ბოლო ორი კვირის განმავლობაში იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი მეორედ გავიდა სარბენ ბილიკზე და ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია
ბოლო ორი კვირის განმავლობაში იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი მეორედ გავიდა სარბენ ბილიკზე და ზედიზედ მეორე გამარჯვებას მიაღწია. ამჯერად იამაიკელი ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში ჩავიდა და იქ IAAF World Challenge-ის სერიის ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

მსოფლიოს რეკორდსმენმა 100 მეტრზე მოსინჯა ძალები და დისტანცია 9,91 წამში გაირბინა. ზუსტად ასეთი შედეგი დააფიქსირა მან ერთი კვირის წინ, "ბრილიანტის ლიგის" რომაულ ეტაპზე. მაშინაც უსაინი პირველი მივიდა ფინიშთან. ამ გარბენში მეორე იყო ასევე იამაიკელი სტივ მალინგსი, რომელიც ბოლტს ექვსი მეასედი წამით ჩამორჩა.

"დღეს თავს გაცილებით კარგად ვგრძნობდი, ვიდრე გასული კვირის გარბენისას. რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის იმედი მქონდა, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ფინიშის შემდეგ ბოლტმა.

ასევე ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა ქალებს შორის 100-მეტრიან გარბენში. აქაც გამარჯვება იამაიკელმა სპრინტერმა მოიპოვა - სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვერონიკა კემპბელ-ბრაუნმა "მოკლე სპრინტში" 10,76 წამი დააფიქსირა, რაც ამ სეზონის საუკეთესო შედეგია.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა