ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სიახლეები ახალი ფორმის პრეზენტაციით

სიახლეები ახალი ფორმის პრეზენტაციით

გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი დიდუბის მძლეოსნობის მანეჟს ეწვია
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი დიდუბის მძლეოსნობის მანეჟს ეწვია. ფედერაციის პრეზიდენტ ალექსი ახვლედიანთან ერთად დაათვალიერა ”სპორტის დედოფლის” სასახლის სარემონტო სამუშაოები, შემდეგ მძლეოსანთა ეროვნული ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაციას დაესწრო, გზა დაულოცა ჩვენს ათლეტებს, რომლებიც გუშინვე საკუთარი ავტობუსით ბაქოში აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში საასპარეზოდ გაემგზავრნენ.

- ბოლო დროს მძლეოსნობას დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ზოგადად ქართული სპორტისთვის მძლეოსნობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, - გვითხრა ვლადიმერ ვარძელაშვილმა. - საამისოდ კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით. ფედერაციას შევუძინეთ ავტობუსი, ფორმები, დავიწყეთ მძლეოსნობის მანეჟის სრული რეაბილიტაცია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ”სპორტის დედოფალს” უმაღლესი დონის ზამთრის სასახლე ექნება. აქ არა მარტო მძლეოსნებს, არამედ სპორტის სხვა სახეობის წარმომადგენლებს ვარჯიშის შესანიშნავი პირობები ექნებათ. ქართველ ათლეტთა სამსახურში იქნება, ასევე, ეროვნული და ქუთაისის სტადიონების მძლეოსნური სექტორები. ამ უკანასკნელის რეაბილიტაციასაც გაისად დავიწყებთ. აჭარაში აშენდება სტადიონი სარბენი ბილიკებით, ხოლო 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებით თბილისის ზღვასთან ოლიმპიური სოფლის მშენებლობა იგეგმება, სადაც სხვა სარბიელთან ერთად ცალკე მძლეოსნობის სტადიონიც აშენდება.

ალექსი ახვლედიანი, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი:”წლეულს გაზაფხულზე დავიწყეთ მანეჟის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ის ახლა აქტიურ ფაზაშია: დაიგება სარბენი ბილიკები, დამონტაჟდება გათბობისა და განათების ახალი სისტემები, ტრიბუნები 1500 დასაჯდომი ადგილით, კეთილმოეწყობა სასტუმრო, კვების ბლოკი და 5 სასპორტო დარბაზი, სამედიცინო ოთახი. მანეჟის რეაბილიტაციის საპროექტო ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს. რომ არა სპორტის სამინისტროს კეთილი ნება და აქტიური დახმარება, საკუთარი ძალებით ამდენს ნამდვილად ვერ გავწვდებოდით. როგორც აღვნიშნე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ახლა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ, დარწმუნებული ვარ, მანეჟი შემოდგომისთვის მზად იქნება.

დღესვე ეროვნული ნაკრების ერთიანი ფორმის პრეზენტაცია გვქონდა. ის სპორტული ნაწარმის იაპონური ფირმა ასიქს-ისგან შევიძინეთ გუნდის 40 წევრის შესამოსად. ამ ფორმით ჩვენი ათლეტები პირველად გამოვლენ საერთაშორისო სარბიელზე - მომავალ შაბათ-კვირას აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში იასპარეზებენ. ეს იქნება ძალთა ერთგვარი შემოწმება ევროპის გუნდური ჩემპიონატის წინ, რომელსაც 17-20 ივნისს რეიკიავიკი უმასპინძლებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ათლეტები ბაქოდან მედლებით დაგვიბრუნდებიან და ისლანდიაშიც გვასახელებენ”.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა