იოსები მამასთან ერთად

ფოტო: facebook.com/akaki.lomadze.1

როგორც გამოცემა "გურია თუდეი" იუწყება, 7 წლის იოსებ ლომაძე გერმანულმა გრანდმა დორტმუნდის "ბორუსიამ" საკუთარ აკადემიაში მიიწვია.

სოფელ ჩიბათში მცხოვრები იოსების შესახებ ერთ-ერთმა ტელევიზიამ მოამზადა სიუჟეტი და მის შესახებ ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო.

"იოსები ნამდვილად გამორჩეული ნიჭით არის დაჯილდოებული, 7 წლისაა და უკვე გვაოცებს. მინდა გამოვყო მისი პასუხისმგებლობა, მონდომება და ფეხბურთისადმი სიყვარული," - ამბობს პატარა ტალანტის მწვრთნელი ვაკო ბერია და სჯერა, რომ იოსები დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

"როგორც კი სახლში მივალ, სავარჯიშოდ წასვლას მთხოვს, რათა ფინტები დახვეწოს. არც სირბილი ეზარება და ძალიან მონდომებულია", - აღნიშნა იოსების მამამ, აკაკი ლომაძემ.

გამოცემის მიხედვით, აქამდე იცოდნენ, რომ მაგარი გურული ბიჭით თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული და "იოს" თბილისელები აკადემიაში იწვევდნენ. ახლა კი მათთვის მეტად გასაოცარი და სასიხარულო ამბავი გახდა ცნობილი - გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ იოსებ ლომაძით, არც მეტი, არც ნაკლები, გერმანული გრანდი - დორტმუნის "ბორუსია" დაინტერესდა. ამაში მსოფლიო ჩემპიონისა და "ბორუსიას" ფეხბურთელ მარიო გიოტცესთან დაახლოებული ერთ-ერთი ქართველის დიდი წვლილია. გერმანელებს ინფორმაცია და ვიდეომასალები სწორედ ამ ადამიანმა მიაწოდა.

ამ პიროვნების რეკომენდაციით, იოსები დორტმუნდის "ბორუსიას" აკადემიაში მიიწვიეს. როგორც იოსების მამამ, აკაკი ლომაძემ გვითხრა, გერმანიიდან უკვე დაუკავშირდნენ, საუბრებიც მიდის, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

იმედია, "იო" გერმანულ გრადნშიც მოხვდება და ძალიან კარგი ფეხბურთელიც დადგება. ამის მისაღწევად პატარა მოთამაშეს ტალანტი არ აკლია.

მომზადებულია guriatoday.ge-ს მიხედვით

lm
წარმატებები და ღმერთის წყალობა "იო" წინ გასავლელ რთულ და გრძელ გზაზე !!!
ბათუმის ფანი
გურია თუდეი...))) წარმატებები პატარავ!!!
ბათუმი
გერმანელები ტყუილა დარ იწვევენ ესეკი ასაკის ბავშვებს. კონტრაქტს არ უფორმებენ მაგრამ ხელშერულებას რომელსაც ადგენენ მშობლებთან არის პუნქტები და ერთერთი არის ის რომ ცხოვრების და განვითარებისათვის მოქალაქეობას აძლევენ გერმანულს ასეთი ბევრი ყავთ გერმანელებს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ფრთხილად იყავით და წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის გეთამაშოს პატარავ. თუმცა შენი წარმატებისთვის რაც გინდა მოგესურვება ის გააკეთე :*
დათო
გაგვახარე ძალიან!!! გენაცვალე შენ!!! ოქროს ბავშვი!!! წარმატებებს გისურვებთ!!!
ლ. მ.
პატარა მამელუკი. . .
დავით
ვუსურვებ ბევრი ოფლი დაეღვაროს და დიდი ფეხბურთელი გამოსულიყოს პატარა ქართველი ვაჟკაცი! :)
Mmm
რამენაირად უარი უთხარით ბორუსიას და გენტში გაუშვით.დდდ ხუმრობა იქეთ იყოს და წარმატებები პაწა გურულ გენიოს ყაზილარს.დ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა