ესპანური ამბები; გუშინ "მალაგამ" მნიშვნელოვანი შენაძენი დაიმატა - ჰოლანდიელი ფორვარდი რუუდ ვან ნისტერლოი
გუშინ "მალაგამ" მნიშვნელოვანი შენაძენი დაიმატა - ჰოლანდიელი ფორვარდი რუუდ ვან ნისტერლოი. გუშინ ის ანდალუსიაში ჩავიდა და ბოსმანის წესით "მალაგას" წევრი გახდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში ვან ნისტერლოი "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა. ეს "მალაგას" მფლობელ შეიხ ალ-ტანის პირველი შენაძენია მომავალი სეზონისთვის. წუხელ "ვან გოლი" მალაგაში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.

დიდი ხანია, ცნობილია, რომ "რეალის" ყოფილ ფორვარდს პრიმერადივიზიონში დაბრუნება სურდა. ის კი არა, სეზონის შუაში "რეალს" ფორვარდი დასჭირდა და "ჰამბურგს" მიმართა. მაშინ ვან ნისტერლოი ბავშვივით აღტაცებული არიგებდა ინტერვიუებს და უხაროდა, რომ მადრიდში მიდიოდა, თუმცა "ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ ეს ტრანსფერი ჩაშალა. 34 ფორვარდს ყველაზე დიდი აღიარება "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშმა მოუტანა.

მწვრთნელები მალე

მადრიდის "ატლეტიკოს" სპორტულმა დირექტორმა ხოსე კამინერომ განაცხადა, რომ გუნდს 10 დღეში ეყოლება ახალი მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ სეზონის ჩამთავრებასთან ერთად კიკე სანჩეს ფლორესს კონტრაქტი დაუსრულდა "ატლეტიკოსთან" და მას ახალი აღარ შესთავაზეს. "მოგეხსენებათ, მწვრთნელი ნებისმიერი პროექტის წამრატების საფუძველია. ამიტომაც სწორ შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ზუსტად 10 დღე გვჭირდება", - განაცხადა კამინერომ პრესკონფერენციაზე.

უფრო მალე გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს "სევილიას". ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ საამისოდ მედიას 48 საათი სთხოვა. ამ შემთხვევაშიც გუნდის თავკაც გრეგორიო მანსანოს ხელშეკრულება დაუსრულდა "სევილიასთან" და კლუბმა არ ინება მანსანოსთან თანამშრომლობის გაგრძელება.

შეგახსენებთ, რომ ეს კლუბები ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ. "სევილიამ" მე-5 ადგილი დაიკავა, "ატლეტიკომ" - მეშვიდე, თუმცა ერთნაირი ქულებით დაასრულეს ჩემპიონატი.

გუაიტა 2015-მდე

"ვალენსიას" 24 წლის გოლკიპერმა ვისენტე გუაიტამ "ღამურებთან" 2015 წლამდე გააგრძელა ხელშეკრულება. გუაიტამ სეზონი მესამე მეკარის სტატუსით დაიწყო, თუმცა სესარსაც აჯობა და მოიასაც. გაისად უკვე გუაიტა "ვალენსიას" ძირითადი მეკარე იქნება. "მოხარული ვარ, ვერც კი წარმომიდგენია "ვალენსიას" დატოვება", - განაცხადა გუაიტამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა