ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალი გუშინ, 1 ივნისს დაიწყო, მაგრამ უკვე დამყარდა ერთი რეკორდი
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალი გუშინ, 1 ივნისს დაიწყო, მაგრამ უკვე დამყარდა ერთი რეკორდი. "დალას მავერიქსის" გამთამაშებელი ჯეისონ კიდი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია იმათგან, ვისაც NBA-ის სუპერფინალში მიუღია მონაწილეობა.

38 წლის ვეტერანმა გამთამაშებელმა ამ მაჩვენებლით აჯობა რონ ჰარპერს, რომელიც 2000 წლის ფინალში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მაისურით თამაშობდა. მაშინ რონი 36 წლის იყო.

"ასაკზე არ ვფიქრობ, მით უმეტეს, არც რეკორდზე. მხოლოდ იშვიათად ვიხსენებ "ნიუ ჯერსი ნეტსში" გატარებულ წლებს და ვფიქრობ: რა სამწუხაროა, რომ მაშინ საჩემპიონო ბეჭდების მოპოვება ვერ შევძელით.

იმედი მაქვს, ერთხელ მაინც მოვახერხებ ამის გაკეთებას. "დალასში" ყველანი გამარჯვებისთვის არიან განწყობილნი და ეს იმედს აძლიერებს", - ამბობს კიდი.

სუპერფინალის კიდევ ერთმა მონაწილემ, "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დუეინ უეიდმა თავისი კლუბისადმი ერთგულება დაადასტურა და განაცხადა, რომ სწორედ "ჰიტში" სურს კარიერის დასრულება.

"ვფიქრობ კარგია, როცა NBA-ის ვარსკვლავი და კლუბის წამყვანი მოთამაშე ხარ და გინდა ჩემპიონობის მოპოვება. მაგრამ, როცა შენი გუნდი ამის საშუალებას ვერ გაძლევს, ბოლოს და ბოლოს სხვაგან გადასვლაზე ფიქრობ.

მაგრამ, ხშირად ამ შემთხვევაშიც საჩემპიონო ბეჭდის გარეშე რჩები. ამიტომაც მოხარული ვარ, რომ ჩემპიონი სწორედ აქ "მაიამიში" გავხდი და არ მომიწია გუნდის შეცვლა. იმედია, ეს არასოდეს მოხდება.

შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი პატივი იქნება კარიერის "მაიამიში" დასრულება", - ამბობს უეიდი.

სმიტი ისეთ შარშია

მორიგ სკანდალში გაეხვია "დენვერ ნაგეტსის" მცველი ჯეი არ სმიტი. ამჯერად ფლორიდის პოლიციამ კალათბურთელი სკუტერის მართვის გამო დააკავა - საქმე ისაა, რომ სმიტს არ ჰქონდა ამ სატრანსპორტო საშუალებით სეირნობის უფლება. ახლა ამ საქციელის გამო დენვერელს სასამართლოს წინაშე მოუწევს გამოცხადება. საქმის მოსმენა მომავალ თვეშია დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ სმიტს მსგავსი პრობლემა ერთხელ უკვე ჰქონდა, როცა 2007 წელს ავტომობილის სახიფათოდ მართვის გამო ავარიაში მოყვა. ამ ინციდენტის შედეგად სმიტის მეგობარი ანდრე ბელი დაიღუპა. მაშინ NBA-მ ჯეი არს შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა