დასრულდა მორიგი სარბოლო უქმეები და შესაბამისად, გამოქვეყნდა Castrol-ის განახლებული რეიტინგი
დასრულდა მორიგი სარბოლო უქმეები და შესაბამისად, გამოქვეყნდა Castrol-ის განახლებული რეიტინგი.

პირველობისთვის ბრძოლაში არანაირი კონკურენცია არ შეინიშნება - პირველ ადგილზე მყოფი სებასტიან ფეტელი მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ ამ რეიტინგში ახალ-ახალ სარეკორდო მაჩვენებლებს აფიქსირებს. სხვათა შორის, მონაკოს გრანპრიზე გამარჯვების შემდეგ "რედ ბულის" პილოტმა ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე გადაიყვანა გერმანია. წინა ლიდერი ავსტრალია მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

გერმანიის ლიდერობას ხელი შეუწყო იმანაც, რომ შარშანდელი სექტემბრიდან მეორე ადგილზე დამკვიდრებული მარკ უებერი ნელ-ნელა კარგავს სარეიტინგო ქულებს. ერთი კვირის წინ "რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა ვერ დაიცვა ესპანეთში შარშანდელი გამარჯვება, ახლა კი მონაკოში მეოთხე ადგილი დაიკავა და იმაზე ნაკლები ქულა მოიპოვა, ვიდრე 2010 წელს, როცა პოული მოიგო, მთელი დისტანცია ლიდერობდა და პირველი მივიდა ფინიშთან (შეგახსენებთ, რომ Castrol-ის რეიტინგში ბოლო 12 თვის შედეგებს ითვალისწინებენ).

საბოლოოდ, უებერს კონკურენტები მიუახლოვდნენ. ეს არის სამეული, რომელთა წევრებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთმანეთში ცვლიდნენ პოზიციებს. მაგრამ თუ ადრე ფერნანდო ალონსო, ლუის ჰემილტონი და რალისტი სებასტიან ლოები მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ, ახლა ისინი მეორე პოზიციაზე აცხადებენ პრეტენზიას. არგენტინის რალის მოგების შემდეგ ლოებმა კიდევ ერთხელ გაუსწრო ჰემილტონს.

ლუისი მონაკოში კარგად ვერ გამოვიდა, სამაგიეროდ მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი ავიდა პოდიუმზე და ამით რეიტინგში დარიო ფრანკიტის გაასწრო, რომელმაც გასულ უქმეებზე მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა ლეგენდარულ "ინდი 500"-ზე. სხვათა შორის, "ინდი 500"-ზე გამარჯვებით დენ უელდონმა პილოტთა პირველ ასეულში ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა - ბრიტანელი 24 საფეხურით ავიდა მაღლა და ახლა 59-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 27 411

2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 093

3. ს. ლოები (რალი) 20 623

4. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 20 479

5. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 20 026

6. უ. პაუერი (IndyCar) 18 451

7. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 17 718

8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 694

9. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 323

10. ჯ. ჯონსონი (NASCAR) 16 125

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია