყანა ვართ თუქეთში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
x.x
მაყურებლის გარეშე ფეხბურთს რა სილამაზე აქვს? და ეს ევროპის ჩემპიონატი ვისთვის ტარდება? თუ მაყურებლის გარეშე აპირებენ მაშინ სჯობს გადადონ! ერთია, რომ უეფა ძალიან პრინციპული ორგანიზაციაა.
barsa
საქართველო სულ გასაჭირშია და სულ პრობლემებია იმ დროიდან მარა ვერავინ ვერაფერი ვერ დაგვაკლო! კორონასაც დავამარცხებთ, ბელარუსსაც კოსოვო მაკედონიასაც და ევროპაზეც გავალთ!ამ ყველაფერში დარწმუნებული ვარ! გაუმარჯოს ქართველებს და საქართველოს!
გიორგი გორგაძე
პირბადით თუ მივიდა ხალხი როგორღა უნდა უქომაგონ? იმედია არც გადაიდება და მაყურებელიც შეძლებს მისვლას
გოგა
სავსე სტადიონს რა ჯობია 55 000 ადამიანი რო გულშემატკივრობს, მაგრამ თუ ასე მოხდა გამსვლელი მაინც გავა. გავსებულ დინამოზე ბევრი თამაში გვაქ წაგებული კოსოვოს დონის გუნდებთან. აი ბელარუსებთან კი არანაირად არ უნდა წავაგოთ.
nikushaa
თუ ძმახარ რა ახლა ხალხის გარეშე რო ჩატარდეს თამაში ეგ არის რაღაც ძალიან განწირული 31 მდე არგააუქმონ და ოღონდ გავიდეთ ევროპაზე მერე თუგინდა 2-3 წლის მერე ჩატარდეს ევროპა ოღონდაც რამოდენიმე საათით მაინც გავიხაროთ ჩვენც ქართველმა გულშემატკივარმა ეგ დოდი სიხარული და ბედნიერება ჯობია მაშინ გადადონ
თემური
უმაყურებლოდ ჩატარება არაფრით არ შეიძლება უმჯობესია გადადონ.ბელორუს რო გავცდეთ მაკედონიასთან ან კოსოვოსთან ძაან გაჭირდება უმაყურებლოდ. მაგრამ ჩვენთან სიტუაცია კონტროლ ქვეშაა
ბასკი
სწავლის აპრილის ბოლომდე გადადებაზეა საუბარი, ევროპის ჩემპმაც შეიძლება გადაიწიოს და 26 ში სამწუხაროდ ალბათ საერთოდ არ ჩატარდება.. უმაყურებლოდ ჩატარებას ისევ გადადება სჯობს! ელოდებოდნენ რო ტემპერატურის აწევასთან ერთად ვირუსიც მოკვდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა!
ჯიმა
ჩემი ძმა თუ ხარ, ისედაც დაღვრემილ ერს გვაქ შანსი გავიხაროთ და ნუ ჩაგვიშლით, ყველანი დინამოზეეეეე. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !!!!!!!!!!!
ანესთეზეოლოგი
ჯერჯერობით ისეთი სიტუაციაა, რომ უმაყურებლოდ ჩატარებაზე საუბარი ადრეა და სავარაუდოდ არც გვემუქრება. პრევენციის გადამჭრელი ზომები მუღებულია და როგორც სჩანს ამართლებს. იმედია ასე გაგრძელდება.
ჯონდო ჯონდო
ყოჩაღ მაგარი ქომაგი ხარ ფულს აუცილებლად დაგიბრუნებენ არ ინერვიულო
კლიმენტი გუგუნავა
სიტვაცია არა, სიტუაცია
Buxrika
სისულელეა ჯერჯერობით საქართველო რისკ ზონებში არ შედის ძალიან დაბალი მაააჩვენებელიაა .ასე რო ამ ეტაპზე არაფერი ემუქრება მატჩის ჩატარებას რათაუნდა მაყურებლებიით.იტალიაში და საფრანგეთში რო აკრძალეს იქ საერთოდ სხვა სიტვაციაააა.ასე რომ დამშვიდდით.არაფეტი ემუქრება თამაშის ჩატარებას
ჟონდო ღლონტი
მატჩი უნდა ჩატარდეს მაგრამ მაყურებლის გარეშე, გადადებას რა აზრი აქვს, როდისთვის უნდა გადადონ??? პ.ს. ჯანდაბას ჩემი 4 ბილეთი, იმედია ფულს დააბრუნებენ :დ
სოსო
ბელორუსიიდანაც ჩამოვლენ გულშემატკივრები და ეგ,დიდი პრობლემა იქნება.
Kkk
იმედია ღმერთი არ გაგვწირავს. ზოგადათ ვამბობ მარტო ფეხბურთს არ ვგულისხმობ.
სოხუმელი ვეტერანი
მე ვფიქრობ, თუ თვითონ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ უკეთესია მატჩი გადაიდოს და როდესაც ასე თუ ისე გადაწყდება რა იქნება და როგორ, იმის მიხედვით დაინიშნოს, მაგრამ თუ ევროპის ჩემპიონატის გადადების საკითხი არ დგას(და ამას დღეს ვერავინ განჭვრეტს), მაშინ ალბათ სჯობს თუნდაც უმაყურებლოდ მაგრამ ჩატარდეს!
სოხუმელი ვეტერანი
მე ვფიქრობ, თუ თვითონ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მაშინ უკეთესია მატჩი გადაიდოს და როდესაც ასე თუ ისე გადაწყდება რა იქნება და როგორ, იმის მიხედვით დაინიშნოს, მაგრამ თუ ევროპის ჩემპიონატის გადადების საკითხი არ დგას(და ამას დღეს ვერავინ განჭვრეტს), მაშინ ალბათ სჯობს თუნდაც უმაყურებლოდ მაგრამ ჩატარდეს!
A
თუ უეფამ რამე მოიგონა ჯობს გადადებაზე დავაყენოთ საკითხი ვიდრე უმაყურებლოდ თამაშზე, ეგ ბელარუსის წისქვილზე დაასხამს წყალს
ქომაგი
მაყურებელს მოვთხოვოთ პირბადით მივიდეს თამაშზე. შეიძლება პეტიციაც შევაგროვოთ და უეფას გავუგზავნოთ.მაგრამ ეს მაღალ სამოქალაქო კულტურას მოითხოვს.
giorgi
ღმერთის წყალობით ჯერ შიდა გადაცემა არაა ხოდა 30 ადამიანის გამო არმგონია ღირდეს უმაყურებლოდ ჩატარება. თვითონ არამბობთ ზედმეტი პანიკა არარისო საჩირო...
Ultranationalist
თვეებია ამ თამაშს ველოდები, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დავიმხობთ სტადიონს
gocha
Umayureblodac rom ikos mainc valdebulebi arian mougon belaruss.sheizleb uketesic ikos.wnexi naklebi iqneba.mayureblit tu umayureblod mainc ashkara favoritebi vart.aseti shansis gamoukenebloba daushvebelia,tundac umayureblod
mamuka09ze
კორონა კი არა, მეორედ მოსვლა რომ იყოს, მაინც წავალ სტადიონზე. ასეთი შანსი შეიძლება აღარც იყოს. ყველანი სტადიონზე!!!
გულშემატკივარი
დარწმუნებული ვარ ჩვეულ რეჟიმში იქნება ყველაფერი და მატჩს მაყურებელიც დაესწრება,არაა საქართველოში ამ კუთხით ისეთი სიტუაცია რომ თუნდაც განხილვის საგანი გახდეს ეს საკითხი.იმედია უეფა ახალ ველოსიპედს არ გამოიგონებს და ანშლაგით დავხდებით ბელორუსებს.
ბათუმის ფანი
ასეთი რა შევცოდეთ უფალო?
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს