წლეულს ინგლისი და ჰოლანდია ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობებს უმასპინძლებს აკადემიურ ნიჩბოსნობაში
წლეულს ინგლისი და ჰოლანდია ჭაბუკებისა და ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობებს უმასპინძლებს აკადემიურ ნიჩბოსნობაში. 23-წლიანები 22-27 ივლისს ამსტერდამში გაუწევენ ერთმანეთს მეტოქეობას, ხოლო 18-წლიანები 2-7 აგვისტოს ლონდონის მახლობლად მოიყრიან თავს.

ამ ტურნირებისთვის მზადებასა და ნაკრები გუნდების დაკომპლექტებას მიეძღვნა მალთაყვაში საქართველოს პირად-გუნდური ღია ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში. საპრიზო ადგილებისთვის თბილისელ, მცხეთელ, ქუთაისელ და ფოთელ სპორტსმენებთან ერთად აზერბაიჯანელებიც იბრძოდნენ.

- ბოლო დროს ჩვენთან ბაიდარასა და კანოეში ბევრად მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს, ვიდრე აკადემიურ ნიჩბოსნობაში, - გვითხრა საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა. - ამიტომ კონკურენციაც ვერ არის სასურველი, რაც შედეგებზეც ცუდად მოქმედებს. აი, მაგალითად, ფოთში ახალგაზრდებისა და ჭაბუკების პირველობებში საქართველოდან სულ 26 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ 12 აზერბაიჯანელი უწევდა მეტოქეობას. ჩვენებისგან უკეთეს მაჩვენებლებს ველოდით. ახლა ქართველი ნიჩბოსნები ბაზალეთზე განაგრძობენ ვარჯიშს და 11-12 ივნისს იქვე კიდევ ერთ შეჯიბრებას მოვაწყობთ, თუმცა მსოფლიოს პირველობებზე წამსვლელთა ვინაობა უკვე ცნობილია: ამსტერდამში ლაშა მოთიაშვილი (ერთადგილიანი), თემურ ნათელაშვილი-გიორგი მუხათგვერდელი (ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი) და ირაკლი უკლება-თორნიკე სინატაშვილი (ორადგილიანი, გასაშლელი) გაემგზავრებიან. ამ ბიჭებს ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლის გამოცდილება აქვთ და ვიმედოვნებთ, რომ ჰოლანდიაშიც არ შეირცხვენენ თავს. რაც შეეხებათ ჭაბუკებს, საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი ექნებათ ნიკოლოზ კანდელაკსა (ერთადგილიანი) და არჩილ ბაიაშვილი-ლევან ბირკაიას (ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი) დუეტს.

კვარცხლბეკი

ახალგაზრდები (23 წლამდე)

ერთადგილიანი, X. 1. მიხეილ ეჯოშვილი (თბილისი, 7,31), 2. ლაშა მოთიაშვილი (მცხეთა, 7,32), 3. გიორგი სინატაშვილი (ქუთაისი, 10,50). ორადგილიანი. წყვილმოსასმელიანი. 1. გიორგი მუხათგვერდელი, თემურ ნათელაშვილი (მცხეთა, 7,12), 2. თემურ სულაკაძე, ილია ბაქრაძე (ქუთაისი, 8,19), 3. ოჩხან ბაირამოვი, საად ბაგიროვი (აზერბაიჯანი, 8,38). ორადგილიანი, გასაშლელი (უმესაჭეო). 1. ირაკლი უკლება, თორნიკე სინატაშვილი (ქუთაისი, 7,13), 2. თენგიზ ნაზღაიძე, თორნიკე ლეჟავა (მცხეთა, 8,15).

ჭაბუკები (18 წლამდე)

ერთადგილიანი. X. 1. ნიკოლოზ კანდელაკი (მცხეთა, 7,51), 2. ფარიდ საადოვი (აზერბაიჯანი, 8,10), 3. ლევან ბირკაია (ფოთი, 8,21). ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი. 1. არჩილ ბაიაშვილი, ირაკლი მჭედლიშვილი (მცხეთა, 7,26), 2. ლაშა კაკულია, გელა ქოიავა (ფოთი, 8,33), 3. პეტრე ქავთარაძე, ნიკა ქავთარაძე (ფოთი, 8,38). ორადგილიანი, გასაშლელი (უმესაჭეო). 1. ულვი სალამანზადე, ასიფ ხაშიროვი (აზერბაიჯანი, 8,17), 2. იონა თურქია, გიული ბერიშვილი (ფოთი, 8,35), 3. გიგა ბერიშვილი, რობერტ ახალაია (ფოთი, 8,42).

გუნდური ადგილები. ახალგაზრდები. 1. მცხეთა, 2. ქუთაისი, 3. თბილისი. ჭაბუკები. 1. მცხეთა, 2. აზერბაიჯანი, 3. ფოთი.

გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ბადრი ყაველაშვილმა ნიჩბოსნობაში მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა