თურქეთი ცდილობს, ევროპირველობის მასპინძელი ერთადერთი ქვეყანა გახდეს.

AS-ი ირწმუნება, რომ თურქეთი მზადაა, ტურნირს დამოუკიდებლად უმასპინძლოს და შესაბამისი წინადადებით უეფას მიმართა. ცნობისათვის, უეფას თავკაცი ალეკსანდერ ჩეფერინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან ახლო ურთიერთობაშია.

უეფა ევრო 2020-ის დეკემბერში ჩატარების ან მომავალ წელს გადატანის ვარიანტებს განიხილავს, თუმცა პრიორიტეტულად გადატანა მიაჩნია. The Athletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებს როგორმე სეზონის გადარჩენა და ეროვნული ჩემპიონატების ჩამთავრება სურთ, ხოლო უეფა ევროპირველობის გადატანისთვის კომპენსაციის სახით 275 მილიონ ფუნტს მოითხოვს.

კონტინენტის ჩემპიონატი ევროპის 12 ქალაქში უნდა გაიმართოს და მათ შორის თურქეთის არც ერთი ქალაქი არ არის. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ამჟამად ევროპის თითქმის ყველა ჩემპიონატი შეჩერებულია და უეფას კალენდრის კორექტირება მოუწევს.

შეგახსენებთ, 26 მარტს, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ბელარუსისთვის უნდა ემასპინძლა. ეს შეხვედრაც გადატანილია და ყველა საკითხი დღეს, 17 მარტს განიხილება.

ბათუმის ფანი
ა ბედნიერი კაცი)
alexandre
და რომელ საათზე იკრიბებიან? ჩვენ როდის გვეცოდინება გადაწყვეტილებები?
Noshrevan
ჯერ არ დამთავრებულა. რო დამთავრდება გეტყვი
Რეზო
გიჟუები მრავლად სხედან ფეხბურთში
Biankonneri
ვაი მაგათ პატრონს, ვისგან ითხოვენ კომპენსაციას??!!! ფუ...
zure
სავარაუდოდ ევროკავშირისგან
mamuka09ze
ჭკვიანმა მმართველმა(მეფემ, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისრმა) ყველა სიტუაციიდან სარგებელი უნდა ნახოს. მაგრამ მართლა საინტერესოა, ვისგან ითხოვენ ამ კომპენსაციას?!
გოგა
თუ გავედით ევროპაზე, ჩვენთვის კარგია თურქეთში,რო ჩატარდეს. მე და მათშორის ბევრი იოლად წავალთ და ჩვენს ნაკრებს სახლში ვაგრძნობინებთ თავს.
ჰმ!
საქართველო რუსეთი რაგბი როგორ დამთავრდა? დაწერეთ რა.

უეფა და ფიფა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ორგანიზაციებია, თუ კიდევ ვინმეს ჯერა, რომ რუსეთს და ყატარს შემთხვევით მიენიჭათ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება.... ან უეფა რის კომპენსაცია სითხოვს 275 მლნ.-ს და ვის თხოვს საინტერესოა .... მოკლედ კიდევ ერთხელ დაადასტურეს რომ კომერციული ორგანიზაცია არიან და შესაბამისად სადაც ძირითადი საკითხი მეტი ფულის შოვნა და კომერციაა იქ სპორტი-ფეხბურთი მეოერე და მესამე ადგილზე გადადის სამწუხაროდ!!!
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!
ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით