საქართველოს თასის გამარჯვებული ევროპის ლიგის საწყის ეტაპზე მეტოქეებს ზესტაფონში მიიღებს
"გაგრამ" ჩინებული სეზონი დაასრულა: პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა, 26 მაისს საქართველოს თასსაც დაეუფლა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

თუმცა ჯერ კლუბის ხელმძღვანელობას არ გადაუწყვეტია, მოსამზადებელ ეტაპს სად და როდის გამართავს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე ამბობს, რომ გრაფიკი უახლოეს დღეებში შედგება.

"როდესაც უმაღლეს ლიგაში გადავედით, ცხადია, მომზადების ვარიანტი ჩამოვაყალიბეთ. თუმცა ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებამ გეგმები შეგვიცვალა. ახლა ჩვენი მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი უკრაინაშია და მოსამზადებელ გრაფიკს ორიოდე დღეში შეადგენს, გუნდი კი ორი კვირით შვებულებაში გაუშვა. შეიძლება გაგიკვირდეთ ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ვითამაშებთ, მხოლოდ მეორიდან ჩავერთვებით და ბიჭებს დასვენების საშუალება მიეცემათ".

ჯერ უცნობია, ევროთასზე გამოსვლამდე "გაგრაში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდება თუ არა. ფაქტია, რომ ევროპის ლიგამდე გუნდს გაძლიერება სჭირდება, მაგრამ "გაგრას" ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

ჩიხრაძემ დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ლეგიონერი ვლადიმერ ორდინსკი გაუშვეს: "დიახ, ორდინსკი გავუშვით, რადგან უფრო ძლიერი ნახევარმცველი გვჭირდება. საერთოდ, ვინ წავა და ვინ დარჩება, ამას პისკოვეცი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს. ცვლილებები კი აუცილებლად იქნება. გადაწყვეტილია ნაკონეჩნის დარჩენაც, რადგან პროფესიონალი და ძალიან კარგი პიროვნებაა, ასეთს კი არ შეველევით."

რაც შეეხება შევსებას, შესაძლოა, გუნდმა უკრაინიდან ორი ახალგაზრდა დაიმატოს: "ჩვენი კლუბის პარტნიორია ლვოვის ოლქის მორშჩინის საფეხბურთო აკადემია "სკალა". უკრაინაში ტალანტების აღზრდით ცნობილ ამ აკადემიას უკრაინის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გუნდი ჰყავს და ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებს ყოველწლიურად ნიჭიერი ფეხბურთელებით ამარაგებს. იქიდან, ალბათ, 18-19 წლის ორ ნიჭიერ უკრაინელ ახალგაზრდას დავიმატებთ."

"გაგრა" ევროპის ლიგის საწყის ეტაპზე მეტოქეებს ზესტაფონის სტადიონზე მიიღებს: "პირველ ეტაპზე მეტოქეს ზესტაფონში ვუმასპინძლებთ, რადგან საკუთარი სტადიონი არ გვაქვს, იქ კი გამართული არენაა და უეფას ლიცენზია აქვს. ამას გარდა, დიდი შანსია, სტადიონი შეივსოს, რადგან ზესტაფონი საფეხბურთო ქალაქია და ასეთი რანგის მატჩებში ნებისმიერ ქართულ გუნდს უქომაგებენ. ზესტაფონთან ახლოსაა წყალტუბო და სამტრედია, სადაც აფხაზეთიდან ლტოლვილი მრავალი ადამიანი ცხოვრობს - ჩვენი გადაწყვეტილება ამანაც განაპირობა. და თუ "გაგრა" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება, მაშინ მეტოქეს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ვუმასპინძლებთ."

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის